კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ ატანს საქართველოს მოსახლეობა მედიკამენტებში დახარჯული თანხის ორ მესამედს წყალს და რატომ ავადდება გამოჯანმრთელების ნაცვლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ღარიბი საქართველოს ბაზარზე არსებული ბანკები ყოველწლიურად რამდენიმეასმილიონიან მოგებას იღებენ და, როგორც გაირკვა, მათ არც ფარმაცევტული სექტორი ჩამორჩება. რაკი 2018 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა, ჩვენთვის ცნობილია, რომ, მაგალითად, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 32 მილიონ 806 ათასი ლარი იყო, შემოსავალი კი – ჯამში, 409 მილიონ 571 ათასი ლარი. შპს „პსპ ფარმა ჯგუფის“ წლიურმა მოგებამ  თითქმის 491 მილიონი ლარი შეადგინა, შემოსავლებმა კი – 490-ზე მეტი მილიონი ლარი. კომპანია „ჯიპისიმ“ კი ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვიდან  518 მილიონ 578 ათასი ლარი მიიღო. ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული – 386 მილიონ 372 ათასი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, დავიანგარიშოთ ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე, არც მეტი, არც ნაკლები – 132 მილიონ 206 ათასი ლარი, ხოლო კომპანიის მოგება დაბეგვრამდე – 45 მილიონ 389 ათას ლარს შეადგენდა. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ ქვეყნად გვახასიათებს ზემომოტანილი ციფრები და რით ჰგავს და განსხვავდება დასავლური სამყაროს ფარმაცევტული სექტორისგან ქართული.
– დასავლეთში არეგულირებენ ფარმაცევტულ სფეროს, არსებობს მოგების მარჟა, ჩვენთან ველურად რატომაა მიშვებული მედიკამენტების ფასები? და, მართლა ასეთი დაავადებულია ჩვენი მოსახლეობა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ანგარიშები დასკდომაზე აქვს?
– ერთ ანეკდოტს გავიხსენებ, რომელიც შესაძლოა, ჩვენი საუბრის რეფრენად გამოდგეს. მოქალაქე შედის აფთიაქში და ეკითხება, ყველა ავადმყოფობის წამალი გაქვთო და პასუხად ეუბნებიან, ჩვენ ისეთი წამლებიც კი გვაქვს, რომელთათვის დაავადება ჯერ არ გამოუგონებიათო. ასეთ პოლიტიკას ატარებენ ჩვენი ფარმაცევტული გიგანტები და შეიძლება, გონივრული ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ არსებობს კარტელური გარიგება. შეინიშნება მონოპოლიის ნიშნები, თუმცა, თვალშისაცემი რომ არ იყოს, ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, რომლებიც ამინდს ქმნიან და შედარებით წვრილ მოთამაშეებს გასაქანისა და იმპროვიზაციის საშუალებას არ აძლევენ. მოდი, ასე დავსვათ კითხვა: რატომ იზრდება ასეთი კომპანიების ბრუნვა? რამდენიმე მიზეზია და, როგორც ეკონომისტი, შევეცდები პუნქტობრივად გავცე პასუხი. დავიწყებ ყველაზე ბანალური ახსნით. ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები იზრდება, როგორც უნდა ვიწუწუნოთ, რომ შევადაროთ დღევანდელობა გასული საუკუნის 90-ან წლებს და, თუნდაც, 80-ან წლებს, როდესაც წამლების ტოტალური დეფიციტი იყო და თბილისში წამალს მხოლოდ „ჩაშკასთან“ თუ იშოვიდი, მოსახლეობას მზარდი შემოსავლების კვალობაზე, აქვს საშუალება, სულ უფრო მეტი თანხა დახარჯოს თავისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ან მკურნალობაზე.  შესაბამისად, სადაც მოთხოვნა იზრდება, იქ მიწოდებაც იზრდება.
– თან, ექიმებიც ეხმარებიან ზედმეტი წამლების გამოწერით.
– ეს უკვე სუბიექტური ფაქტორებია, მე მაქვს ინფორმაცია, რომ გამოწერილი წამლების თითქმის ნახევარზე მეტი ზედმეტია და ღირებულების ორი მესამედი ზედმეტად გადახდილი თანხაა, ვიდრე ეს რაციონალური მკურნალობის შემთხვევაშია საჭირო.
– ეს ნიშნავს, რომ რაციონალური მკურნალობის შემთხვევაში ორი მესამედით მოიკლებდა ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლებიც და მოგებაც?
– ყოველ შემთხვევაში, გაცილებით  ნაკლები ხარჯის გაღება მოუწევდა მოსახლეობას ჯანმრთელობაზე და შეეძლებოდა, ეს თანხები დაეხარჯა არა საეჭვო წარმომავლობის წამლების შესაძენად, არამედ ჯანსაღი წესით ცხოვრებაზე და თავი დაეღწია წამლების ტყვეობისთვის. ორგანიზმის ესა თუ ის ფუნქცია სუსტდება, პარაზიტული ხდება, როდესაც წამლისგან ელოდება იმ ფუნქციის გაძლიერებას, რაც თავად ორგანიზმმა უნდა შეძლოს ავტონომიურ რეჟიმში და, ამდენად, ყოველთვის არ არის კარგი, მით უმეტეს, დიდი რაოდენობით წამლების მიღება. ამას გარდა, ჩამოვთვლიდი რამდენიმე მიზეზს, რაც განაპირობებს ფარმაცევტული კომპანიების შემოსავალს: კარტელური გარიგება უკვე ვახსენეთ. ფარმაცევტულ კომპანიებს და მათ უკან მდგარ ლობისტებს აქვთ საკმაოდ აგრესიული და მიზანმიმართული მარკეტინგი, რაც ნოყიერ ნიადაგს უქმნის გაუთვითცნობიერებულ ან ნაკლებად გათვითცნობიერებულ მოქალაქეს ჭარბი წამლების შესაძენად. როდესაც ადამიანს ეუბნებიან, ეს უებარი წამალიაო, გარბის აფთიაქში და ხანდახან ექიმის კონსულტაციის გარეშე იწყებს ამ პრეპარატის მიღებას. ასევე, ფარმაცევტული კომპანიების ინსტიტუციური და არაფორმალური ალიანსის შედეგად ხშირად კლინიკაში ექიმები რეკომენდაციას აძლევენ პაციენტს, შეიძინონ ის წამლები, რომლებიც მათთან დაკავშირებულ სააფთიაქო ქსელში იყიდება და, ამდენად, ხელი ხელს ჰბანს. თითქოს პარადოქსია, მაგრამ კანონზომიერი, რომ ერთდროულად იზრდება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ხარჯები ჯანდაცვაზე და ერთგვარი შეჯიბრებითობის ელემენტებია. ამის მიღმა კი სამკურნალო დაწესებულებები იმაზე მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან, ვიდრე ეს საჭიროა პაციენტის მკურნალობისთვის და, შესაბამისად, პაციენტიც მეტს იხდის თანადაფინანსებით.
  ორ მომენტს მინდა, შევეხო კიდევ: თავის როლს ასრულებს გაუთვითცნობიერებლობა, მაგრამ არსებობს „პლაცებოს ეფექტი“ და „მიუნჰაუზენის სინდრომი“. ეს ფაქტორებიც მუშაობს ყალბი თუ ილუზიური ავადმყოფობის მკურნალობაზე, რითაც ბოროტად სარგებლობენ ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციისას. კონკრეტულ ციფრებსაც დაგისახელებთ: საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, თუ ავიღებთ ათვლის წერილად 2003 წელს, მოსახლეობა შემცირდა, მაგრამ მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა თითქმის სამი მეოთხედით, ანუ 75 პროცენტით და თუ ამ თანხას გადავიყვანთ ლარებში, მოსახლეობის ერთ სულზე იმპორტულ წამლებზე დახარჯული თანხა 105 ლარიდან 270 ლარამდე გაიზარდა.
– ანუ თითოეული მოსახლე დედა-წულიანად ამ ოდენობის წამალს მოიხმარს?
– ეს მხოლოდ იმპორტული წამლებია, მაგრამ ამას ემატება შიდა წარმოება და წარმოიდგინეთ, რა მასშტაბია. სხვათა შორის, ამ იმპორტში არ შედის სამედიცინო ხელსაწყოები, აპარატურა, ორთოპედიული საშუალებები და ასე შემდეგ. ყოველწლიურად 400 მილიონი აშშ დოლარის ფარმაცევტული საშუალებები შემოგვაქვს. თუ ამას ტექნიკასაც დავამატებთ, ხარჯი ნახევარმილიარდიან ზღვარს გადააბიჯებს, ეს საკმაოდ მსხვილი ბიზნესია და თავისი მასშტაბებით ისეთ ხარჯებს შეგვიძლია, შევადაროთ, როგორიცაა განათლების სფეროში გაწეული ხარჯები. მთელი ინდუსტრიაა, რომლის მასშტაბი იმაზე მეტია, ვიდრე რაციონალურ და ჰიპოკრატეს ფიცის შესრულების შემთხვევაში იქნებოდა საჭირო.
– ეს ზოგადი ტენდენციაა მსოფლიოში თუ ჩვენთან ვითარდება ასეთი კოსმოსური სიჩქარით ფარმაცევტული სექტორი?
– საქმე ის არის, რომ ჩვენ თუ მთლიან სტრუქტურას ავიღებთ, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ფარმაცია, ფარმაციას აქვს საკმაოდ მაღალი წილი, ვიდრე მოწინავე ქვეყნებში. იქ მკურნალობა-დიაგნოსტიკა-პრევენციაზე უფრო მეტი ხარჯი გაიწევა და მთავარი ყურადღება ამაზეა, ჩვენთან კი სუფთა კომერციული მომენტი შემოვიდა: შეიძინე წამალი, მიიღე და შედეგი ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, ბრუნვა გაიზარდოს. ვახსენე, რომ მოსახლეობის შემოსავლები იზრდება წლიდან წლამდე, მაგრამ, ბოლო წლების მიხედვით, ფარმაცევტული საშუალებების რეალიზაციის ტემპი, დაახლოებით, 1,6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შემოსავლების ზრდა. რა გამოდის? მოსახლეობის შემოსავლებში მუდმივად იზრდება ფარმაცევტული საშუალებების შეძენისთვის გაწეული ხარჯები და ეს არ არის საუკეთესო გზა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
– ვთქვათ, მოგების მარჟას ვერ უწესებს სახელმწიფო ფარმაცევტულ კომპანიებს, მაგრამ კერძო დაზღვევაში ასეთი წესია, მაგალითად, როდესაც ჩვილს გაიდლაინით ეკუთვნის გამოკვლევა კონკრეტულ თვეებსა და წლებში, რომ რამე პათოლოგია არ გაიპაროს, თუ ბავშვი აღმოჩნდება პათოლოგიის გარეშე, იმ გამოკვლევის ხარჯს და პედიატრის კონსულტაციას სადაზღვევო არ ანაზღაურებს. გამოდის, რომ დაზღვევაც კი ორიენტირებული დაავადებაზე და არა – პრევენციასა და ჯანმრთელობაზე. ამის გასწორება მაინც ხომ შეუძლია სახელმწიფოს? მოსახლეობაც ჯანმრთელი ეყოლება და ფულსაც დაზოგავს თვითონაც და მოსახლეობაც?
– კონსტიტუციის მეხუთე მუხლში გვიწერია, რომ სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ვართ. ესე იგი, ყველა ტიპის პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანის კეთილდღეობას, მის კომფორტს, სულიერსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური თუ სამართლებრივი ნორმები ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციურ ნორმას. ამასთან, მისახედია ფასნამატებიც, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ სხვა სფეროშიც არაა დაწესებული შეზღუდვა, აქაც არაა, უბრალოდ, მოქმედებს მოგების დაბეგვრისა და ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია, რამე განსაკურებული, დამატებითი პასუხისმგებლობა ეკონომიკური და სოციალური ამ კომპანიებს არ აქვთ, არადა ნამდვილად არ აწყენდათ და გადმოსაღებია მოწინავე ქვეყნებიდან. იმიტომ რომ ვინ არის, ჩვეულებისამებრ, სამედიცინო დაწესებულებებისა და აფთიაქების ყველაზე ხშირი სტუმარი? ბავშვები ან მოხუცები. სანამ ფეხზე გაივლის ბავშვი, სჭირდება მკურნალობა, პროფილაქტიკა და შემდეგ უკვე ასაკში მყოფ ადამიანებს. მაგალითად, აშშ-ში სამედიცინო ხარჯების ორი მესამედი მოდის 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და იქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ შემოსავლებზე ეს არ აისახოს.

скачать dle 11.3