№2 ბრძნული აზრები
ტვენი: ჩვენი პრობლემების მიზეზი ის კი არ არის, რომ რაღაც არ ვიცით, არამედ ის, რაშიც დარწმუნებულები და შეცდომაში შეყვანილები ვართ.
დალაი ლამა: როდესაც ღრმად ვართ დაჭრილი, იარებს მანამ ვერ მოვიშუშებთ, სანამ არ ვაპატიებთ. პატიება არ ცვლის წარსულს, მაგრამ გზას უხსნის მომავალს.
ლაო ძი: თუ მუდამ სიმართლეს ამბობთ, არაფრის დამახსოვრება არ დაგჭირდებათ.
რუმი: ადამიანი, რომელიც არ კითხულობს, არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს იმასთან შედარებით, ვისაც კითხვა არ შეუძლია.
ვოვენარგი: დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან.
ოშო: გულს არ იზიდავს ზედმეტი სიფრთხილე.
კიოსაკი: თქვენი ამბები მიზეზია, ხოლო გარემო პირობები – შედეგი.
აინშტაინი: მეშინია იმ დღის, როდესაც ტექნიკა ადამიანების ურთიერთობებს გადაწონის. მსოფლიოს იდიოტების თაობა ეყოლება.
მონტენი: ადამიანის ელეგანტურობის გასაღები არის საკუთარი ემოციების კონტროლი.
გოეთე: გონება, რომელიც ერთხელ მაინც გააფართოებს საკუთარ საზღვრებს, ძველს არასოდეს დაუბრუნდება.
ვოლტერი: ადამიანები, რომლებიც დამარცხებას თავს არიდებენ, თანდათან წარმატებასაც შორდებიან.
ბალზაკი: სიმართლე მწარე წამალია – არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს.
კონფუცი: სიკეთეს უნდა უპასუხო სიკეთით, ბოროტებას კი – სამართლიანობით.
დემოკრიტე: დიდი საქმეა მოვალეობის ერთგული იყო უბედურების ჟამს.
პავეზე: მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს, რომ ვნებებს აჰყოლიხარ.
შანელი: თუ ქმარი მიზეზის გარეშე ჩუქნის ცოლს ყვავილებს, ესე იგი, მიზეზი არსებობს.
კამიუ: ქალები ბავშვებს ჰგვანან, უყვართ „არას“ თქმა, მამაკაცებიც ბავშვებს ჰგვანან, ამას სერიოზულად იღებენ.