კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 18 წლის და მენსტრუაციის პერიოდში მკერდზე პატარა სიმაგრე შევამჩნიე, მაინტერესებს, შეიძლება ეს რამე საშიში იყოს?
პასუხი: სარძევე ჯირკვალში შემჩნეული სიმკვრივე მამოლოგმა უნდა შეაფასოს. ვიზიტი დაგეგმეთ მენსტრუაციის მე-7-მე-12 დღეს.
კითხვა:  დედას მარჯვენა ბარძაყის ზედა, მესამედ ნაწილში, წინა მხარეს, დაახლოებით, 5 თვეა, აქვს მოგრძო ფორმის მკვრივი სიმაგრე (განივად). ზომით, დაახლოებით 3X1 სანტიმეტრი. თავიდან მოლურჯო ფერის იყო. ხელის დაჭერაზე საკმაოდ ძლიერად სტკივა. რამდენად საშიში შეიძლება იყოს? რა უნდა გავაკეთოთ და ვის მივმართოთ? თვითონ ფიქრობს, რომ ეს სიმაგრე მეტროში გასასვლელის მირტყმის შედეგად გაუჩნდა.
პასუხი: რადგან ლურჯი ფერის იყო და სტკივა, სავარაუდოდ, ტრავმის შემდგომი ჰემატომა იქნება, თუმცა სხვა მიზეზს ჩვენ დისტანციურად ვერ გამოვრიცხავთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად შეგიძლიათ, გაუკეთოთ რბილი ქსოვილების ექოსკოპია და იმის მიხედვით იმოქმედოთ.
კითხვა: სუსტი მხედველობა მაქვს და მინუსიან სათვალეს ვიყენებ. გარდა ამისა, სამსახურში 8 საათი მიწევს კომპიუტერის მონიტორთან მუშაობა. რომელ გამაჯანსაღებელ წვეთებს მირჩევდით, თვალი რომ არ დამეღალოს და გამიშრეს?
პასუხი: იმისათვის, რომ თვალი არ დაგეღალოთ და გამოგიშრეთ, უნდა დაიცვათ კომპიუტერთან მუშაობის სწორი რეჟიმი, კერძოდ, კომპიუტერთან განათება მარცხენა მხარეს უნდა იყოს, სამუშაო ოთახი ხშირად უნდა განიავდეს. თვალში უნდა ჩაიწვეთოთ დამატენიანებელი წვეთები (ხელოვნური ცრემლი – დროფსტარი, ოქსიალი, ოფთაგელი, როტო ჰიდრა და სხვა), რომლის გამოყენების ინტენსივობაც აბსოლუტურად ინდივიდუალურია. მხედველობის გადაძაბვა რომ არ მოხდეს, იხელმძღვანელეთ ფორმულით „45/15“ – 45 წუთი მონიტორთან მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენეთ. ამ 15 წუთის განმავლობაში თვალებმა უნდა დაისვენოს. სასარგებლოა, თუ რამდენიმე წუთი თვალდახუჭული დაჯდებით ან დასვენების დროს მზერას შორ მანძილზე გადაიტანთ. იმისთვის, რომ ჯანმრთელი თვალები ხანგრძლივად შეინარჩუნოთ, საჭიროა სწორი კვება. რაციონი უნდა შეიცავდეს A ვიტამინს და ომეგა 3-ს, რომელსაც შეიცავს თევზი, ხიზილალა, სტაფილო...
კითხვა: სამი თვის ჩვილი ძუძუთი კვებაზე მყავს. შემთხვევით შევუსწარი, რომ დედამთილი ბავშვს. ვაშლის ნაჭერს აწოვებდა.  საშიში ხომ არ არის? ადრე არ არის მისთვის?
პასუხი: ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ ძუძუთი კვების დროს, თუ ბავშვს რძე ყოფნის, 6 თვემდე არანაირი დამატების მიცემა არ არის რეკომენდებული.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3