კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რის გამო შეუძლია ადამიანის „შეჭმა“ ნათია დუმბაძეს და როგორ გახდა ის მასტერის თილისმა გოგო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მართალია, რეპერი მასტერი და მომღერალი ნათია დუმბაძე დიდი ხნის ნაცნობები არიან, მაგრამ ისინი ამ ბოლო დროს დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ამბობენ, რომ იმდენი საერთო აღმოაჩინეს, რომ უერთგულესი მეგობრები გახდნენ. მათ უკვე ორი დუეტიც ჩაწერეს და გაჩერებას არ აპირებენ.
  მასტერი: ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით, ივენთებზე ხშირად ვიკვეთებოდით, საერთო მეგობრებიც გვყავდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვიყავით. ყოველთვის ვიცოდი, ნათია სად მღეროდა, რომელ პროექტში გამოდიოდა და თურმე, თავადაც იცოდა ჩემ შესახებ ამბები. ერთი წლის წინ, მოგვიწია საუბარი და მაშინ, ნათიამ ხაზგასმით გამოხატა სიმპათია ჩემი სიმღერების მიმართ. იმდენად ძველი სიმღერები გამახსენა, რომელიც პოპულარული არ არის და მხოლოდ შიდა „სასტავში“ იციან რეპერებმა, გამიკვირდა, სხვანაირად მივაქციე ყურადღება: მოიცა, შენ ის სიმღერა იცი-მეთქი? (იცინის). ამ დღის შემდეგ მივხვდი, რომ ეს გოგო ჩემიანია. სხვანაირი სტიმული მომეცა და შევთავაზე, ერთად ხომ არ ჩაგვეწერა ტრეკი-მეთქი, დამეთანხმა და მალევე „მოვიხოდეთ“.
  ნათია დუმბაძე: როცა მასტერი ასპარეზზე გამოჩნდა, იმ დღიდან ვუსმენდი, მიყვარდა და ვაფასებდი. ყოველთვის მინდოდა, მასთან ერთად ჩამეწერა სიმღერა. უფრო სწორად, სულ მინდოდა, რეპერთან ერთად ჩამეწერა დუეტი და რახან ერთადერთი რეპერია საქართველოში, რომელიც არ ჩერდება და თან, ძალიან ნიჭიერია, ამიტომ დავთანხმდი.
  მასტერი: სხვათა შორის, რომ დავმეგობრდით, მერე გაიგო, რომ მუსიკას მე თავად ვწერდი და გაუკვირდა: ვა, მუსიკაც შენიაო? (იცინის).
– შენ თუ უსმენდი ნათიას სიმღერებს?
– ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას, რადგან საოცარი არტისტიზმი აქვს და პროექტ „ერთი ერთში“ რომ „გაიჩითა“, იქიდან სხვა თვალით შევხედე. სულ სხვა „ტიპი“ აღმოჩნდა. ნათიას ვოკალურ მონაცემებზე კი, უბრალოდ, არ გავამახვილებ ყურადღებას – ძალიან ნიჭიერი გოგოა.
  ნათია: როცა მასტერმა მითხრა, დუეტი ჩავწეროთო, ამის მერე, ათ დღეში, უკვე ტრეკი ჩაწერილი იყო. „არ უყურო დროს“ ისე მალე გაჰიტდა, თავად გაგვიკვირდა. ზაფხულის პერიოდი იყო და მანქანებიდან და სახლებიდან ეს სიმღერა ისმოდა. დღემდე უსმენენ და მიხარია, რომ პირველივე ჩვენი დუეტი წარმატებული აღმოჩნდა.
  მასტერი: თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემი სიმღერები რომ სულ მესმის მანქანებიდან, არ მიკვირს. მაგრამ ერთხელ, შუქნიშანზე გავაჩერე მანქანა, გვერდებიდან ორი მანქანა ამომოდგა და ორივედან „არ უყურო დროს“ ისმოდა. თან, ხმა იმხელაზე ჰქონდათ აწეული, გავხედე და გამეღიმა. ერთხელ კი, პატრულის მანქანამ მანიშნა ფანჯარა ჩამოწიეო. ვიფიქრე, რა უნდა-მეთქი და რომ ჩამოვწიე, ეს სიმღერა ჰქონდათ ჩართული და უსმენდნენ (იცინის).
  ნათია: მეც ბევრჯერ შევსწრებივარ ასეთ ფაქტებს და კი არ უსმენდნენ, ბოლო ხმაზე აღრიალებდნენ (იცინის). წარმოიდგინეთ, მანქანა რომ ჩაგივლის და შენი ხმა ისმის, რა მაგარია (იცინის).
  მასტერი: ამ სიმღერის გამოსვლის მერე, მალევე ჩავწერეთ მეორე სიმღერა – „ენკი ბენკისა“ და ისიც მაშინვე გაჰიტდა. ერთია, მეგობრობა და კეთილი ნება, მაგრამ იცით, მე დუეტებს იშვიათად ვწერ და ნათია გამონაკლისია. მან ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. თავისებური ინტერპრეტაციით ისე მოერგო ამ ორივე სიმღერას, მივხვდი, ამ გოგოსთან მუსიკალურ თემაზე კამათი არ ღირს (იცინის).
– თუმცა, ამბობენ, რომ ხშირად კამათობთ და რაზე?
–  იცით, რაზე მეჩხუბება? უყურადღებო გახდიო, მაგარი ეჭვიანია (იცინის).
  ნათია: იმდენად დავმეგობრდით, ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამთ (იცინის). პირველი კლიპი რომ გავიდა, კომენტარებში წერდნენ: როგორ უხდებით ერთმანეთსო და მგონი, მართლაც ვუხდებით.
– გავიგე, პირველი დუეტის მერე, თქვენს შორის შავმა კატამ ჩაირბინა და ამიტომაც დაიწერა და ჩაიწერა მეორე დუეტი – „ენკი ბენკისა, შერიგებისა“. ასეა?
– არა, შავ კატას არ ჩაურბენია, უბრალოდ, მხოლოდ, ერთხელ ვიკამათეთ.
  მასტერი: რომ ვიკამათეთ, მაშინ უკვე ჩაწერილი იყო „ენკი ბენკისა, შერიგებისა“. ისე, ისეთი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის შავი კატა ვერ ჩაირბენს.
  ნათია: მასტერს, თავის ბენდთან ერთად, ისეთი საოცარი კონცერტი ჰქონდა, როგორიც არცერთ რეპერს არ გაუკეთებია.  მანამდე ერთმანეთს გაუგებრობის გამო „დავეტაკეთ“. ბოლოს დუეტი უნდა გვემღერა და მასტერმა  რომ გამომაცხადა, სცენაზე არ ავედი.
მასტერი: მაგარი გაბუტვა იცის და მართლა არ ამოდიოდა სცენაზე. გამოვედი, გამოვაცხადე, ხალხი და ბენდი გველოდება და ცოცხალი თავით არ ამოდის სცენაზე. ბენდის ბიჭებმა მითხრეს: მიდი, დაიწყე და ამოვა, აბა, რას იზამსო. ჰოდა, მეც გავჯინიანდი და ვუთხარი: სანამ არ ამოვა სცენაზე, არ დავიწყებ-
მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, ამოვიდა (იცინის). ზოგადად, ბუტია არ არის, უბრალოდ, დიდი სიყვარულის გამცემი ადამიანია, სიყვარულისგან შეიძლება, ადამიანი „შეჭამოს“.
  ნათია: ემოციური ადამიანი ვარ. მეჩქარება. მასტერისთვის 55-ე სიმღერაა, ჩემთვის კი – მეორე საავტორო და დღეში ათასჯერ ვურეკავ, ხან რას ვეკითხები და ხან რას, სულ მეჩქარება.
– ვიცი, მასტერს უამრავი ფანი ჰყავს. შენ თუ გირეკავენ და გაწუხებენ მისი თაყვანისმცემელი გოგონები?
– სხვათა შორის, მასტერს მართლა ბევრი ფანი ჰყავს და მეც მეკონტაქტებიან.
  მასტერი: ჩემმა ფანებმა ნათია სასწაულად შეიყვარეს და მისი თაყვანისმცემლებიც გაორმაგდნენ (იცინის). ეს კი „არ უყურო დროს“ დამსახურებაა.
– განხვავებული სტილის ადამიანები ხართ, თუნდაც ემოციით და როგორ უგებთ ერთმანეთს?
– არა, ვფიქრობ, აბსოლუტურად ერთნაირები ვართ, ვერ ვიხსენებ, რაში ვართ განსხვავებულები.
  ნათია: მაგალითად, მეც მიყვარს სპორტული სტილი და მასტერსაც, მეც მიყვარს სიმღერა და მასტერსაც, მეც შრომისმოყვარე ვარ და ესეც, მეც მიყვარს იუმორი და ამასაც სასწაული იუმორი აქვს... ასე რომ, ერთნაირები ვართ (იცინის).
  მასტერი: წარმოიდგინეთ, ჭამა მიყვარს, მაგრამ ყველასთან ერთად ვერ ვჭამ. რომ მეტყვის ნათია, მშია და ვჭამოთო, სიხარულით გავრბივარ.
  ნათია: ჭამა მეც მიყვარს. კლიპის გადაღების დროს დიეტაზე ვიყავი და უნდა გენახათ, როგორ მიწყობდა ხელს. მშივრებს ხშირად მხოლოდ ჩაიც დაგვილევია. მეუბნებოდა: შენს ნერვებსა და ენერგიას სჭირდება და უნდა ჭამოო (იცინის). ერთნაირები რომ არ ვიყოთ, ასე ვერც დავმეგობდებოდით.
  მასტერი: რომ ვფიქრობ, ნათია თილისმასავით გახდა ჩემთვის. მის გვერდით კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს და მგონი, ნათიაც იმავე აზრზეა. ძალიან მზრუნველი გოგოა, სულ მეკითხება, რამე ხომ არ გჭირდებაო.
– მეგობრობა გასაგებია, მაგრამ პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მარტო ვარ, დავამთავრე ორწლიანი ურთიერთობა, თუმცა, მისი კვალი ცოტა დარჩა. ახლა პირადულზე მეტად, შემოქმედებითზე ვარ გადართული. მუშაობა და მუსიკა მეხმარება, პირადზე არ ვიფიქრო. თან, კარიერისტიც ვარ.
  ნათია: ჩემს პირადში კი სიმშვიდე ნარნარად და სტაბილურად მიდის.

скачать dle 11.3