კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ეროვნული საგანძური და გულისხმიერები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                 „კოჯრის ტყის სიზმრები“, ანუ „ენ დი აის“ კვლევები


  მოსკოვისა და სოხუმისგან განსხვავებით, მართალია, თბილისში ისევ საახალწლო განწყობაა, მაგრამ „ენ დი აიმ“ თავისი ჩვეული ხიბლი შემოიტანა ზამთრის ამ ცივ დღეებში, ანუ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
  რაკი უკვე გეცოდინებათ მონაცემები (და მერე რა, რომ, მაინცდამაინც, დიდი ნდობით არ გამოირჩევა ეს ორგანიზაცია და, პრინციპში, მაინცდამაინც რეალობას ასახავს ხოლმე, იმას ზუსტად ვიგებთ, თუ რა ტიპის რეალობის დანახვა სურს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორ-მეგობრების ერთ ნაწილს), მხოლოდ ორიოდ მომენტზე შევჩერდები: პოპულარულ პოლიტიკოსთა ჩამონათვალში აგერ უკვე მერამდენე კვლევაა, ყელყელაობს (ანუ მოწინავე პოზიციას იკავებს) დავით ბაქრაძე (რაც ქმნის ეჭვს, „ენ დი აის“ რომელიმე მესვეურს მასზე გული ხომ არ შეუვარდა?!). იმდენად თვალშისაცემია ეს აშკარა ფავორიტობა, ასეთი აზრიც კი დაიბადა: ბ-ნი ბაქრაძე (დავითი) არამატერიალური კულტურის ძეგლად ვაღიაროთო.
  ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, „ლელოს“ ერთ-ერთმა თავკაცმა (ბადრი ჯაფარიძემ) გაგვიმხილა, „ენ დი აის“ ვთხოვეთ, რომ კვლევაში არ შეეყვანათ ჩვენი ორგანიზაციაო („ენ დი აი“ კი ისეთი გულისხმიერია, რომ პოლიტიკური პარტიების თხოვნებს ზედმიწევნით ითვალისწინებს, შემდეგში იქნებ ერთი-ათი პროცენტიც წაუმატოს?!), რითაც ახსნა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ერთპროცენტიანებშიც კი, არც იმას გამოვრიცხავ, შემდეგ კვლევაში ამ ყოვლად პატივსაცემმა კვლევითმა ორგანიზაციამ თავის კითხვარში ჩაამატოს შესაბამისი კითხვა და დავით ბაქრაძეს მოსიარულე ეროვნული საგანძურის ტიტულიც მივანიჭოთ.
скачать dle 11.3