№3 უკვდავი ჰომო-სოვეტიკუსი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ რათა ხუთი, მაშ რამდენი?!
მაშინ, როდესაც ლამისაა, მთელი დანარჩენი მსოფლიო იმას არკვევდა, როდის დაიწყებოდა ოფიციალურად მესამე მსოფლიო ომი და ითვლიდნენ, ბოლოს და ბოლოს, ვინ ვის უფრო მწარედ აწყენინა: აშშ-მა ირანს თუ პირიქით, ქართული, ანუ ჩვენებური ოპოზიცია ჩვეულ ამპლუაში იყო (და არის), ისევე, როგორც სრულიად ქართული პოლიტიკური სპექტრი. თუმცა ოპოზიცია ჩემს ძვირფას ყურადღებას იმ მარტივი მიზეზით იპყრობს, რომ მათ ფანტაზიას ვაკვირდები, რომელიც, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჰომო-სოვეტიკუსის წიაღსვლებს ვერ სცდება, რაც ფრიად ცუდია, იმიტომ რომ გამორიცხავს ჯანსაღ კრიტიკას, რაც განვითარების აუცილებელი პირობაა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, გასულ კვირას გაერთიანებულად წოდებულმა ოპოზიციამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა (რასაკვირველია, „ლეიბორისტების“ ოფისში), პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად, ეგრეთ წოდებული, „შავი სიები“ შეარჩია და, თუმცა სახელად „გაერთიანებული“ დაირქვეს, სია 5-კაციანი შექმნეს (იოლი მისახვედრია, რათა ხუთი). თან, ეს სიის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია, დანარჩენ ხუთკაციანებს გზადაგზა მიაყოლებენ (ანუ, მთავარია, იყოს ხუთი?!).
პირველი „ხუთკაციანის“ წევრობის სიმძიმე წილად ხვდათ: ვალერიანე ფილიშვილს (მოსამართლე), გიორგი არევაძეს (მოსამართლე), ვაჟა თოდუას (პროკურორი), კახა ბუხრაძეს (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძეს (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).
სიის დანიშნულებაა, გადასცემენ რა დასავლელ პარტნიორებს, ზემოჩამოთვლილებს სანქციები დაუწესონ. ნაკლებად სავარაუდოა, დასავლეთმა რამე სანქციებიც დააწესონ, მაგრამ ეჭვია, რომ ეს ცალკეულ პიროვნებებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმაა (თანამედროვენი რომ „ბულინგად“ უხმობენ).
მეორე მხრივ, „შავი სიების“ მუზის აღმძვრელი თითქოს დასავლეთია (არადა – თუ მაინცდამაინც, საქმის კეთება უნდათ, სეპარატისტების ლიდერების შავ-შავი სიები შეექმნათ), მაგრამ გუმანი მკარნახობს, რომ „ხუთკაციანები“ სწორედ საბჭოური ტვინის ნაჟურია, ამიტომ არც კი გამოვრიცხავ, რომ პარალელურად, „ტროიკების“ (უფრო ზუსტად, „პიატიორკების“) სიაც მოაყოლონ, რადგან, როგორც ჩანს, ჰომო-სოვეტიკუსი კაშჩეივით უკვდავია.