კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონაში ასაკობრივი ლაქები გამიჩნდა. როგორ დავფარო ისინი კოსმეტიკის საშუალებით?
პასუხი: კანზე ლაქების დასაფარ-შესანიღბად კორექტორი გამოგადგებათ. ის გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანებების დასაფარავად. ზოგადად, კორექტორი ჰგავს ტონალურს, თუმცა უფრო სქელი ტექსურისაა და სხვადასხვა პიგმენტის დასამალად გამოიყენება. ისევე როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი. კორექტორი ბაზის შემდეგ, ტონალურამდე უნდა წაისვათ. რაც შეეხება სტუქტურას: თხევადი კარგია ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის; ადვილად ნაწილდება და გამოგადგებათ სხვადასხვა სიწითლის დასაფარად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი კარგია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაიფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირის და ტუჩის გარშემო. კრემოვანი გამოიყენება ნორმალური, კომბინირებული, სენსიტიური ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარავად.
კითხვა: ყოველდღიურად ვხმარობ მუქი წითელი ფერის პომადას. ცივ პერიოდში, ტუჩის კანი მისკდება და მასზე გადასმული წითელი ფერის საცხი საშინელი შესახედია. ხომ არ არსებობს რაიმე საშუალება, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო და ჩემი საყვარელი პომადაც წლის ნებისმიერ სეზონზე თამამად ვიხმარო?
პასუხი: ცივ სეზონზე აუცილებელია ტუჩის შესაბამისად დატენიანება. ტუჩებზე არ უნდა გქონდეთ ბზარები, სიმშრალე ან სისხლიანი წინწკლები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მუქი ფერის ტუჩის საცხს ხმარობთ და მით უმეტეს, ზამთარში. გირჩევთ, გამოიყენოთ რბილი და თხელი ტუჩსაცხი.
скачать dle 11.3