კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვინ არიან მფარველი ანგელოზები და რა დანიშნულება აქვთ მათ ადამიანის ცხოვრებაში?
პასუხი: ანგელოზები უფლის მიერ შექმნილი უხორცო სულები არიან, რომელთაც ღმერთი ნათლობის შემდეგ მიუჩენს ყოველ ადამიანს. მფარველი ანგელოზები ადამიანებთან რჩებიან მათი სიცოცხლის ბოლომდე. მფარველობენ მათ სიხარულსა თუ განსაცდელში. ლოცულობენ მათთვის, მძიმე წუთებში ეხმარებიან. მფარველი ანგელოზები ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებენ და მიაცილებენ მათ უფლის სამსჯავროზე. შეგიძლიათ, თქვენს მფარველ ანგელოზებს შეევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც საგანგებოდ არის მითითებული „ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი“.
კითხვა: სახარებიდან ვიცით, რომ თუ მარჯვენა ლოყაში გაგვარტყამენ, მარცხენა უნდა მივუშვიროთ. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მტერს პასუხი არ უნდა გავცეთ?
პასუხი: ქრისტიანული სწავლებით, ამაში ის იგულისხმება, რომ როდესაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ ბოროტებას, სიძულვილს, აგრესიას ავლენს, მან მიტევება და სიყვარული უნდა დაუპირისპიროს, რადგან მხოლოდ სიყვარულია ერთადერთი იარაღი ადამიანებს შორის თანხმობის ჩამოსაგდებად. კაცობრიობის ისტორიაში არაერთი მაგალითი ყოფილა, როდესაც აგრესია აგრესიითვე ვერ დაუმარცხებიათ, პირიქით ამით ის უფრო გაუმწვავებიათ. სიძულვილზე სიყვარულის შეგებების ნიმუში კი თვით მაცხოვარმა გვაჩვენა ჯვარცმის დროს. თუმცა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი ასე მოიქცეს ნებისმიერ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც აგრესიით მოყვასი ზარალდება ან ზნეობა უზნეობად იქცევა. ასეთ დროს შეიძლება, აგრესიას ძალაც კი დავუპირისპიროთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პირადი პატივმოყვარეობის წარმოჩენა.
კითხვა: როგორი განწყობით უნდა შეხვდეს ახალ წელს ქრისტიანი?
პასუხი: ახალი წლის დადგომისას ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს და გააანალიზოს განვლილი წელიწადი – იქნებ ბოროტი საქმეები ჩაიდინა, იბილწსიტყვა, არ დაეხმარა შეჭირვებულს, არ გააკეთა მისთვის დაკისრებული საქმე, არ ილოცა და მიეცა მხოლოდ განცხრომას. იქნებ ცოდვებში ისე ჩაეფლო, რომ ღმერთი აღარც გახსენებია, ასეთ დროს ადამიანი უნდა ჩაუფიქრდეს თავის მდგომარეობას და ჩავარდეს სინანულში, რათა ყოვლადმოწყალე უფალმა შეისმინოს მისი ვედრება და თავისი მადლით აავსოს. ადამიანმა უნდა შეძლოს  და უკეთესი განწყობით, სულიერად განახლებულმა, უფლის რწმენით დაიწყოს ახალი წელიწადი, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს იმქვეყნად გასვლასთან, ეს არ უნდა დაივიწყოს და შეცალოს თავისი ცხოვრება, რათა პირნათელი წარდგეს უფლის სამსჯავროზე.
კითხვა: რა ვუყოთ ახალი წლის დაწყების შემდეგ ძველ კალენდრებს, რომელზეც ხატებია გამოსახული?
პასუხი: შეგიძლიათ, ამოჭრათ ეს ხატები, გაუკეთოთ ჩარჩო, აკურთხებინოთ და ილოცოთ ან სადმე, სუფთა ადგილზე შეინახოთ.
скачать dle 11.3