კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 განსაცდელთა დათმენის შესახებ

  ცოდვილთა სატანჯველზე უნდა ითქვას, რომ ის უეჭველად, უკიდურესად მძიმე იქნება თითოეულისთვის და იქნება როგორც სულიერი, ასევე ხორციელი, მაგრამ სახელდობრ, რაში უნდა მდგომარეობდეს, ამის გარკვევით თქმა შეუძლებელია. ღმრთის სიტყვაში ამის აღსანიშნავად აღებულია ის, რაც მიწაზე ყველაზე მტანჯველია, ისევე, როგორც ნეტარების აღსანიშნავად აღებულია ის, რაც მიწაზე ყველაზე დიდებულად და სიხარულის მომგვრელად მიიჩნევა. მაგრამ რაც აქ არის, იქაც სწორედ ის იქნებაო, ამის თქმა არ შეიძლება. ყველაფერი ახალი იქნება... ახალი ცა და ახალი მიწა – ახალიი სიხარული და სატანჯველი.
  ვინმე კეთილკრძალული ერისკაცი მრავალ სათნოებას იქმოდა, მაგრამ ცოდვებიც გაეპარა. ამ ცოდვებისგან განსაწმედელად უფალმა მოუვლინა ავადმყოფობა, რომელიც მკურნალთა ხელოვნებას არ ემორჩილებოდა. ითმინა, ითმინა და ბოლოს სულმოკლეობაში ჩავარდა – დაიწყო ტირილი ღმრთის წინაშე. უფალმა მოუვლინა ანგელოზი, რომელმაც უთხრა მას: რატომ დრტვინავ? შენდა სასიკეთოდ მოგივლინა უფალმა ეს ავადმყოფობა, რომ განგწმინდოს ცოდვებისგან. განიწმინდები და ავადმყოფობასაც ბოლო მოეღება, რამეთუ აქვე თუ არ განიწმინდე, იმქვეყნად ცეცხლი დაგწვავს. მან კი უკიდურესი მწუხარების გამო უთხრა: ამას სჯობია ამქვეყნად დასრულდეს ჩემი სატანჯველი (ეს თითქოს იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც ფიქრობს, რომ ტანჯვა დროებითია, მაგრამ თქმულება აქ არ მთავრდება). კეთილი, – უთხრა ანგელოზმა, – გინდა? შენ უნდა გეავადმყოფა კიდევ სამი კვირა ან სამი თვე, იქ ამის გამო მოგიწევს იტანჯო ორი საათი. ავადმყოფმა – ორი საათი,  რა საფიქრალიაო და დაეთანხმა. დაეთანხმა თუ არა, სული განუტევა. ანგელოზმა მისი სული წაიყვანა სატანჯველის ადგილას. ორი საათი მოითმინე, – გადაულაპარაკა მან ავადმყოფს, – ეს დრო რომ გაივლის, მე მაშინვე მოვალო და გაუჩინარდა. დაეწყო საბრალოს წვა, ისეთი წვა, რომ საშინელი, მაგრამ ითმენდა ამ ფიქრით: ორი საათი... ეს დროც გავა. მაგრამ ტკივილი თანდათან იმატებდა, თითქოს ანგელოზის მოსვლის დროც მოვიდა, ის კი არა და არ ჩანდა. ავადმყოფს უკვე მოეჩვენა, რომ ერთი კვირა გავიდა, ერთი წელი, ანგელოზი კი არა და არ მოდის. მოთმინების ფიალა აევსო და იყვირა, ანგელოზი იმწამსვე გამოჩნდა და ჰკითხა, რა გინდა? – შენ მითხარი, ორი საათით დაიტანჯებიო და უკვე ათი წელი გავიდა. რის ათი წელი? სულ ერთი საათია გასული. ვაიმე, ვაიმე, მამაო ჩემო, თუ ასეა, სასწრაფოდ უკანვე წამიყვანე. მზად ვარ, ოცდაათი წელი ვიწვე იმ ავადმყოფობით, ოღონდ აქედან წამიყვანე. კეთილი, – უთხრა ანგელოზმა და დააბრუნა იგი თავის სხეულში, ავადმყოფი გაცოცხლდა და ამის შემდეგ უკვე სიტყყა აღარ დაუძრავს ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. ეს თქმულება შემონახულია იმისთვის, რომ ჩვენ, ცოდვილთ, შეგვაგონოს ის მთავარი, რომ სიმხნით მოვითმინოთ განსაცდელი, რომელიც მოვლენილია ჩვენს განსაწმენდელად ცოდვებისაგან.
скачать dle 11.3