№3 წესები მოქეიფეთათვის
მადათოვის კუნძულზე შილიფად ნაშენი რესტორანის – „ლუტეცია ილ დე პაღის“ მენიუ ასე გამოიყურებოდა:
ბოზბაში – 2 შაური;
ჩიხირთმა ძმრით – 3 შაური, უძმროდ – 2 შაური;
ხაში დილით – 2 შაური, დილის მერე – 1 შაური;
ფირმენი ბლუდა „ა ლა ხარფუხ“ – აბაზი;
ღვინო ყურძნის – 5 კაპეიკუ, იმნაირი ღვინო – შაური;
– ლავაში – ფეშქაშად.
კედლებზე, ფარდაგებს შორის, წარწერები განეთავსებინათ:
„ნისიაზე არ ვიძლევით!“
„დალიე-შეირგე!“
„ჩვენთან მუსიკანტებს არ ცემენ, თამადას ცემეთ გარეთ!“
„წასულებისათვის ღვინოს პოლზე ნუ დაასხამთ!“
გასასვლელი კარის თავზე კი დიდი ასოებით წაეწერათ:
„დოქი დატოვე ადგილზე!“...
თედო ისაკაძე
„აურიკოვა ანუ არზაყან ამილახვარ ესკვაერის ნამდვილი მოგზაურობა საქართველოში“