კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ნეტავ საერთოდ არ გავთხოვილიყავი, საყვარელი მყოლოდა და ბედნიერად მეცხოვრა

  არასდროს მიფიქრია დაოჯახებაზე, კარიერის აწყობას ვგეგმავდი. უფრო სწორად, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, უცხოეთში მინდოდა სწავლის გაგრძელება და მერე, აქ დაბრუნებულს, საკუთარი ბიზნესის წამოწყება. თუმცა, არ გამომივიდა და ცხვირი წავიმტვრიე. ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ჩემი უცხოეთში გაშვება. მეუბნებოდნენ: ეს ხელის გულზე გაზრდილი დედისერთა შვილი სად გაგიშვათ მარტო, აქაც არაფერი გაკლია და დაეტიეო. მოკლედ, მიჩიჩინეს გათხოვდი, შექმენი ოჯახიო. ატყდნენ: დაგაგვიანდება დაოჯახება, ნუ გადაჰყევი სწავლასო და უსიყვარულოთ გამათხოვეს. დათო საკმაოდ კარგი ოჯახის შვილია, თუმცა, თავად რთული ასატანი ადამიანია. ჩვენი მშობლები დიდი ხანია, მეგობრობენ და ჩვენი შეუღლებაც მათი გადაწყვეტილება იყო. ბეჭედი მოიტანეს და თითზე ისე გამიკეთეს, რომ არც უკითხავთ, მინდოდა თუ არა ასე უსიყვარულოდ იმ ადამიანთან ცხოვრება, ვისაც, ფაქტობრივად, არც ვიცნობდი. დედა მეუბნებოდა: არა უშავს, შვილო, გაივლით-გამოივლით, გრძნობაც გაჩნდება და შეგიყვარდება. მის მშობლებს ხომ იცნობ, გადასარევი ხალხია, კარგ ოჯახში შედიხარ და შეიშნოვეო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ რამდენიმეჯერ შევხვდი დათოს. დაინიშნა ქორწილი და ასე გაუაზრებლად აღმოვჩნდი უცხო ოჯახში. აგერ, უკვე ხუთი წელია მათი რძალი ვარ, არაფერს მაკლებენ, თუმცა არც სიყვარული გამიჩნდა ჩემი ქმრის მიმართ და არც რაიმე გრძნობა. ფორმალური ქორწინება გვაქვს. სამწუხაროდ, ბავშვი, რომელიც მუცელში ყოფნისას სიგიჟემდე მიყვარდა და მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი მის გაჩენას, დაბადებიდან სამ დღეში დაგვეღუპა – თანდაყოლილი პათოლოგია აღმოაჩნდა და ამან სულ გამანადგურა. მოკლედ, რაც გავთხოვდი, ბედნიერი დღე არ მქონია. იმ ოჯახში სტუმარივით ვარ და ჩემს თავზე ვბრაზობ, როგორ არ შევეწინააღმეგე ჩემს მშობლებს, როგორ დავიღუპე თავი და მათ კაპრიზებს ავყევი. მხოლოდ იმის გამო გამათხოვეს, რომ შეძლებულ ოჯახში მეცხოვრა, უცხოეთში არ წავსულიყავი და მათ ახლოს ვყოფილიყავი. მართალია, მშობლებზე ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მგონი, ეგოისტობაა ეს ყველაფერი და მე მათი მსხვერპლი გავხდი. ყოველი ღამე ტანჯვაა ჩემთვის, რომ ვიცი გვერდით ის მამაკაცი მიწევს, ვიზეც გული არ მიმდის. მერჩივნა, გაუთხოვარი დავრჩენილიყავი და ასე არ მეწვალა ან საყვარელი გამეჩინა და იმ ადამიანთან ვყოფილიყავი, ვინც მატერიალურად უზრუნველი არ იქნებოდა, მაგრამ მეყვარებოდა. ბავშვობიდან სულ იმას მიჩიჩინებდნენ, ღარიბს და უფულოს არ გაეკარო, სიღარიბეში ცხოვრება ჯოჯოხეთიაო და ნუთუ კიდევ არსებობს ამაზე დიდი ჯოჯოხეთი, რა ყოფაშიც ახლა ვარ? საჭმელ-ჩასაცმელ-დასახური რომ არ გაკლია და თბილად ზიხარ სახლში, ამაშია ბედნიერება? ჩემი ქმარი არც სამსახურში მიშვებს, არც იმას ცდილობს, როგორმე თავი შემაყვაროს. თოჯინასავით გამომკეტა სახლში და როცა თავად მოუნდება, მხოლოდ მაშინ მივყავარ სტუმრად, ისიც მის სანათესაოში. აღარც მეგობრების ნახვა მინდა – ვიცი, დამიწყებენ: შენი ბრალია, არ უნდა გათხოვილიყავიო და მათი თავი არ მაქვს. ყველას ჩამოვშორდი და ვარ ჩემთვის, ჩემს ფიქრებთან და დარდთან ერთად გამოკეტილი. რომც ვიფიქრო გაშორებაზე, ამ ამბავს ჩემი და დათოს მშობლები ვერ გადაიტანენ. ვიცი, კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდება და მათი სიცოცხლე, ჩემს ტანჯვად მიღირს. კიდევ ვამბობ, არ ჯობდა საერთოდ არ გავთხოვილიყავი, საყვარელი მყოლოდა და ჩემი პირადი ბედნერებით დავმტკბარიყავი?
ნუცა, 27 წლის.
скачать dle 11.3