კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რა შეცდომებს ვუშვებთ მაკიაჟის გაკეთებისას და რა მასალის ფუნჯები უნდა გამოვიყენოთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  რთულია, უძილო ღამისა და სტრესის ფონზე კარგად გამოიყურებოდე. მაგრამ, თუ ამ ყველაფერთან ერთად მაკიაჟსაც არასწორად იკეთებთ, ეს თქვენს სახეს კიდევ უფრო დაღლილს გამოაჩენს. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს, რა შეცდომებს უშვებთ მაკიაჟის გაკეთების დროს და რა გამოასწოროთ და გაითვალისწინოთ.
  1. არასდროს წაისვათ ტონალური კრემი მშრალ კანზე. მანამდე აუცილებელია, დაბანილ და სუფთა სახის კანზე დამატენიანებელი კრემი გადაისვათ. მშრალ კანზე მაკიაჟის წასმა მას უფრო გამომშრალ იერს აძლევს, სახეს კი, დაღლილს აჩენს;
  2. სახეზე არ უნდა იხმაროთ მხოლოდ ერთფეროვანი ტონი. სხვადასხვა ტონით ნაკვთების გამოკვეთა დაგეხმარებათ უფრო ფხიზელი და ნათელი ჩანდეთ. სჯობს, ოდნავ მაინც გამოკვეთოთ წარბები, თვალები, ლოყები და ტუჩები;
  3. თვალის ქვეშ არასწორად შერჩეული ფერის კორექტორის წასმა საშინელ ეფექტს იძლევა. მიუხედავად იმისა, რა ფერის კორექტორს წაისვამთ – ძალიან მუქს თუ ძალიან ღიას, თუ თქვენთვის შეუფერებელია, უფრო დაღლილს გამოგაჩენთ. მაკიაჟი აუცილებლად კარგ განათებაზე უნდა გაიკეთოთ, სასურველია, ბუნებრივ შუქზე. ხოლო, თუ ახალ პროდუქტს ტესტავთ, სხვადასხვა განათებაზე დააკვირდით, როგორ „ზის“ ის თქვენს კანზე;
  4. თუ მუქ ჩრდილებს ხმარობთ, თვალის ბაზისის გამოყენება აუცილებელი კომპონენტია, რათა ფერი არ გაიდღაბნოს და ქვემოთ არ ჩამოვიდეს. სავალდებულოა წყალგამძლე ტუშის ხმარებაც;
  5. მოერიდეთ სახეზე ზედმეტი პუდრის გადასმას. მშრალი კანის ეფექტი უფრო დაღლილს გაჩენთ, ასე რომ, ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ გამჭვირვალე პუდრი, რომელიც ბზინვარებას მოგაშორებთ და სახეზეც კარგად გადანაწილდება;
  6. გაითვალისწინეთ, რომ ოქროსფერი თვალის ფანქარი ღია კანის ტონალობის ადამიანებზე დაღლილობის ეფექტს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს ვერცხლისფერს, თბილი ტონალობის ადამიანებზე. სანამ თვალის ფანქარს შეარჩევთ, აუცილებლად გაარკვიეთ თქვენი კანის ტონალობა;
  7. მიუხედავად თქვენი კანის ფერისა, თუ მაკიაჟის უმეტესი ნაწილი ნაცრისფერ ტონებს შეიცავს, გირჩევთ დროზე შეცვალოთ ტაქტიკა. ნაცრისფერი ტონები ხელს უწყობს სახის ფერმკრთალი ადგილების წინ წამოწევას, რაც ძალიან დაღლილსა და დაბერებულს გაჩენთ;
  8. ქვედა წამწამებზე ტუშის ხმარება ავტომატურად კვეთს მუქ წრეებს თვალების ქვეშ. ამიტომ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით. თუ ძალიან გინდათ ქვედა წამწამების გამოკვეთაც, გამჭვირვალე ტუში შეიძინეთ და ის გამოიყენეთ.
  ზოგადად, ფუნჯი, რომელსაც მაკიაჟის დროს ხმარობთ, ბუნებრივი ან სინთეტიკური მასალისგან მზადდება. არჩევანი დიდია, მაგრამ სწორი არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ, წინასწარ გაარკვიეთ, რომელი გამოგადგებათ და რომელს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. ბუნებრივი მასალის ფუნჯები კარგია მშრალი, ფხვიერი  პროდუქტების, მაგალითად, თვალის ჩრდილის, რუჯის, იგივე რუმიანას და სახის პუდრის წასასმელად. თმის სირბილე სასურველი პროდუქტის უფრო ბუნებრივ,  კარგ გადანაწილებას უწყობს ხელს. სინთეტიკური მასალის ფუნჯები კი უკეთესია კრემოვანი პროდუქტების გამოყენების დროს, მაგალითად, როგორებიცაა: კონსილერი, კორექტორი, ტონალური, ტუჩსაცხი და ასე შემდეგ. ბუნებრივისგან განსხვავებით, სინთეტიკური უფრო უხეშია, ამიტომ კრემოვანი პროდუქტების უფრო ზუსტ და აკურატულ წასმაში დაგეხმარებათ.
скачать dle 11.3