კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 კომპრომატი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #2-3(994)

მაიორმა ხელქვეითს თითი დაუქნია და უთხრა:
– კარგად დაიძვრინე თავი. საზრიანი ხარ და შენგან კარგი ოპერი დადგება. რაც შეეხება საქმის ჩამორთმევასა და სხვა ხელისშემშლელ გარემოებებს, არაფერია გამორიცხული. ამიტომ, ძალიან ოპერატიულად, უშეცდომოდ უნდა ვიმოქმედოთ და რაც შეიძლება, მეტი მყარი სამხილი მოვიპოვოთ, რომ ადვილად ვერავინ შეგვეხოს.
– გასაგებია, ბატონო სოსო, რა უნდა გავაკეთოთ?
– პირველ რიგში, ენას კბილი დავაჭიროთ და ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ვერავინ უნდა გაიგოს, ლია ფაცაციაზე რომ გავედით.
– არც სამმართველოს უფროსმა? – იკითხა თემურმა.
– პირველ რიგში, იმან, თორემ ეგრევე შმაგის შეატყობინებს და ამ საქმეს მართლა ჩამოგვაშორებენ.
– რომ დაგიბაროთ და მოკვლევის მასალები მოგთხოვოთ.
– არ მგონია, მაგრამ მასე რომ არ მოხდეს, პირველ ნაბიჯს მე თვითონ გადავდგამ. დავურეკავ და ვეტყვი, რომ ხელჩასაჭიდი არაფერია. ეს კარგი გამახსენე, – თქვა ჭელიძემ. შემდეგ შიდა ტელეფონით დაურეკა პოლიციის სამმართველოს უფროსს, რომელიც იმ დროს ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა და ცოტა დრო მაქვსო, გააფრთხილა. სოსომაც მოკლედ გააცნო მოკვლევის მასალები ისე, რომ იქ ლია ფაცაცია არ ფიგურირებდა. ბოლოს კი უთხრა:
– თუ გნებავთ, წერილობით პატაკს მოგიტანთ, სადაც ყველაფერს აღვწერ.
ცარიელი პატაკი რად მინდა, საქმე გახსენი და პატაკი მერე ჩამაბარე. დროს ნუ კარგავ. იმუშავე! – თქვა და ყურმილი დაკიდა.
– ეს მოგვარებულია და არ შეგვაწუხებს. ახლა კი სასწრაფოდ საქმეს მივხედოთ, სანამ ჩვენზე გამოვლენ და როდესაც ეს მოხდება და ეს აუცილებლად მოხდება, ხელში მყარი სამხილები უნდა გვეჭიროს, – უთხრა მაიორმა თემურს.
– მითხარით, რა უნდა გავაკეთო და ყველაფრისთვის მზად ვარ, ბატონო სოსო, – თქვა მელაძემ.
– კი. ეგ მართალია. მართლა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ ძალიან ფრთხილად და ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა ჩვენ მუშაითები ვართ და ფეხის დაცდენა ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია.
– მუშაითები რას ნიშნავს? – იკითხა მელაძემ.
მაიორს გაეღიმა და მიუგო:
– თოკზე მოსიარულეს. ტელევიზორში გექნება ნანახი – ჰაერში რომ წვრილი თოკია გაბმული და ზედ გრძელჯოხმომარჯვებული ადამიანი დადის. აი, ისაა სწორედ მუშაითი.
– გასაგებია, – მორცხვად თქვა თემურმა.
ჭელიძემ მშვიდი გამომეტყველებით უთხრა თემურს:
– ახლა კი ყურადღებით მომისმინე. სრულიად ვეთანხმები შენს ვერსიას, მაგრამ უფრო განვავრცობ. ჩემი აზრით, თაქთაქიშვილის პირადი სეიფიდან შმაგი კილასონიას მაკომპრომეტირებელი მასალაა წაღებული. ვფიქრობ, აუდიო ან ვიდეოჩანაწერი. ლოგიკურ ჯაჭვს რომ მივყვეთ, ეს ჩანაწერი თაქთაქიშვილის გაკეთებულია, ხოლო კორძაძემ საიდან გაიგო, უცნობია. ვფიქრობ, რომ კორძაძე და თაქთაქიშვილი ცუგრუმელაზე გავიდნენ და შმაგი კილასონიას ფულს სძალავდნენ. სავარაუდოდ, თაქთაქიშვილს ეს კომპრომატი გადამალული ჰქონდა და ინტუიცია მკარნახობს, რომ ის სწორედ კორძაძემ აწამა, კომპრომატის ადგილსამყოფელი ათქმევინა და შემოაკვდა. შემდეგ ამ „კლოუნების“ გუნდი შეიკრიბა და ბანკში შევიდნენ. კორძაძემ კომპრომატი აიღო და ცუგრუმელას დაუკავშირდა, რომ ფულში გაეცვალა. რა თქმა უნდა, ჩემს ვერსიაში ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ძირითადი სქემა სწორედ ასეთი უნდა იყოს. გამორიცხული არაა, რომ კორძაძე უკვე გამქრალი, ანუ მოკლული იყოს, თუმცა ინტუიცია მკარნახობს – ეს ასე არაა. მისი მოქმედებიდან ჩანს, რომ იოლი მოსახელთებელი არაა და თავდაცვის მექანიზმიც ექნებოდა შემუშავებული. ჩემი აზრით, ის იმალება. ფული უკვე აღებული აქვს და ქვეყნიდან გასასვლელად ემზადება. თუ უკვე გასული არაა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ჯერ კიდევ აქაა და მხოლოდ ემზადება. მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ კორძაძეს შმაგი კილასონიას ხალხი ინტენსიურად ეძებს. ამიტომ მას დიდი საფრთხე ემუქრება და მათ ჩვენ უნდა დავასწროთ, კორძაძე ვიპოვოთ და ყველაფერი დავაფქვევინოთ.
– როგორ უნდა ვიპოვოთ? – იკითხა თემურმა.
– ვიდეოკამერების ჩანაწერების ანალიზით. მთელი ქალაქი ვიდეოკამერებითაა სავსე და სპეციალური პროგრამა არსებობს, რომელიც ძებნილი ობიექტის გადაადგილებას გვიჩვენებს. მართალია, ამ მხრივ, შმაგის ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ჩვენც უნდა ვცადოთ. მით უმეტეს, რომ სხვა გზა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება იოლი არაა, რადგან ეს საქმე უშიშროების ხელშია, მაგრამ მე მოვაგვარებ. მინისტრის მოადგილე ჩემი ახლო მეგობარია. შმაგის ვერ იტანს და დაგვეხმარება, – თქვა მაიორმა.
– მე რა უნდა გავაკეთო? – იკითხა მელაძემ.
– ჩემთან ერთად იმოძრაო. რა, ხომ არ გადაიფიქრე?
– არა. რას ბრძანებთ, ბატონო სოსო.
– ჰოდა, წავედით. გივი ვნახოთ, – თქვა ჭელიძემ და მელაძესთან ერთად კაბინეტიდან გავიდა.
***
ჭელიძე და მელაძე უშიშროების მინისტრის მოადგილეს, გივი მამალაძეს ქალაქგარეთ, ერთ მყუდრო რესტორანში შეხვდნენ. ძველი მეგობრები რომ ერთმანეთს გადაეხვივნენ, მამალაძემ მაიორს უთხრა:
– რესტორნის დრო მქონდა ახლა მე? სამსახურში  სიგიჟე მაქვს და მალევე უნდა დავბრუნდე უკან. სულ ერთი საათი მაქვს. აბა, თქვი, რა ხდება. შეხვედრაზე ტყუილად ასე დაჟინებით არ დამიბარებდი.
– მაინც, რა სიგიჟე გაქვს? – ჰკითხა მაიორმა.
– ერთ ტიპს ვეძებთ და სიქა გამძვრა.
– ვინ ტიპს ეძებთ?
– კაცო, აქ დაკითხვაზე მომიყვანე თუ საქმეზე სალაპარაკოდ? ამოღერღე რაღა, თორემ წავედი.
– კარგი, კარგი, ნუ ბრაზობ. ყურადღებით მომისმინე, რასაც ახლა გეტყვი, – თქვა ჭელიძემ და მინისტრის მოადგილეს ათი წუთის განმავლობაში ყველაფერი მოუყვა. შემდეგ გაჩუმდა და მშვიდი, ეშმაკური მზერა მიაპყრო.
მინისტრის მოადგილემ პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია, ჩაიცინა და ჭელიძეს უთხრა:
– სწორედ რომ, ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი. მაგ ტიპს ვეძებთ ჩვენც და თვალები დაგვეთხარა ვიდეოკადრების ყურებით. ვფიქრობ, რომ სულ მალე დავაჯდებით კუდზე. მოკლედ, ყველაფერი ნათელია, ჩემო სოსო და ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. შმაგი კილასონიას სიკვდილის ბუზი აზის და ვფიქრობ, ამჯერად ხელიდან ვერ წამივა. მთავარია, ეგ ილია კორძაძე იმათ არ ჩაუვარდეთ ხელში, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ არ ჩაუვარდებათ და მას ჩვენ ავიყვანთ.
– მოიცა, მოიცა, გივი, ნუ გარეკე! ვერაფერს ვხვდები. ვინ მათ არ უნდა ჩაუვარდეთ ხელში და შმაგი კილასონიას რას დააკლებ ნეტავი? – თქვა ჭელიძემ, რომელიც მიუხვდა გივის სათქმელს, მაგრამ განგებ მოიკატუნა თავი.
– ბიჭო, ახლა ჩვენთან ზის შმაგის დაცვის უფროსი და ელოდება იმ ტიპის აღმოჩენას. დღისით ჩვენთან მოვიდა და მინისტრი დააბოლა – იმ ტიპმა შმაგის ძმა მაყუთში გადააგდო და მიიმალაო. დააბოლა, გესმის? სინამდვილეში კი, როგორც შენი მონათხრობიდან მივხვდი, კომპრომატი გაყიდა. ახლა კი მისი აყვანა უნდათ და უეჭველად გაასაღებენ. მე კი ვხვდები, რა კომპრომატზეა ლაპარაკი, – თქვა გივიმ.
– რა კომპრომატზე? – იკითხა ჭელიძემ, რომლისთვისაც მოულოდნელი იყო მამალაძის ეს სიტყვები.
 – კომპრომატი შეიძლება, ბევრი იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც მე უკვე ორი თვეა ვეჭვობ, ტანმოვარჯიშე ლეილა ქებაძის ისტორია უნდა იყოს.
– კაი, კაცო?! – აღმოხდა გაფითრებულ ჭელიძეს.
– ოხვრის დრო არაა. ინიციატივას ჩემს ხელში ვიღებ. ახლა კარგად მომისმინე. სამსახურში გავვარდები და შმაგის იმ თავგასიებულ გორილას გვერდიდან არ მოვიშორებ. ისე ვიზამ, რომ როდესაც მაგ კორძაძის ადგილსამყოფელს შევიტყობთ, პირველად შენ გაგაგებინებ. შენ კი სანდო ხალხი მოამზადე. აიყვანეთ და საიმედო ადგილზე მოაყუჩეთ. იმ გორილას კი მაქსიმალურად გავუწელავ დროს. ვფიქრობ, რომ ერთ საათს გავქაჩავ, მაგრამ დროზე, უჩინრად და ოპერატიულად იმოქმედეთ. აი, ეს ტელეფონი გამომართვი. სუფთაა და კორძაძის კოორდინატებს ამ ტელეფონზე გამოგიგზავნი. ამ ტელეფონში ერთი ნომერი წერია და ისიც ჩემი სუფთა ტელეფონისაა. ასე შუაღამისთვის დამირეკე და მითხარი, სად იქნები. მე მოვალ და დანარჩენზე იქ ვილაპარაკოთ. ახლა კი წავედი და აბა, თქვენ იცით, აქედან ხუთ წუთში წადით, – თქვა გივი მამალაძემ. მაგიდაზე ტელეფონი დადო და რესტორნიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
– უშიშროება მაინც უშიშროებაა, – ღიმილით თქვა ჭელიძემ და ტელეფონი ჯიბეში შეინახა.
ხუთიოდე წუთი რომ გავიდა, ჭელიძემ მიმტანი იხმო, ასლარიანი ჯიბეში ჩაუდო და უთხრა:
– გვეჩქარება, პატივცემულო. ეს ფული შენია. სუფრა კი სხვა დროს იყოს იყოს. ნახვამდის.
– მადლობა, უფროსო, ნახვამდის, მიუგო მიმტანმა ჭელიძეს და სამზარეულოში შებრუნდა.
***
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის სამმართველოში ბევრი გამოცდილი თანამშრომელი იყო და სპეცრაზმის გამოყენებაც შეიძლებოდა, სოსო ჭელიძემ არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო. ილია კორძაძის ასაყვანად მან მხოლოდ სპეცრაზმის მეთაური თემურ მელაძე და ის ორი პრაქტიკანტი ხელქვეითი წაიყვანა, რომლებსაც კურატორობდა. კორძაძე დიღმის მასივში, პოლიციის სამმართველოსთან, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა, რომელიც ორი თვის წინ ჩუმად იქირავა. სპეცრაზმის უფროსი სახურავიდან თოკით შეფრინდა მერვე სართულზე და სანამ დაბნეული კორძაძე გონს მოეგებოდა, გაკოჭა და რომ არ ეყვირა, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩატენა. შემდეგ ბინაში დანარჩენებიც შეუშვა. ბინის ჩხრეკისას შავი კეისი იპოვეს, რომელიც ფულით იყო სავსე და ათი წუთიც არ იყო გასული, რომ კორძაძე უკვე მანქანაში ჩასვეს და მცხეთაში, თემურ მელაძის ბიძის კერძო სახლში მიიყვანეს.
ამ საქმეზე სრულ ინფორმაციას მხოლოდ მაიორი სოსო ჭელიძე ფლობდა. მაიორი კორძაძეს წინ ჩამოუჯდა და უთხრა:
– გული რომ არ გაგისკდეს შიშისგან, გეტყვი, რომ შმაგი კილასონიას ხალხი არ ვართ. თუმცა ისინი ყველგან გეძებენ და თუ არ გინდა, რომ მათ გადაგცეთ, არაფერი მოგვატყუო და სიმართლე ილაპარაკე. გაწყობს?
– დიახ, – თქვა შეშინებულმა კორძაძემ.
– მე კითხვას დაგისვამ და შენ სწორი პასუხი გამეცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარაფერს შეგეკითხები, შმაგის ხალხს დავურეკავ და ისინი მოგივლიან. გასაგებია?
– გასაგებია. დიახ. მკითხეთ. ყველაფერზე გიპასუხებთ, – თქვა კორძაძემ.
– თაქთაქიშვილი შენ მოკალი?
– შემომაკვდა. ჩიპი ჰქონდა გადამალული და არ მიმხელდა. მე მას სახლში დავადექი და წამებით ვათქმევინე, მაგრამ გული გაუსკდა და მოკვდა.
– სწორია. ჩიპზე რა არის ჩაწერილი?
– შმაგი კილასონიას მამხილებელი კომპრომატები.
– სწორია.
– ვინ და როდის მოახერხა ეს?
– თაქთაქიშვილმა, ის პროგრამისტი იყო და ელექტროტექნოლოგიებში მაგრად ერკვეოდა. როდესაც შმაგის სისტემას უმოწმებდა, მის კაბინეტში მიკროგადამღები დაამონტაჟა და ჩიპზე ოთხი თვის განმავლობაში ჩაწერილი კადრებია.
– გასაგებია. თაქთაქიშვილს საიდან იცნობდი?
– ორი წელიწადი მის დამხმარედ ვმუშაობდი და მაშინ გავიცანი.
– ჩაწერის იდეა ვის ეკუთვნის?
– მე.
– ცუგრუმელაზე, იგივე ლია ფაცაციაზე, როგორ გახვედი?
– ლია ჩემი უფროსი დის კლასელის უმცროსი დაა და ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩანაწერები რომ მზად გვქონდა, მე მას შევხვდი და ვუთხარი, რომ ერთ კაცს ორ მილიონ დოლარად უნდოდა მათი გაყიდვა. მან კი შმაგის უთხრა, მერე შემეხმიანა და მითხრა, – შმაგი თანახმაა. ჩანაწერებში ფულს გადაგიხდით და მოიტანეო. თაქთაქიშვილი უკვე მკვდარი იყო. ჩანაწერი მე მქონდა. ლიას ვუთხარი, რომ თუკი რამე მომივიდოდა, ეს ჩანაწერები გასაჯაროვდებოდა. ამიტომ არაფერი მიქნეს. თუმცა, ვიცოდი, რომ როგორც კი ჩიპს გადავცემდი და ფულს ავიღებდი, დევნას დამიწყებდნენ. ამიტომ დავიმალე.
– ეს კლოუნები სადღა იპოვე, ბანკში როგორ აიძულე შესვლა.
– პიდარასტები არიან. ადრე ერთად ვმუშაობდით მშენებლობაზე. მე და თაქთაქიშვილმა მათი ორგიები ფარულად ჩავიწერეთ და ამით ვაიძულე ბანკში შესულიყვნენ. თან დავაბოლე – სათამაშო იარაღზე მხოლოდ 2-წლიანი სროკია და საპროცესოთი გამოგიყვანთ-მეთქი. თანაც, ას-ას ათას დოლარს შევპირდი.
ჭელიძემ თავი გააქნია. გაეცინა. კორძაძეს კეისზე მიუთითა და ჰკითხა:
– იქ რამდენია?
– ორი მილიონი დოლარი, – მიუგო კორძაძემ.
– ჩიპზე რა არის ჩაწერილი?
– შმაგი კილასონიას სექსუალური ორგიები და ის, თუ როგორ გააუპატიურა თავის კაბინეტში თოთხმეტი წლის ტანმოვარჯიშე ლეილა ქებაძე.
– გასაგებია, – თქვა ჭელიძემ. შემდეგ სპეცრაზმის უფროსს და პრაქტიკანტებს მიუბრუნდა და უთხრა:
– ლეილა ქებაძე ძალიან პერსპექტიული ტანმოვარჯიშე იყო და სამი თვის წინ გაუჩინარდა დედამისთან ერთად. ალბათ, შმაგი კილასონიას ბრძანებით გააქრეს ორივე.
– არა. ისინი შმაგიმ ავსტრალიაში გაუშვა და დიდი მაყუთი მისცა, რომ ეს ამბავი არ გაებაზრებინათ, –  თქვა კორძაძემ.
– შენ რა იცი? – ჰკითხა ჭელიძემ.
– ლიას ვკითხე და მითხრა.
– ნაძირალა! – თქვა ჭელიძემ და კორძაძეს ჰკითხა:
– შემთხვევით, სათადარიგო ჩანაწერიც ხომ არ გაქვს?
– მაქვს, კეისშია, ფსკერზე, – მიუგო კორძაძემ.
შუაღამეს ჭელიძემ გივი მამალაძეს დაურეკა და თავისი ადგილსამყოფელი შეატყობინა. მინისტრის მოადგილე ნახევარ საათში იქ გაჩნდა და მაიორის მონათხრობი რომ მოისმინა, ჰკითხა.
– კორძაძის ჩვენება ჩაიწერე?
– კი. თემურმა გადაიღო ტელეფონით, – მიუგო მაიორმა.
– ძალიან კარგი. ამ მასალებს თან წავიღებ და დანიშნულებისამებრ გამოვიყენებ. გპირდებით, რომ შმაგი კილასონიას ეპოქას ამ დღეებში დავასრულებ, – თქვა მამალაძემ და სახლიდან გავიდა.
***
ორი დღის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, შმაგი კილასონიამ ტელევიზიით გადადგომის განცხადება გააკეთა და თავისი უფლებამოსილება მოიხსნა. ის ისე ღელავდა, რომ პიჯაკზე ღილს აწვალებდა და ბოლოს მოწყვიტა კიდეც... ხალხს ვერაფერი გაეგო. თუმცა ისე იყვნენ გახარებულები, რომ როგორც კი კილასონიამ გამოსვლა დაასრულა, ქუჩაში გამოეფინენ და სკანდირებდნენ:
– ვაშა, ვაშა, შმაგომანია დასრულდა!
დასასრული
скачать dle 11.3