№3 ეს საინტერესოა
* სიტყვა ორკესტრი წარმოიშვა ორხესტრისგან, რაც საცეკვაო ადგილს ნიშნავდა, სცენა – სკენისგან, სადაც თავიდან მსახიობები ტანსაცმელს იცვლიდნენ, მოგვიანებით კი სწორედ აქ თამაშობდნენ. თეატრი კი – თეატრონისგან, სადაც მაყურებელთა ადგილები იყო.
* დუელის მონაწილეები საფრანგეთში ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთისგან 10 იარდის მოშორებით, მათ შუაში კი საზღვარი ფიცრებით იყო გაკეთებული. აქედან წარმოიშვა ცნობილი გამოთქმა – „ბარიერისკენ“.
* 1965 წელს ახალგაზრდა ქალებმა, მერი კვანტის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს მსვლელობა, რამაც შეაფერხა მოძრაობა ბროდვეიზე, ნიუ-იორკში, ამასთან, ისინი არც მანქანების სავალ ნაწილზე გადასულან და არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ჩაუდენიათ, უბრალოდ, მოდელებმა ამერიკაში პირველად წარმოადგინეს მინიკაბები.