№2 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 11 ოქტომბერს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, დიზაინი, არქიტექტურა, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოხელოვნება ან ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა-ტელემექანიკა, სატრანსპორტო, სატელეფონო, საკომუნიკაციო სფეროები ან ბიზნესი, გაზის ინდუსტრიის ბიზნესი. ურთიერთობა კი კარგია ისეთ ნიშნებთან, როგორებიცაა: ქალწული, ტყუპები, ლომი, ვერძი და მერწყული. ფრთხილად იყავით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.