კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ადასტურებს, რომ უფალი ყოველ ჩვენს ჩანაფიქრს ხვდება?
პასუხი: უფალი რომ ჩვენს ყოველ ჩანაფიქრს ხვდება, ამას ჩვენივე სინდისი ადასტურებს. როცა სიკეთეს ვაკეთებთ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო როდესაც ცუდად მოვიქცევით, მოვიწყენთ და ვგრძნობთ სინდისის ქენჯნას, იმის გამო, რომ უფლის მცნებებს გადავუხვიეთ და შესაძლოა, სასჯელი მოვიწიოთ.
კითხვა: როდიდან დაწესდა მარხვა და როგორ იცავდნენ მას წინათ?
პასუხი: ეკლესიის მამების გადმოცემით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა, როდესაც უფალმა ადამს აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა. საერთოდ, ძველ აღთქმაში მარხვის ბევრი მაგალითია მოყვანილი. ხოლო შემდგომ, მაცხოვარმა აკურთხა მარხვა თავისი ორმოცდღიანი მარხულობით უდაბნოში. წმიდა მოციქულთა საქმენიც ბევრ მაგალითს გვთავაზობს, თუ როგორ მკაცრად იცავდნენ მარხვას პირველი ქრისტიანები.
კითხვა: მაქვს სურვილი, წავიდე მონასტერში. გთხოვთ, მითხრათ, რა უნდა იცოდეს იქ წამსვლელმა და როგორია ბერის ცხოვრება?
პასუხი: მონასტერში წასვლის მსურველი მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. აუცილებელია, გაეცნოს საეკლესიო სწავლებებს, უნდა შეუთანხმდეთ მოძღვარს, რომელიც გაითვალისწინებს თქვენს სურვილებსა და სულიერ მდგომარეობას და მონასტერში გაგიშვებთ, სადაც თავს გამოცდით და მიხვდებით, შეძლებთ თუ არა წმიდა ტვირთის ტარებას.
კითხვა: გამიგია, რომ ავადმყოფობა ამა თუ იმ ცოდვისგან ჩნდება, მაგრამ წამალი ხომ ავადმყოფს ცოდვის აღმოფხვრისა და სინანულის გარეშე კურნავს. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ავადმყოფობა რომ მხოლოდ ცოდვის შედეგი იყოს, მაშინ წმიდანებს სნეულება არ მიეკარებოდათ. ავადმყოფობა შესაძლებელია, თვით ღირს მამებსაც მოევლინოთ, როგორც გამოცდა. მართალია, რომ ავადმყოფობა და სიკვდილი ჩვენს სამყაროში ცოდვის შედეგად შემოვიდა, მაგრამ იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ ავად იმიტომ გავხდი, რადგან ცოდვა ჩავიდინე, არასწორია. ესა თუ ის ავადმყოფობა რომ მონანიებით იკურნებოდეს, მაშინ ადამიანები ცოდვებს მოინანიებდნენ არა სულის ხსნისთვის, არამედ ავადმყოფობებისგან თავის დასახსნელად. უნდა გვახსოვდეს, რომ ავადმყოფობის ჟამს უფალს უნდა შევთხოვოთ განკურნება და ამავე დროს გონივრულად უნდა გამოვიყენოთ მედიცინის მიერ მოწვდილი საშუალებები.
კითხვა: რამდენად მიზანშეწონილია ძილისწინა ლოცვების ლოგინში წაკითხვა?
პასუხი: თუ ადამიანს არ აწუხებს ავადმყოფობა, ლოცვები ხატების წინაშე უნდა წაიკითხოს, ფეხზე მდგომმა. მაგრამ თუ მას ხორციელი უძლურება აწუხებს, მაშინ ლოცვების წაკითხვა მწოლიარე მდგომარეობაშიც შეუძლია.

скачать dle 11.3