კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ჩემს პირად ცხოვრებაში ბევრი ჩაერია, მაგრამ ბედობა დღეს შექმნილი ოჯახი ვერ დამინგრიეს

  ჩემი და ჩემი ქმრის სიყვარულის ისტორია, ზღაპარს ჰგავს. იმ დროს, როცა ერთმანეთი გავიცანით, ორივეს სასწაულად დეპრესიული პერიოდი გვედგა. ალბათ, სადღაც მაღლა გადაწყდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით და თან, სწორედ, იმ მომენტში, როცა ეს ძალიან გვჭირდებოდა. ერთი წლის წინ, ბარბარობა დღეს, 17 დეკემბერს, უცნაურ ხასიათზე გავიღვიძე. ჩავიცვი, დავიხურე და ქუჩაში სასეირნოდ გავედი. პირველ ქმართან ნაჩხუბარი ვიყავი და საშინელი დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა მიწევდა. ჩემი მშობლებიც კი მე მადანაშაულებდნენ. მეუბნებოდნენ: ადრე იყო შენი გათხოვება, ის ბიჭიც გააუბედურე და შენი თავიც. ახლა ნება იბოძე და იცხოვრე მის გვერდით ისე, როგორც მას უნდაო. საშინელი ეჭვიანი და მომთხოვნი იყო. მის გვერდით ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, არ შევრიგებოდი და მასთან აღარ დავბრუნებულიყავი. მერჩივნა, ისევ მშობლების წუწუნი და ჩხუბი ამეტანა. მთელი ერთი თვე, რაც მისგან წამოვედი, არ გამიღიმია, არც გარეთ გავსულვარ, გულჩათხრობილი ვიჯექი სახლში. ბარბარობა დღეს კი უცნაურად ბედნიერმა გავიღვიძე, შინაგანად ვგრძნობდი, რაღაც ახალი და სასიამოვნო უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სასეირნოდ გასულმა, მზესუმზირა ვიყიდე და ალექსანდროვის ბაღში, სკამზე ჩამოვჯექი. ბიჭს, რომელიც იქვე ტელეფონზე საუბრობდა, გაუთვითცნობერებლად მზესუმზირა შევთავაზე და არც კი შემოუხედავს ლაპარაკში გართულს, ისე გამომართვა და დაიწყო ჭამა. დაძაბულად ესაუბრებოდა გოგოს, სთხოვდა თავი დამანებე, არ შემიძლია შენი პატიება, აღარ მიყვარხარ და თავს მიხედეო. ფაქტი იყო, სიყვარულს ეხებოდა საქმე. ტელეფონი რომ გათიშა, მერე გამომხედა და მადლობა გადამიხადა მზესუმზირისთვის. თან, გამიღიმა და მითხრა: ისე ვიყავი ლაპარაკში გართული, არც კი მიმიქცევია ყურადღება, რას მაწვდიდით, ინსტინქტურად გამოგართვით და დავიწყე ჭამაო. მეც გავუღიმე, არაფერი მითქვამს. თავადვე გამოიჩინა ინიციატივა და გამომელაპარაკა. მითხრა: ალბათ, მოისმინეთ რაზეც ვსაუბრობდი. ეს ქალები რა ხართ, ცხოვრება გამიმწარა ჩემმა ყოფილმა ცოლმა, არ მინდა მასთან დაბრუნება. ჩემმა მშობლებმაც მას აუბეს მხარი, შეურიგდიო და აღარ ვიცი, რა გავაკეთოო. სიცილი ამიტყდა. გაოცებულმა შემომხედა. სახეზე ეწერა – რა გაცინებსო. ვუთხარი: მეც ზუსტად მაგ დღეში ვარ, არ მინდა ჩემი ყოფილი ქმრის დანახვა და არ მეშვება, ჩემებიც მის მხარეს არიან-მეთქი. იმასაც გაეცინა. ლაპარაკში მივხვდით, რომ ჩვენი გაცნობა ბარბარობა დღეს დაემთხვა და ყავაზე დამპატიჟა. დიდხანს ვისხედით კაფეში და ვსაუბრობდით. ასე მეგონა, დიდი ხნის მეგობართან ვიჯექი, ისე გადავუშალე გული და ვენდე, ყველაფერი მოვუყევი და მანაც მომიყვა. მოკლედ, ამ დღის მერე, ყოველდღე ვხვდებოდით და ერთმანეთს წამებს და წუთებს ვუფერადებდით. ჩვენმა ერთნაირმა ამბავმა იმდენად დაგვაახლოვა, იმდენი საერთო გამოვნახეთ, რომ მივხვდით, გადასარევად ვეწყობოდით და ვუგებდით ერთმანეთს და დავგეგმეთ, აღარ გადაგვედო, ცხოვრება ორივეს ახლიდან 2 იანვარს, ბედობა დღეს დაგვეწყო. რასაკვირველია, ასეც მოვიქეცით... მაგრამ მშობლები დღემდე არ გველაპარაკებიან, ნათესავებიც გვსაყვედურობენ: ცუდად მოიქეცით, ასე სწრაფად შექმნილი ოჯახი ისევ დაგენგრევათ და ვაის გავექეცი, უის შევეყარე დაგემართებათო. პარალელურად, ყოფილი მეუღლეების წნეხის ქვეშ ვართ. ხან ერთი გვირეკავს და ხან – მეორე, გვლანძღავენ, გვაგინებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩვენ კი იმდენად კარგად ვგრძნობთ ერთმანეთის გვერდით თავს, არც ვუსმენთ. ვიცინით ხოლმე: ერთმანეთი ბარბარობას გავიცანით, ოჯახი ბედობა დღეს შევქმენით და ახლა ვინ უნდა ჩადგეს ჩვენ შორის, რომ დაგვაშოროს, ჩვენი ბედი ზეცაში გადაწყდა. ფაქტია, თუ ორ ადამიანს შორის დიდი სიყვარულია, კარგად ეწყობიან და უგებენ ერთმანეთს, მათ შორის მესამე ვერ ჩადგება, რა თქმა უნდა, თუ ეს ორი მაგრად დადგება და ნეგატივს არ გაიკარებს. ჩვენც ასე ვიქცევით და მჯერა, ბედობა დღეს შექმნილ სიყვარულის ბუდეს ვერავინ დაგვინგრევს.
ნიაკო, 25 წლის.
скачать dle 11.3