კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ შეხვდა გია ფერაძე გურიაში ახალ წელს

  ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ასეთ კურიოზს იხსენებდა: „ერთხელ გურიაში, ჩემს მეგობართან შევხვდი ახალ წელს. 1 იანვარია. სიგარეტი გამითავდა. ყველაფერი დაკეტილია და სად ვიშოვო, არ ვიცი. მასპინძელმა მითხრა, ჩვენი სოფლის მაღაზიის გამყიდველი აქედან 100 მეტრში ცხოვრობს. მე ვერ ვეტყვი, ცოტა მყრალი კაცია და თუ დაითანხმებ, რომ მაღაზია გაგიღოს, სიგარეტსაც იყიდიო. მოწევა ისე მინდოდა, რომ იმ კაცს 1 იანვარს, დილის 11 საათზე დავადექი სახლში. გავაღვიძე და რომ არ „ებუინა“, ვუთხარი: კარგი ფეხი მაქვს, მაღაზია გამიღე, სიგარეტი მომყიდე და ნახავ, რა წარმატებული წელიწადი გექნება-მეთქი.
  ერთი სიტყვით, ის კაცი „შევაბი“. ადგა და წამომყვა. მაღაზია გააღო და რას ხედავს – უკანა კედელი გამოტეხილია... მაღაზია პირწმინდად გაუძარცვავთ და მასში სიგარეტი კი არა, ასანთიც ღერიც არ დაუტოვებიათ... კაცი კინაღამ შეიშალა. შემომხედა და მიღრიალა:
– შენი ფეხიც და შენი დედაცაო და რომ არ გავქცეულიყავი, ალბათ, იქვე მომკლავდა...“


скачать dle 11.3