კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მსოფლიოს ქვეყნების უცნაური საახალწლო ტრადიციები

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ახალი წელი ტრადიციებთან ასოცირდება. ამ დღესასწაულს ყველგან ზეიმობენ, თუმცა სხვადასხვანაირად. ზოგ ქვეყანას საკმაოდ სახალისო, ზოგს სახიფათო, ზოგსაც კი განსაკუთრებით საინტერესო ტრადიცია აქვს.
  მაგალითად, დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს. მეგობრები ერთმანეთს სახლის შესასვლელ კართან ძველ საჭმელს უყრიან. ეს მათი ტრადიციის ნაწილია და არავის უკვირს, როდესაც სახლის წინ ბევრი გამოუსადეგარი საჭმელი ხვდება.
  იქ ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან – რომელთაც ნაძვისხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ – ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვისხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.
სამხრეთ ამერიკაში ახალი წლის ღამეს ადამიანები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ წითელს ჩაიცვამ, აუცილებლად გაგიმართლებს სიყვარულში, ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი კი – ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას მოგიტანს.
  გერმანელები და ავსტრიელები ახალ წელს ზედმიწევნით იცავენ, ეგრეთ წოდებულ, „ტყვიის ჩამოსხმის“ ტრადიციას, რომელსაც მათი  რწმენით, წინასწარმეტყველების ფუნქცია აქვს. ისინი ტყვიის ნაჭერს ადნობენ და წყლით სავსე ჭურჭელში ასხამენ. შემდეგ კი იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაციებული ტყვია, დაადგენენ, რა მოხდება შემდეგ წელს. თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო, ეს ბედნიერ და კარგ წელს პროგნოზირებს, თუ ღუზის ფორმა – გასაჭირს, ხოლო თუ ტყვიისგან ჯვრის ფორმა გამოისახა – სიკვდილს.
  პერუში ახალ წელს მეგობრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან, ხოლო ამის შემდეგ ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას და სამუდამოდ ივიწყებენ ძველ წყენას.
პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელიც ტირიფის წნელს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.
  ძველად ირანში ახალი წლის დღეს ხდებოდა შაჰის აწონვა. თუ შაჰი წინა წელთან შედარებით „დამძიმებული“ იყო, ამას მთელი ქვეყანა ზეიმობდა. ვინაიდან მათ სწამდათ, რომ დამდეგი წელი უფრო ნაყოფიერი და ბარაქიანი იქნებოდა. მაგრამ თუ შაჰი წონაში იყო მოკლებული, მაშინ ირანელთა რწმენით, უიღბლო და მოუსავლიანი წელიწადი იყო მოსალოდნელი. ამიტომ წლის ბოლოს შაჰი საგანგებო რეჟიმზე — გაძლიერებულ კვებაზე გადაჰყავდათ.
ბელგიაში არც ერთ ფერმერს არ ავიწყდება, რომ ძროხებს ბედნიერი ახალი წელი უსურვოს. ბელგიელი კოლეგების მსგავსად, რუმინელი ფერმერებიც ცდილობენ, ახალ წელს აუცილებლად ჰქონდეთ ურთიერთობა ფერმის ბინადრებთან. მათი აზრით, ეს ბედნიერი მომავალი წლის საწინდარია.
არგენტინა – ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებებია განლაგებული, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.
  ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.
საბერძნეთი – ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით მძიმე იყოს“.
  ბოლივიაში  სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომისთანავე სასწრაფოდ გამოიცვლიან ტრუსებს, უკეთესი წელი ექნებათ.
ირლანდიელები ახალ წელს სახლის კედლებს პურს ესვრიან. მათი აზრით, პურს აქვს ძალა, რომელიც ბოროტ სულებს დააფრთხობს.
შოტლანდია – ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12-ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის ნიშანია.
  იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს... მათ მიაჩნიათ, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ ახალი წელი.
  ესპანეთში ყურძენი ხვავისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ამიტომ, ტრადიციის თანახმად, ახალი წლის ღამეს ესპანეთში საათის ყოველი დარტყმისას თითო ყურძნის მარცვალს მიირთმევენ, თან, სურვილსაც ჩაუთქვამენ.
  ჩინეთში ახალი წელი ღარიბების დღესასწაულად ცხადდება. ძველი ტრადიციის მიხედვით, ღარიბებს ამ დღეს შეეძლოთ ნებისმიერ ყველაზე მდიდრულ სახლშიც კი შესულიყვნენ და ამოერჩიათ ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
  დედოფალ კრისტინას ბრძანების თანახმად, ფინეთის ქალაქ ტურკუში 1640 წლიდან ახალ წელს არა ღამის 12 საათზე, არამედ შუადღის 12 საათზე ხვდებიან. ქალაქის მაცხოვრებლებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ აკეთებენ ამას, თუმცა ტრადიციას არ ღალატობენ და ახალი წლის მობრძანებას დღისით აღნიშნავენ.
  ვიეტნამელთა რწმენით, ღმერთები, რომლებიც ყველა სახლში ცხოვრობენ, ახალი წლის ღამით ზეცაში მიფრინავენ და ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარა ძველი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელებს სჯეროდათ, რომ ღმერთი თევზის ზურგზე იჯდა და დაცურავდა. ეს რწმენა ადგილობრივთა მცირე ნაწილს ისევ შემორჩა. ისინი ბაზარში ცოცხალ თევზებს ყიდულობენ და მდინარეში უშვებენ.

скачать dle 11.3