კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როდის ედგა თავზე ბადრაგივით დეა აფციაური ქმარს და ცოლის რა სტერეოტიპის დამსხვრევას აპირებს ოთო აბესაძე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ოთო აბესაძე და დეა აფციაური მალე მშობლები გახდებიან. წყვილი გოგონას აპრილში ელოდება. ოთოს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და როგორც თავად ამბობს, მეორე გოგოს მამობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მათი სიყვარულის ისტორია განსხვავებული და ორიგინალურია – წყვილმა ციხეში იქორწინა.  რა ეტაპზეა მათი ურთიერთობა და როგორი საახალწლო განწყობა აქვთ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  დეა აფციაური: ახლა ძალიან კარგი პერიოდი გვაქვს – აპრილში პატარა გოგონას ველოდებით. ძალიან მარტივად შევჯერდით სახელზე, თუმცა საჯაროდ თქმა ჯერ არ გვსურს. რაც შეეხება ჩემს ფეხმძიმობას, მქონდა ტოქსიკოზი, მაგრამ მსუბუქი ფორმით. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვიცოდი, როგორ გავუმკლავდებოდი ამ პერიოდს, რადგან ჩემთვის პირველი ორსულობაა. ჯერჯერობით მშვენივრად მიდის ყველაფერი და მსუბუქად მივიწევ წინ – მხოლოდ ხუთი კილოგრამი მოვიმატე.
  ოთო აბესაძე: გულწრფელად გეუბნებით, რომ დეა არის ბრწყინვალე ორსული. ზედმეტი პრეტენზიების გარეშე აქვს იდეალური მადა. დღემდე ერთადერთი სურვილი ჰქონდა – ფიჭვის საღეჭი რეზინა მოუნდა. მეც ყველაფერს ვუსრულებ და არც ყოფილა შემთხვევა, რამე მოენდომებინა და არ ჰქონოდა. სხვა მხრივ – ისედაც აქტიური ხომ იყო, მაგრამ ახლა ორმაგად აქტიური გახდა: ექვსი თვის ფეხმძიმე ნებისმიერ საქმეზე დარბის, ფანტასტიკური მძღოლია და ასე შემდეგ. ორსული ქალი ხომ ისედაც ლამაზია, მაგრამ დეა ამ მდგომარეობაში სულ სხვანაირად გალამაზდა.
– ოთო, პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი გყავს. რა შეგრძნებაა მეორე გოგონას მამა რომ ხდები და  „ბიჭი მინდას“ მომენტი ხომ არ გქონია?
– დიახ, ცხრა წლის ნინი მყავს და ორი გოგოს მამობა დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე, მაგარი შეგრძნება. არასოდეს მქონია ისეთი დამოკიდებულება, რომ აუცილებლად ბიჭი უნდა მყოლოდა. თან,  „მინდა“ ასეც არაა. შვილი არის უფლის საჩუქარი და როგორ შეიძლება, მასზე რამის თქმა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ბევრად უფრო მინდოდა, გოგონა მყოლოდა, ვიდრე ბიჭი. დარწმუნებული ვარ, კიდევ მეყოლება შვილები და მინდა, რომ ისევ გოგოები იყვნენ, რადგან ჩემი ცოლი ბევრ გოგოში განმეორდეს. რაც მეტი გოგო მეყოლება, მით მეტი დეას მსგავსი ლამაზი გოგონა იქნება ჩემს ცხოვრებაში.
–  უკვე დაიწყეთ „შოპინგი“ ბავშვის ნივთებზე?
დეა: ამ საკითხში ოთო არის ჩემზე აქტიური, რაც ძალიან მახარებს.  ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ მამის ჩართულობა შვილის ცხოვრებაში  მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილი ჯერ არ დაბადებულა, თუმცა ოთოს ნინისთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე,  მქონდა რაღაც წარმოდგენა, როგორი მამა იქნებოდა. მინდა, გითხრათ, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ალბათ, მზრუნველი ყველა მამაა და ყველას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა და პროცესში ჩართულობაა  მნიშვნელოვანი, რაც ოთოს იდეალურად გამოსდის. როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, იქიდან მოყოლებული ნებისმიერ წვრილმან დეტალშიც კი ჩართულია.
– ბევრი სირთულე გადალახეთ და ახლა რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– იმ რთული პერიოდის შემდეგ, ახლა შედარებით დალაგებულები ვართ და კარგად ვგრძნობთ თავს. ჯერ კიდევ არის რაღაცები დასალაგებელი, თუმცა ორივე ოპტიმისტურად ვუყურებთ ცხოვრებას და ვიცით, რომ ყველაფერს კიდევ უფრო წინ წავწევთ.
– რთულმა პერიოდებმა თქვენი გრძნობა გააძლიერა?
– კი, რა თქმა უნდა. სულ ვამბობ, როცა ცხოვრებაში რაღაც ხდება, მერე სხვა ვარიანტს ვარაუდის დონეზე განიხილავ: ასე რომ ყოფილიყო, ასე რომ არ მომხდარიყო და ასე შემდეგ. ჩვენს  შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მოხდა. ყოველდღე იცვლება და იზრდება ჩემი გრძნობა ოთოს მიმართ.
  ოთო: რაც ცუდი მოხდა, ამან ძალიან ბევრი კარგი რამ გამოიწვია, იმაზე მეტად კარგი, ვიდრე ჩემს დაჭერამდე იყო. ვგულისხმობ რას: პირადი ურთიერთობები უფრო მჭიდროა და მეორე – კარიერის მხრივ გვაქვს წარმატებები, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დეა არის ერთ-ერთი მსხვილი საავიაციო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი და მეც მაქვს კარიერული წინსვლები.
– იყო ეს ყველაფერი გამოცდა თქვენი გრძნობისთვის?
  დეა: ჩვენ ისე ვიყავით ერთმანეთთან, რომ სხვანაირად ვერც წარმომედგინა ჩვენი ერთად ყოფნა, გრძნობა და დამოკიდებულება. მაინც მგონია, რომ უნდა გაგვევლო ეს გზა, თუმცა, ამ რთული „გამოცდის“ ჩაუბარებლადაც დარწმუნებულები ვიქნებოდით ერთმანეთის სიყვარულში. უბრალოდ, ამ ექვსმა თვემ უკეთ გაგვაცნო ერთმანეთი.  
– ოთო, დეას რამდენად ხშირად უკეთებ სიურპრიზებს?
  ოთო: ბანალური რაღაცები არ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, კონკრეტული რამ დეასთვის აღმოჩენა იყოს. ახლა, მაგალითად, მინდა, მის თვალში დავამსხვრიო ის სტერეოტიპი, რომ ბავშვის მოვლა, გაზრდა-განვითარება მხოლოდ დედის მოვალეობაა. ამიტომ ვურჩევ, რომელი ტიპის ტანისამოსი უნდა ჩაიცვას ბავშვმა, როგორი ეტლი ჯობს და ასე შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ სიურპირზს – დეას ბედნიერებებსა და გახარებებს, ეს ხდება ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს: პატარა საჩუქრით, წერილით, პოსტით, სიტყვით... ჩემთვის კი  ბედნიერებაა ის, რომ ყოველდღე, ძილის წინ მის გემრიელ თვალებს ვკოცნი და ტკბილ ძილს ვუსურვებ.
– შობა-ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე?
– წელს ცოტა განსხვავებულად შევხვდით. მეგობრები და ნათესავები შევიკრიბეთ  და ბაკურიანში წავედით. სხვათა შორის ჩვენთვის პირველი ახალი წელია, როცა სახლში არ შევხვდით. რაც შეეხება შობას, ძალიან გვინდა, ილია მეორესთან ერთად შევხდეთ საპატრიარქოში. უწმიდესის ხშირი სტუმრები ვართ ხოლმე და გვსურს, რომ ახლაც მისი ლოცვა-კურთხევა მივიღოთ.
  დეა: ჩემთვის საახალწლო სამზადისი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავარი საჩუქარი ჩვენი შვილია, იმდენად გადართულები ვართ ამ საკითხზე, სახლში ნაძვისხეც კი ვერ განვაახლეთ, თუმცა, აქედანვე ვგეგმავთ, რომ მომდევნო წელს, როცა ჩვენი პატარა უკვე ჩვენთან იქნება, ყველაფერს  საოცრად მოვრთავთ.
– ოთო, როგორც სოციალურ ქსელში დაწერე, დეამ დიდი წვლილი შეიტანა შენს კარიერაში. რას გულისხმობდი?
  ოთო: ეს მართლა საოცარი ისტორიაა. დეა მედგა თავზე „ბადრაგივით“ და მაწერინებდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს. მერე თავად აგზავნიდა ჩემს მონაცემებს უცხოეთში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამ ყოველივეს საფუძველზე გახლავართ ახლა ევროპის ერთ-ერთი უნივერსიტეტის – გერმანიაში არსებული ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი და რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. რაც შეეხება საქართველოს, ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი ვარ.

скачать dle 11.3