კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როდის შეიძლება, წმიდა წერილმა ადამიანი შეაცდინოს და რატომ უნდა ამოწმებდნენ მშობლები შვილების სინდისს

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„საქმე წმიდა მოციქულთაში“ წერია: „ცისქვეშეთში უფრო აღმატებული სახელი არ არსებობს, როგორიც არის იესო ქრისტე. ვინც მის სახელს მოუხმობს, ცხონდება. სანამ ცოცხლები ხართ, მანამდე უსმინეთ თქვენს მეტოქეს, თქვენს სინდისს, რომელსაც ყოველთვის სხვა რამ სურს, ჩვენ კი – სხვა რამ“.  ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– როცა ეუბნები: უფალო, იესო ქრისტე, მიშველე, ვიღუპები, გადამარჩინე – მაშინვე ქრისტე გავლებს ხელს. შენ დაამთავრებ, მერე სხვას ეხმარება. ასე ამოჰყავს ადამიანები ჯოჯოხეთიდან. აქვე, დედამიწაზე იწყება სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. ურჯულოება ის არის, როდესაც შენ გგონია, კარგი ადამიანი ხარ და ამ დროს ფარისეველი და მწიგნობარი ხარ. შენ ბევრი მოგეცა და ბევრი მოგეკითხება. შენ თუ ამას არ იცავ და იქადნი: ამდენი სასწაული იყო, ამდენი რამ ხდებოდა, იესო ქრისტე გეტყვის: მე არ გიცნობ შენ. რაც იუდეველებს დაემართათ, იგივე დაემართება ბევრ მართლმადიდებელ ქართველს. მადლიერი ვიყოთ იმ მდგომარეობის, რომელშიც ვიმყოფებით. ნუ იყვედრებით, ნუ წუწუნებთ, ეს მდგომარეობა არ ესიამოვნება უფალს, რადგან ეს უმადური მდგომარეობაა.
– რით შეუძლია, ადამიანს ამ ყველაფრისგან განკურნება?
– ქრისტე მხოლოდ მოციქულებს კი არა, ჩვენ, ყველას გვეუბნება: როდემდე ვიქნები თქვენთან. ქრისტეს უნდა, რომ ჩვენთან იყოს, მაგრამ შენ არ გინდა, რომ მასთან იყო. როცა არ უჯერებ ქრისტეს, არ უჯერებ პავლეს, პეტრეს, არ უჯერებ მოძღვარს, რომელიც გეფერება, გირჩევს – შენთვის უკეთესი იქნება, შვილო, თუ ასე მოიქცევიო. თანამედროვე ქრისტიანების უმრავლესობა დღეს ამ მდგომარეობაშია და ქრისტე მათ ეუბნება: როდემდე ვიყო თქვენთან, ურწმუნო მოდგმავ. ყოველდღე აკეთებ იმას, რაც გინდა და ამ დროს, „მამაო ჩვენოში” ამბობ: „იყავნ ნება შენი”. ეს არის საშინელი ტყუილი, რადგან არ გვაქვს ლოცვა დამთავრებული და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვინდა. ამიტომაც არის ჩვენი ცხოვრება თავდაყირა. მერე მამაოს საყვედურობენ: რატომ ვარ ასე, ხომ დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები, რატომ არ ვიკურნები, რატომ არის დედაჩემი ასე, ჩემი შვილი... ადამიანები ამბობენ: დღეს სხვა დროა, ვერავის მიუშვერ მეორე ლოყას, რადგან გადაგივლიან. შენ რომ გაარტყამ, მერე აღარ გადაგივლიან? უფრო მეტად გადაგივლიან, რადგან როდესაც ბოროტებას ბოროტებით პასუხობ, ბოროტება ამით იკვებება და უფრო მეტად გადაგივლიან. როცა იესო ქრისტე დაინახავდა, რომ ჩხუბი გარდაუვალი იყო, გაერიდებოდა ხოლმე იქაურობას. როცა ხედავ, რომ შენი ცოლი განრისხებულია, ჩხუბობს, განერიდე, დაანებე თავი. შენი მეუღლე რომ მოვა ნასვამი, ნუ ეჩხუბები. რომ გამოფხიზლდება, მერე ჩაუტარე ლექცია სიფხიზლეზე, სიყვარულზე.
– ადამიანური ნება, სურვილები მუდმივად მიიდრიკება ვნებებისკენ, ცოდვისკენ.
– როცა ჩვენი გონება და სინდისი თანხვედრაშია, მაშინ ჩვენ ვასრულებთ უფლის ნებას. მაგრამ თუ სინდისი ერთს გეუბნება და გონება – მეორეს, ესე იგი, აქ რაღაც წინააღმდეგობას აქვს ადგილი და შესაბამისად, დაფიქრება გვმართებს. სინდისი ჩვენი კომპასია, რომელიც დაზიანებულია და ბოლომდე მასზე ნდობაც დაუშვებელია.
– რადგან შეიძლება, სინდისი საკუთარ თავზე მოვირგოთ?
– დიახ.  ჩვენი რუკა ეს წმიდა წერილია. თუმცა წმიდა წერილმაც შეიძლება, შეგვაცდინოს, რადგან ბევრი სექტა სწორედ მისი არასწორი ინტერპრეტაციით სარგებლობს. ამიტომ საჭიროა მოვიშველიოთ წმიდა მამები, რომლებიც განმარტავენ წმიდა სახარებას. ამ ყველაფრის დახმარებით უნდა შევამოწმოთ, რამდენად მამხილებელია ჩვენი სინდისი, რამდენად სწორად მოქმედებს ის ჩვენში. შეიძლება, ხალხს მოვწონვართ, ფარისევლებივით გარეგნულად კარგად გამოვიყურებით, ვლოცულობთ, მაგრამ ღვთის წინაშე თეთრად შეფეთქლილი საფლავები ვიყოთ. ამიტომ ღვთის წინაშე სინდისი უნდა შევამოწმო, რამდენად ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ, რამდენად კარგი მლოცველი ვარ, ჩემი ქადაგება და საქმე რამდენად შეესაბამება ერთმანეთს. უნდა შევამოწმოთ ჩვენი დამოკიდებულება მოყვასისადმი. ვექცევით  ისე, როგორც გვინდა, ჩვენ მოგვექცნენ? მაშინ, ცუდს არავისზე ვიტყოდით, არავის განვიკითხავდით. სინდისი რომ არ გვაწუხებს, ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში: ხელისუფლებას ხალხი არ აინტერესებს, ხალხს – ხელისუფლება და ორივეს ერთად – ქვეყანა. ცოტა დრო გვაქვს დედამიწაზე და სანამ ჩვენში სინდისი ცოცხალია, შევამოწმოთ. არავინ არაფერს რომ არ ვაკეთებთ, იმიტომ იმყოფება ჩვენი ქვეყანა მძიმე სიტუაციაში, იმიტომ არის დაბალი სულიერება. იმიტომ აღარ დადის ხალხი ეკლესიაში, რომ ხედავენ, სასულიერო პირი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ხალხი აღარ დადის ეკლესიაში, დაიღალა: სხვა იქადაგება, სხვა სრულდება. სიყვარული აღარ არის, სინდისისმიერ აღსარებას არავინ ამბობს. დაიღალა ჩამოწერილი ფურცლების მოტანით – გადახიე, ეზიარე. აუცილებლად უნდა აღდგეს სინდისისმიერი აღსარება, სინდისისმიერი ცოლქმრობა, მეგობრობა. როცა აღსარებაზე მივდივართ, სწორედ სინდისის მიხედვით უნდა ვთქვათ, რას ვაშავებთ უფლის წინაშე, შემდეგ მოყვასთან მიმართებაში და მზად არის აღსარება.  ვისაც ჰგონია, რომ სინდისი სუფთა აქვს და არ ცდება, სწორედ ის ცდება. სინდისი რომ წესრიგში გვქონოდა, ქრისტე აღარ მოვიდოდა. მაცხოვარი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ დაზიანებული ბუნება გვაქვს, ჩვენი სინდისი რომ უხარისხოა, იმიტომ მოგვიტანა გამოცხადებითი სჯული, რელიგია. ადამიანი როგორიც არის, ისეთი აქვს სინდისი. ეკლესია მისტიკური სხეულია ქრისტესი, ამ სოფელმა მაცხოვარი ჯვარზე გააკრა, არ მიიღო და ჩვენ რატომ მიგვიღებენ, რატომ გვიკვირს, რომ ეკლესიას ლანძღავენ და არ იღებენ.  ყოველთვის ასე იქნება და თუ გვინდა, რომ ვცხონდეთ, წინააღმდეგობაში უნდა ვიყოთ საკუთარ ბუნებასთან, ამ სოფელთან. თუ ტაშს დაგვიკრავენ, შეგვაქებენ, ეს უფრო ცუდი იქნება. როცა მშობელი არ ცხოვრობს სინდისისმიერად, ის შვილს ვერაფერს მოსთხოვს. ამიტომ საკუთარი შვილის სინდისი მუდმივად უნდა შევამოწმოთ, როგორც საკუთარი. როცა შვილების აღზრდა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა აღვზარდოთ.

скачать dle 11.3