კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ შევინარჩუნოთ თმის მოცულობა და ვარცხნილობა ქუდის ტარების შემთხვევაში

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თმა რომ კარგად გამოიყურებოდეს, მხოლოდ დაბანა არ არის საკმარისი. ასევე, საჭიროა შესაფერისი ვარცხნილობის შერჩევა, ცივ სეზონზე კი – მისი სათანადო მოვლა. დღეს პოპულარულია მოცულობითი ვარცხნილობები, თუმცა, ზამთრის პერიოდში თმისთვის მოცულობის მიცემა და შენარჩუნება არც თუ ისე ადვილია, მით უმეტეს, თუ ქუდს იხურავთ.
  თუ გსურთ, ვარცხნილობა ვიზუალურად უფრო მოცულობითად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ, გაიკეთოთ მელირება. შეიღებეთ თმა რამდენიმე სხვადასხვა ტონში. თმის ფერის მინიმალური გრადაცია დავარცხნისას მოცულობის ილუზიას შექმნის. გაითვალისწინეთ, რომ თმის ძირი უფრო მუქი უნდა იყოს. ასევე, სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები, რადგან თმისთვის მოცულობის შესაქმნელად ყველა არ გამოდგება. უმჯობესია, გამოიყენოთ სპრეი ან მუსი – თხელი ქაფი, იჭერს ფორმას და თმას უფრო ფუმფულას ხდის.
  თმას რომ მოცულობა მოემატოს, საჭიროა თმის გამაშრობელის სწორი გამოყენება. თმის გაშრობისას ჰაერის ნაკადი მიმართეთ თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით. ფენის რეჟიმი უნდა იყოს ზომიერი ან დაბალი. იმისთვის, რომ თმა არ დაგემუხტოთ, გამოიყენეთ ფენი, რომელსაც ჰაერის იონიზაციის ფუნქცია აქვს.
  აქვე გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნიღაბი თმის მოცულობის მოსამატებლად, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ: აურიეთ 2 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი (აფთიაქებში იყიდება) და 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა. ოდნავ შეათბეთ და წაისვით ჯერ ძირებზე, ხოლო შემდეგ მთელ თმაზე გადაანაწილეთ და ნახევარი საათით დაიტოვეთ. შემდეგ კი შამპუნით ჩამოირეცხეთ. ეს ნიღაბი გაგიჯანსაღებთ თმას, გაასქელებს და მისცემს მას ბზინვარებას.
თუ გსურთ თმას სიჯანსაღე ცივ სეზონზეც შეუნარჩუნოთ, ასეთი ნიღაბი დაგეხმარებათ: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი შამპუნი და ერთი სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი. კარგად აურიეთ და დაიდეთ თმაზე. გაიჩერეთ 10 წუთი. ამ ნიღბის გამოყენებით თმა ხშირი და მბზინავი გახდება. დაბანის შემდეგ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება, რადგან ამ დროს თმა დარბილებულია და ადვილად წყდება. თუ მოკლე თმა გაქვთ, თმის გაშრობა და დავარცხნა, ერთდროულად, ძირებიდან დაიწყეთ, ხოლო თუ გრძელი თმა გაქვთ, ბოლოებიდან დაიწყეთ  და ნელ-ნელა გადადით ძირებისკენ. ეს თმის ცვენისგანაც დაგიცავთ.
  ქუდის ტარების დროს თმა ერთგვარ სტრესს იღებს, „შიმშლობს“, იმუხტება და მისი დაყოლიება შეულებელია. ის რომ „გამოკვებოთ“, გახადოთ რბილი, დატენიანებული და დამყოლი, სახლში მომზადებული მარტივი რეცეპტი გამოგადგებათ: შეურიეთ ერთმანეთს 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 კაფსულა თევზის ქონი. დაიბანეთ თმა შამპუნით, შეიმშრალეთ ისე, რომ ოდნავ სველი დარჩეს და წაისვით მომზადებული მასა თმის მთელ სიგრძეზე. დაიფარეთ პოლიეთილენის ქუდი, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე და დაივარცხნეთ.
  გაითვალისწინეთ, ის შამპუნი, რომელიც ზაფხულში ძალიან მოგწონდათ, შესაძლოა, ზამთრის გამომშრალ და დაზიანებულ თმას საერთოდ არ მოუხდეს. ამიტომ შამპუნი სეზონურად უნდა ცვალოთ. უმჯობესია, თუ ზამთარში მშრალი და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს გამოიყენებთ. ცივ ამინდში ძალიან კარგია კონციდიონერი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. ერთი მხრივ, ეს დამატებით დაატენიანებს თმას, მეორე მხრივ კი, ცხელი ჰაერით გაშრობისას ან უთოთი დახვევა-გასწორებისას თმა დაცული იქნება.
скачать dle 11.3