კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ ამოვიცნოთ ცრუ კრუპი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცრუ კრუპი სინდრომია, რომელსაც ბავშვებში სასუნთქი გზების პათოლოგია იწვევს. ის, ძირითადად, ვითარდება ღამით და ვლინდება ხმის ჩახლეჩით, მყეფავი ხველითა და სტრიდორული (ხმაურიანი, მსტვენი) სუნთქვით. კრუპის განვითარების მიზეზია ხორხისა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებითი ცვლილება და შეშუპება, რომელიც ავიწროებს ხორხისა და ტრაქეის სანათურს და აძნელებს ზედა სასუნთქ გზებში ჰაერის გავლას.
  უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მშვიდი გარემო, რადგან ბავშვის ემოციური დაძაბულობა და განსაკუთრებით ტირილი, აღრმავებს ქოშინს, შესაბამისად – სპაზმს და ამძიმებს ავადმყოფობის მიმდინარეობას. ბავშვს უნდა მიეწოდოს სუფთა ჰაერი, მაგრამ ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რადგან ჰაერის გაცივების შემთხვევაში მისი ჩასუნთქვისას სპაზმი ძლიერდება. უმჯობესია, თუ მივაღებინებთ თბილ სასმელს. ქოშინის გამწვავების დროს სასარგებლოდ იმოქმედებს თბილი აბაზანები კიდურებზე. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განვახორციელოთ, რადგან, როდესაც საქმე ბავშვს, მის ფაქიზ ორგანიზმსა და ქსოვილებს ეხება, ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
  როგორ განვასხვაოთ ცრუ კრუპი ჭეშმარიტისგან: ამ ორ დაავადებას ერთნაირი სიმპტომები, მაგრამ განსხვავებული მიზეზები აქვს. ჭეშმარიტი კრუპი, ცრუსგან განსხვავებით, ვითარდება ისეთი მძიმე ინფექციური დაავადების დროს, როგორიც დიფტერიაა. დაავადების კლინიკას განაპირობებს ხორხში წარმოქმნილი ფიბრინული ნადები, რომელიც ხორხის სანათურს ავიწროვებს და თუ სამედიცინო ჩარევა დაგვიანდა, ბავშვი შესაძლოა, დაიღუპოს. ცრუ კრუპის დროს კი, როგორც მოგახსენეთ, ხორხის შევიწროების მიზეზი ლორწოვანი გზების შეშუპებაა.
  თუ კრუპის სიმპტომებს თან ახლავს ინტოქსიკაციის ნიშნები და ბავშვს დტყ (დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) ვაქცინაცია სრულყოფილად არ აქვს ჩატარებული, აუცილებელია დიფტერიული კრუპის გამორიცხვა.
  განასხვავებენ კრუპის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.
  მსუბუქი კრუპის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კარგად იღებს საკვებსა და სითხეს, თამაშობს და დაინტერესებულია გარემოთი. ჩახლეჩილი აქვს ხმა და აღენიშნება მშრალი ხველა. სუნთქვის პრობლემები გამოხატულია მხოლოდ დატვირთვისას. საშუალო სიმძიმის კრუპის შემთხვევაში მსტვენი სუნთქვა თავს იჩენს მოსვენების დროსაც, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, აღინიშნება გულმკერდის კედლის ჩაზნექა, აღგზნებადობა.
  მძიმე ფორმისას გამოხატულია სუნთქვის მკვეთრი უკმარისობის ნიშნები, ძლიერ აღგზნებას ცნობიერების დაბინდვა ცვლის. ზოგადი სიფითრე, ტუჩებისა და ფრჩხილების სილურჯე, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებს.
  კრუპის განვითარება: ბავშვი წვება დასაძინებლად, იწყება საყლაპავის შეშუპება, გროვდება ლორწო. თუ ოთახში მშრალი და თბილი ჰაერია, ლორწო გამოშრება, გადაკეტავს საყლაპავს და ბავშვი იღვიძებს გაძნელებული სუნთქვით. ამ დროს აუცილებელია უზრუნველყოთ ოთახში სუფთა და ტენიანი ჰაერი. თუ ბავშვს აქვს ცხვირიდან გამონადენი, ხველა, მაღალი ტამპერატურა, აუცილებელია საძინებელში იყოს სუფთა ჰაერი. კრუპის დროს ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს +18 გრადუსი, ტენიანობა – 50-70 პროცენტი. ხშირად ხველების დროს მშობელი ბავშვს აძლევს ძლიერ ამოსახველებელ საშუალებებს, რაც დაუშვებელია. ამ დროს იზრდება ლორწოს გამოყოფა, რომელიც შეუძლებელია, ბავშვმა შევიწროვებული საყლაპავიდან ამოახველოს. არ შეიძლება ცხელი ორთქლით ინჰალაცია იმიტომ, რომ თუ საყლაპავში არის პატარა გამომშრალი ლორწო, ინჰალაციის დროს ის გაფუვდება და შეიძლება ბავშვი დაიხრჩოს. ინჰალაცია უნდა გაუკეთდეს მხოლოდ ოთახის ტემპერატურის ორთქლზე. იდეალურია, მაგალითად, ულტრაბგერითი დამატენიანებლიდან გამოსული ორთქლი.
скачать dle 11.3