კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ორ კვირაში დაბრუნებული სხეულის იდეალური ფორმა

ნინო კანდელაკი ანი რევია

  იმისთვის, რომ სხეულის იდეალური ფორმა უპრობლემოდ დაიბრუნოთ, გთავაზობთ სპეციალურ, ორკვირიან დიეტას. დიეტის დროს და მერეც, დღის განმავლობაში აუცილებლად მიირთვით 2 ლიტრამდე წყალი. ერთი ჭიქა წყალი დალიეთ ჭამამდე 40 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
პირველი დღე: 3 კვერცხი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით;
მეორე დღე: 500 გრამი ხაჭო ან უცხიმო არაჟანი, 1 ლიტრი იოგურტი;
მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული – ნებისმიერი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და 1 ლიტრი ხილის წვენი;
მეოთხე დღე: 500 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 1 ლიტრი იოგურტი;
მეხუთე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით;
მეექვსე დღე: 500 გრამი უცხიმო ხაჭო ან არაჟანი, 1 ლიტრი იოგურტი;
მეშვიდე დღე: ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით;
მერვე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, 1 კვერცხი, ბოსტნეულის სალათა – შეუზღუდავი რაოდენობით;
მეცხრე დღე: ხილი – ნებისმიერი რაოდენობით, 150 გრამი საქონლის ხორცი, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით;
მეათე დღე: 150 გრამი თევზი, 2 ნაჭერი ჭვავის პური, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით, ნახევარი ლიტრი იოგურტი;
მეთერთმეტე დღე: 2 კვერცხი, 150 გრამი ძროხის ხორცი, 4 ცალი ჭვავის პური, ბოსტნეულის სალათა, ნახევარი ლიტრი იოგურტი;
მეთორმეტე დღე: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული – შეუზღუდავი რაოდენობით;
მეცამეტე დღე: 300 გრამი ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათა – შეუზღუდავი რაოდენობით, 2 კვერცხი;
მეთოთხმეტე დღე: 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, ხილი –  შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი იოგურტი.
скачать dle 11.3