კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 სად ხვდებიან ახალ წელს ცემა-ტყეპით და როგორ ირჩევენ ამ დღეს საცოლეებსა და საქმროებს ესპანეთში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსოფლიოში ახალ წელს ბევრჯერ ხვდებიან – მზის ჰიჯრის, მთავარის ჰიჯრის, იულიუსის, გრეგორიანული, კოპტური, ებრაული, ინდუისტური და ჩინური კალენდრებით.
  პირველ ქრისტიანებს მიაჩნდათ, რომ ახალი წლის აღნიშვნა კერპთაყვანისმცემლური ადათი იყო. 692 წელს კონსტანტინეპოლის წმიდა სინოდმა ოფიციალურად მოუწოდა ქრისტიანულ სამყაროს, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ ამ ზეიმში.
  მართლმადიდებლები მეცხრე საუკუნემდე ახალი წლის დადგომას 25 მარტს – „ცოდვების გამოსყიდვის დღეს“ აღნიშნავდნენ. ნაძვის, როგორც ახალი წლის ხის სადღესასწაულო სიმბოლოს, გამოყენება შუასაუკუნეების გერმანიაში დაიწყეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ეს ტრადიცია უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დღესასწაულს ბევრი ტრადიცია უკავშირდება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესი აქვთ, რომლითაც ახალი წლის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ. ქრისტეშობამდე 600 წლის წინ ძველ საბერძნეთში ახალი წლის სიმბოლოდ ბავშვს იყენებდნენ. ისინი ბავშვის გარშემო კალათით დადიოდნენ. აღნიშნული პროცედურა დიონისეს ნაყოფიერების კულტს უკავშირდებოდა და წლის განახლებას აღნიშნავდა.
  ესპანეთში ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან, რაიმე ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ბიჭები ირჩევენ „საცოლეებს“, გოგონები კი – „საქმროებს“. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ეს ერთგვარ ფიქტიურ ქორწინებად აღიქმება.
  პუერტო-რიკოში მოსახლეობა სახლის დალაგებასა და დასუფთავებას 31 დეკემბერს იწყებს და 1 იანვარს ასრულებს. ისინი რეცხავენ და წმენდენ ყველაფერს იმისთვის, რომ წინა წლის ჭუჭყი შემდეგ წელში არ გადაიყოლონ. პუერტო-რიკოში ბოროტი სულებისა და ნეგატიური აურისგან თავის დასაღწევად წყლიან ჭიქას აგდებენ ფანჯრიდან.
  ციმბირში ახალ წელს გაყინულ წყალში საცვლების ამარა ჩახტომით ხვდებიან.
მიანმარში, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, დღესასწაულს წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ადამიანები, ასაკის მიუხედავად, შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიცია და კეთილგანწყობის გამოხატვაა.
ფილიპინებზე ფიქრობენ, რომ ახალ წელს სუფრაზე ყველაფერი მრგვალი უნდა იდოს. ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული და ასე შემდეგ ის, რაც ფორმით მონეტას წააგავს, კეთილდღეობისა და ბევრი ფულის მომტანია. ტანსაცმელზეც მრგვალ ფორმებსა და ჩუქურთმებს ქარგავენ ან ხატავენ. ეს მათთვის ფულის მომასწავებელია – მომავალ წელს ჯეკპოტის მოგებას გეგმავენ.
  ეკვადორში ახალი წლის დადგომას საფრთხობელებისა და გასული წლის ფოტოების დაწვით აღნიშნავენ.
იაპონელებს სჯერათ, რომ ახალ წელს 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ცხოვრებას უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდს, რაც მათ სადღესასწაულო განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
   ადამიანის ნებისმიერი გამოსახულებისა თუ ნივთის დაწვა პანამელებისთვის საუკეთესო და ბედნიერი მომავალი წლის გარანტიაა.
ესტონელები ახალ წელს დღეში 7-ჯერ მიირთმევენ საჭმელს, რაც მომავალ წელს მათ ბარაქას მოუტანს.
ავსტრიაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ.
  ბულგარეთი – ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით, ეს ბედნიერების მომტანია.
  კუბა– ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი იყოს.
პატარა იტალიელები საჩუქრებს ქალი „თოვლის ბაბუისგან“ ელოდებიან, თუმცა, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი, ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად „ლა ბეფანა“, რომელიც საჩუქრებს 7 იანვარს არიგებს და არა 31 დეკემბერს.
  ინდოეთში ახალ წელს წელიწადში 8-ჯერ ხვდებიან. ამ დღეს ინდოელები მზის ამოსვლასთან ერთად დგებიან და სადღესასწაულოდ ეწყობიან. ინდუსების ახალ წელს „დივალი“ ჰქვია, რაც სინათლესა და სიმდიდრეს ნიშნავს. ინდუსები სახლის ყოველ კუთხეში დგამენ სანთლებს, ყიდულობენ ახალ ნათურებს და ყრიან ძველებს. ამ რიტუალით ისინი გზას უნათებენ გარდაცვლილთა სულებს.
  ეთიოპიაში კი ახალი წელი 11 სექტემბერს დგება. ამ დღეს ეწყობა ღონისძიებები და სახალისო შეჯიბრებები, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია ცეცხლზე ხტომა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ „ჭიაკოკონობას“.
ჩილეში, სოფელ სანტო-ტომასში 25 დეკემბერს სოფლის ყველა მცხოვრები იკრიბება, მიდის სმა-ჭამა, ცეკვა და ბოლოს ერთმანეთის ცემა-ტყეპა. მონაწილეობს   ყველა – კაცი, ქალი, ბავშვი და მოხუციც კი. მოკლედ, მთელი წლის დაგროვილი წყენა წარსულს უნდა ჩაბარდეს: ვიღაცამ ვიღაცას თხა მოპპარა, ვიღაცამ ნათესები გაუფუჭა ან მჟავე ლუდი დაალევინა. ჩხუბს თავისი წესები აქვს, არ შეიძლება, ძირს დაცემულს დაარტყა და არ შეიძლება, ჩხუბის დამთავრების შემდეგ წყენის დამახსოვრება – რევანშის საშუალება მომავალ წელს ექნებათ.... შემდგომ ვნებები ნელ-ნელა ცხრება და დროსტარება გრძელდება.

скачать dle 11.3