კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რა კოსმიური გამოცდები გველის 2020 წელს და რამდენად დაძაბული იქნება ქვეყნის შიდა თუ გარე პოლიტიკური არენა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  სამყარო გადაიღალა ნეგატიური მოვლენებისგან. ახალ წელს ყველას ახლის მოლოდინი აქვს და მომავალში მხოლოდ პოზიტივს და კარგ მოვლენებს ელოდება. თუმცა, მოლოდინი და სურვილი ერთია, რეალობა კი – მეორე. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, 2020 წელი მარტივი წელიწადი არ იქნება და ის როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, არაერთ სიახლეს  გვპირდება.
  მიხეილ ცაგარელი: 2020 წლის 25 იანვარს, ანუ პირველ ახალმთვარეობაზე, ყვითელი ფერის სტიქიის ტახი, ანუ ღორი, დაგვიქნევს ხელს, დაგვემშვიდობება და წლის ძალაუფლებას თეთრი (ვერცხლისფერი) ლითონის სტიქიის ვირთხა გადაიბარებს. სწორედ ის გახსნის კაცობრიობის ისტორიაში ახალ 12-წლიან განვითარების ეტაპს, ანუ, 2020 წელს განვითარებული მოვლენები და ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მივიღებთ, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე უახლოეს 12 წელიწადში. ნუმეროლოგიური პრინციპიდან გამომდინარე, თეთრი ვირთხის წელიწადს წარმოადგენს ორი ორიანი და ორი ნული (2020). ასეთი შეხამება კი მისტიკურად და ეპოქალურად ითვლება.
– ზოგადად, რამდენად წარმატებული წელი გველის და რას უნდა ველოდოთ თეთრი ვირთხის წელიწადში?
– ვირთხის წელიწადში წარმატების ფორმულა ასეთია: ინტელექტი+სიფრთხილე (ინტუიცია)+პრაგნატიზმი=წარმატებას. ვირთხა ყველასგან და ყველგან მოითხოვს სამართლიანობას. ხასიათით უკომპრომისოა, არ ელოდება იღბლის საჩუქრებს და ყველაფერს შრომისუნარიანობით, მიზანსწრაფვით, ინტუიციით, ნებისყოფით აღწევს. ვერ იტანს ზარმაცებს, პატივს სცემს ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, ოჯახის ინსტიტუტს. ცდილობს, რასაც იშოვის, თავის სახლში (ბუნაგში) მიიტანოს. ამიტომ, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი მას შემონახული აქვს სურსათ-სანოვაგე. ინტუიციით პირველი გრძნობს ხიფათს და პირველი გარბის იმ გარემოდან, რომელიც საფრთხის შემცველია. ზემოთ თქმული ადამიანებსაც ეხება და თუ იმავე თვისებებს გამოიჩენთ, მაშინ წარმატებული წელი გექნებათ.
– ასტროლოგიური გამოთვლითა და წინასწარმეტყველებით, როგორი წელი იქნება ფინანსური ინფლაციის თვალსაზრისით?
– 2020 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები უკვე იანვრიდან გახდება თვალშისაცემი. მმართველი ძალაუფლება ამ პერიოდში დაიწყებს პოზიციების დაკავებას, ხოლო ახალი ორიენტირების ძიება საკმაოდ რთული იქნება. თებერვლიდან შავი მთვარე (მაცდუნებელი ძალა) ცხრა თვით გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, რის გამოც ქვეყნის გარეთ და შიგნით მოიმატებს საბრძოლო განწყობა და აგრესიულობა. საერთო დაძაბულობა კი განსაკუთრებით გაძლიერდება წლის მეორე ნახევარში, როდესაც შავ მთვარეს ვერძის ზოდიაქოში შეუერთება ომის მმართველი პლანეტა – მარსი. პლანეტა ურანი კუროს ზოდიაქოში იანვრის დასაწყისიდან და აგვისტოს შუა რიცხვებამდე ნეგატიურ გავლენას მოახდენს არა მარტო ჩვენს, არამედ მსოფლიო საფინანსო სისტემაზე. ოქტომბრის ბოლოს, კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს შავი მთვარე (ლილიტი), დეკემბერში კი ის შეუერთდება ურანის პლანეტას, რამაც შესაძლოა, სერიოზული ფინანსური კატაკლიზმები გამოიწვიოს. თუმცა, მთლიანობაში, 2020 წლის მეორე ნახევარში, პლანეტების – სატურნის, იუპიტერისა და პლუტონის – შეერთება თხის ზოდიაქოში დაასტაბილურებს საერთო სიტუაციას, განსაკუთრებით წლის ბოლოს. ხოლო წელიწადის დასასრულს გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ისე სოციუმისთვის და განვითარების ახალი ეტაპიც დაიწყება. ეს მოვლენა 20 წელიწადში ერთხელ ხდება.  შავი მთვარე, 21 ოქტომბერს 9 თვით გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც დიდ სირთულეებს შეუქმნის საბანკო-ეკონომიკურ-საფინანსო სექტორებს. დეკემბერში კი მისი შეერთება ურანის პლანეტასთან, გამოიწვევს საბანკო-საფინანსო სისტემის სერიოზულ კრიზისს.
– რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს, რამდენად მღელვარე ან მშვიდი პერიოდი გველის ამ მხრივ?
–  6 მაისამდე მოხდება ძალთა გადანაცვლება, რომელიც არ იქნება სასარგებლო ფორმალური ძალაუფლებისთვის. იანვარში წინა პლანზე წამოიწევს ლოგიკური აზროვნება და კაცთმოყვარეობის პრინციპები, მოხდება ისტორიული გამოცდილების გადაფასება, სულიერ ფასეულობებზე დაყრდნობა. 6 მაისიდან კარმული კვანძები იცვლიან პოზიციას და უახლოესი წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკანა პლანზე გადაიწევს კონსერვატორული ფასეულობები და ისინი აღარ შეუშლიან ხელს განვითარებას, ანუ გამახვილდება თანასწორუფლებიანობა და არა ავტორიტეტის ტენდენცია. თითქმის მთელი წლის განმავლობაში დიდი კოსმიური მასწავლებელი, მუხრუჭი პლანეტა სატურნი იმყოფება თხის ზოდიაქოში. 23 მარტს ის მცირე ხნით, 2 ივლისამდე, საცდელად გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და ამით მეტად დააყენებს საკითხს პიროვნული და კოლექტიური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარების კუთხით. 2 ივლისს ის დაბრუნდება თხის რქის ზოდიაქოში, ხოლო 1 ოქტომბრიდან, გახდება რა დირექტიული (სწორმავალი), პოლიტიკური ძალების განლაგების მხრივ, ყველაფერს დაალაგებს და მოაწესრიგებს. 17 დეკემბრიდან ის საბოლოოდ გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში ორ-ნახევარი წლით. ამით მეტად გაამახვილებს ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კაცთმოყვარეობა. წლის ბოლომდე გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი, იმოძრავებს თხის რქის ზოდიაქოში და ამით ხელს შეუწყობს ახალი, საინტერესო ლიდერების გამოჩენას, რომლებიც მეტ პატივისცემას გამოავლენენ საკუთარი ქვეშევრდომების მიმართ, იანვარში კი, ის აიძულებს ზოგიერთ გავლენიან ფიგურას, დატოვოს თანამდებობა. ამასთანავე, ის ხელს შეუწყობს 19 დეკემბრიდან ახალი დამოუკიდებელი ლიდერების გამოჩენას, რომლებიც შემდგომ შეცვლიან დრომოჭმული სისტემით მართვას, ახალი განვითარებისთვის აუცილებელი მმართველობის სისტემით. შავი მთვარე (მაცდუნებელი ძალა – ლილიტი) 28 იანვრამდე იმყოფება თევზების ზოდიაქოში, რაც ხელს შეუწყობს რელიგიური ფანატიზმის, რელიგიურ კონფესიებში შიდა აღრევის ტენდენციების გაღვივებას, ღალატს. 28 იანვრიდან კი გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, სადაც გასტანს 21 ოქტომბრამდე და მაისამდე შეუერთდება ქირონის ასტეროიდს, რაც მეტად გააღვივებს ინტრიგებს, მოტყუებებს მოლაპარაკებებისას, აგრესიულ გამოვლინებებს. აგვისტოში შავი მთვარე შეუერთდება მარსის აგრესიულ ენერგიებს, ასეთმა კავშირმა კი შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნებს შორის, ასევე,  სამხედრო გადატრიალებები, კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება. 10 სექტემბერის შემდგომ უკანმოძრავი მარსი კვლავ შეხვდება შავ მთვარეს, რამაც შესაძლოა კვლავ ახალი ძალით გაამახვილოს აგრესია და კონფლიქტები. თეთრი მთვარე (მფარველი ანგელოზი – სელენა) 16 მაისამდე იმოძრავებს სასწორის ზოდიაქოში, რაც სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს სასამართლო ორგანოებში, გააღვივებს დიპლომატიურობას, ხელს შეუწყობს პატნიორულ ურთიერთობებს. 2020 წლის ძირითადი ნაწილი, შავი მთვარე (ვერძში) და თეთრი მთვარე (სასწორში), ურთიერთსაწინააღმდეგო საბრძოლო პოზიციებში არიან. თუმცა, ძალთა ბალანსი ცოტა შავი მთვარისკენ იხრება. 16 მაისს თეთრი მთვარე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში, რაც გასტანს 15 დეკემბრამდე და ამით მკაცრად გაილაშქრებს ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგ. დაჭერილი იქნებიან კრიმინალური ელემენტები და მათი ხელმძღვანელები. ხელი შეეწყობა სულიერების განვითარებას, ტურიზმსა და უცხოეთთან აქტიურ კონტაქტს. ზოგადად, ეს წელი ითხოვს კარდინალურ ცვლილებებსა და რეფორმებს ეკონომიკაში, საბანკო-საფინანსო სისტემებსა და სოფლის მეურნეობაში კი  განვითარების ახალი გზების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მთვარის დაბნელებების პერიოდში – 10 იანვარს, 5 ივნისს, 30 ნოემბერს, 14 დეკემბერს და მზის დაბნელების დროს – 21 ივნისს, 5 ივლისს. ამ პერიოდში მოერიდეთ, ასევე, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას. მაღალია ცდუნებების, შეცდომების დაშვების, კონფლიქტების, ტრავმულობის, ავარიულობის ალბათობა. რაც მთავარია, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

скачать dle 11.3