კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ ბეჭდავდნენ თბილისში ბერიას ბრძანებით ყალბ უცხოურ ვალუტას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას რომ უსაზღვრო ფანტაზიის უნარი ჰქონდა და სიახლეებს ძალიან სწრაფად და ენერგიულად ნერგავდა, ამაზე მისი წარმატებული საქმეები მეტყველებს... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი კრუჟკო წერს: „სტალინმა ტყუილად არ გადაანაცვლა ლავრენტი ბერია საქართველოს ცეკას პირველი მდივნობიდან საკავშირო „ენკავედეს“ შეფად. ბერია ძალიან წარმატებული მეურნე-ხელმძღვანელი გახლდათ და საბჭოთა ბელადი გულწრფელად გაოცებული იყო თავისი თანამემამულის ასეთი თავბრუდამხვევი წარმატებებით. სტალინმა მხოლოდ ბერიაში დაინახა ის შეუცვლელი ადამიანი, ვინც ღირსეულად ჩაუდგებოდა სათავეში საბჭოთა სპეცსამსახურებს. ეს უწყება კი მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს ყველაზე მეტად სჭირდებოდა სტალინს. დიდი ომი გარდაუვალი იყო და ბელადი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა უშიშროების სამსახურს. საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი პავლე ფიტინი ყვებოდა: „ბერია „ენკავედეს“ ხელმძღვანელად 1938 წლის მიწურულს დაინიშნა  და პირველივე შეხვედრიდან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ის გამოირჩეოდა ფართო ერუდიციით, ღრმა ანალიტიკური აზროვნებითა და უწყებაში ისეთი სიახლეები დანერგა, რაზეც ადრე არც კი გვიფიქრია. დღიდან დანიშვნისა, სწორედ, ბერიამ განუსაზღვრა კონკრეტულად ჩემს განყოფილებას (საგარეო დაზვერვას) სამი ძირითადი მიმართულება: 1. ფაშისტური გერმანია; 2. ფაშისტური იტალია; 3. იმპერიალისტური ბრიტანეთი. ოდნავ მოგვიანებით სამეულს  იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები დაემატა. ბერიას მითითებით გავაძლიერეთ ჩვენი აგენტურული მუშაობა, პირველ რიგში, ფაშისტურ გერმანიაში – იქ ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული მზვერავები იგზავნებოდნენ. გაიზარდა აგენტურა იტალიასა და ბრიტანეთში. ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი პერსონების გადაბირების ღონისძიებები და ამ ქვეყნებში უამრავი ძვირფასი წყარო გაგვიჩნდა“.
საზღვარგარეთ გადაბარგების ღონისძიება, ისევე როგორც იქ არალეგალური აგენტურის შენახვა, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ბერიამ აქაც ინოვაციური გადაწყეტილება მიიღო – გადაწყდა, რომ დაწყებულიყო ყალბი ვალუტის – გერმანული მარკების, იტალიური ლირებისა და ბრიტანული გირვანქა სტერლინგების – წარმოება. ამით ბერია ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერდა. პირველი – ამ გზით ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდა  საბჭოთა აგენტურული ქსელი ევროპაში. მეორე – მტრული ქვეყნების ეკონომიკაში შერეული ყალბი ფული ზიანს მიაყენებდა მათ და ეს ხელს აძლევდა საბჭოთა კავშირს. პავლე ფიტინი იხსენებდა: „ბერიამ რომ ყალბი ფულის წარმოების იდეა წამოაყენა, თავდაპირველად ის არაეფექტურ, საზიანო საქმედაც კი მოგვეჩვენა. ბერიას არ გამოჰპარვია ჩვენი განწყობა. გაეცინა და დააყოლა: ამხანაგებო, ეს საქმე უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ, შეიძლება ითქვას, ხელოვნების რანგშიც კი და ისეთი მარკები, ლირები და გირვანქა სტერლინგები გამოვუშვათ, რომ მათი ნამდვილისგან გარჩევა შეუძლებელი იყოსო. თქმა და შესრულება ერთი იყო და 6 თვის შემდეგ, ანუ 1939 წლის მაისში ჩვენს განკარგულებაში იყო ათეულობით მილიონი მარკა, ლირა და გირვანქა სტერლინგი, რომლებიც წინასწარ შემუშავებული სქემით გავუშვით...“
  საგულისხმო ფაქტია ის, რომ პირველი ყალბი ვალუტა, ბერიას შეკვეთით, თბილისში დამზადდა. საიდუმლო საამქრო მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ცნობილი „იმელის“ (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი) შენობის უზარმაზარ ბუნკერში, რომელიც 1938 წელს აშენდა. ამ საქმეს კი, ბერიას პირადი თხოვნით, სათავეში ედგა ცნობილი ქართველი მწერალი მოსე თოიძე. საიდუმლო საამქროში ჩასასვლელი „იმელის“ შენობიდან ამოქოლილი იყო. იქ მომუშავეები საამქროში უზარმაზარი ღრმა გვირაბის გავლით შედიოდნენ (650 მეტრი), რომელიც მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა და უშიშროების შენობიდან იყო გაჭრილი. თბილისში ეს საამქრო 1940 წლის მაისამდე ფუნქციონირებდა და ყალბი ვალუტა დანიშნულების ადგილზე საქართველოს დედაქალაქიდან იგზავნებოდა. 1940 წლის ივნისში კი საამქრო მოსკოვში გადაიტანეს და „ლუბიანკაზე“ (საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინა) მინუს მე-8 სართულზე განათავსეს. ნიშანდობლივია ის, რომ ეგრეთ წოდებული, „ბერიას ვალუტის“კუპიურა არცერთ ქვეყანაში არ გაუშიფრავთ. ის უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე იყო შესრულებული და თავის ფუნქციას 100 პროცენტით ასრულებდა. ამგვარად, რამდენიმე მილიარდის ღირებულების ყალბი უცხოური ვალუტა წარმატებით მიმოდიოდა მთელ ევროპაში. გარდა იმისა, რომ საბჭოთა დაზვერვის ყველაზე ძლიერი სტრუქტურა მათი მეშვეობით სულდგმულობდა, ყალბი ვალუტით ხორციელდებოდა ოქროს, პლატინის, ძვირფასი ქვების შესყიდვა, ეს სიმდიდრე საბჭოთა კავშირში ჩამოჰქონდათ და ბანკის საცავებში ინახავდნენ.
  ყალბი ვალუტის ბეჭდვა და მსგავსი სავალუტო ოპერაციები, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დანაშაულია და მაშინაც ასე იყო, თუმცა ბერია ამ მეთოდს მტრების წინააღმდეგ იყენებდა და ძალიან ეფექტურადაც. საგულისხმო ფაქტია ის, რომ ბერიას კომპრომეტაციის მიზნით, 1954 წელს ხრუშჩოვის ძალისხმევით ბრიტანეთმა შეიტყო „ბერიას ვალუტის“ ისტორია და საერთაშორისო სკანდალი ატყდა. ბრიტანეთის შესაბამისმა უწყებამ საკუთარი ვალუტის უსაფრთხოება გააძლიერა და კუპიურებს დამცავი ნიშნები დაუმატა. ხრუშჩოვმა კი თავისი „აღიარებით“ ვერაფერი მოიგო და ამით მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას მიაყენა ზიანი. „ბერიას ვალუტის“ ეპიზოდი ალენ დალასს თავის მემუარებში აქვს ნახსენები, სადაც ის ხრუშჩოვისგან განსხვავებით,  ბერიას ამ ნაბიჯს მტერთან ბრძოლის საქმეში გენიალურ მიგნებად მიიჩნევს“.

скачать dle 11.3