კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 კობა ბარათელი ქართველ ბიჭებს ჩინეთის ბორდელებში სიარულს უკრძალავს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობის, კობა ბარათელის თავს გადახდენილი ისტორიები სასაცილო, მაგრამ ხანდახან დაუჯერებელია. როგორც თავად ამბობს, კარგი ხელი აქვს და მოვაჭრეების სასურველი კლიენტია. არც ქალების მიმართ უჩივის გემოვნებას. რის გამო ართმევდა მას ნათესავი ყოველდღე ფულს, რაში შველის თავის მოთოკვა და რატომ დაუყენეს მაცივარზე ზარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  კობა ბარათელი: დღესასწაულები, სანამ დავიბადებოდი, მანამდეც მიყვარდა და ვხუმრობ ხოლმე, ახალი წელი იმდენად მიყვარდა, ვერ მოვითმინე და რვა მარტს დავიბადე-მეთქი (იცინის). არ დაიჯერებთ და, ერთხელ, ნაძვისხის მოსაჭრელად ტყეში წავედი და ნაჯახის წაღება დამავიწყდა. ვიცოდი, სახლში ნაძვისხის გარეშე არ შემიშვებდნენ და სხვა გზა არ მქონდა, ავდექი და ვიყიდე. რომ ვკითხე ოჯახის წევრებს, ახლა რა დავკიდოთ ამაზე-მეთქი, მიპასუხეს: რაც გიხარია და გიყვარსო. ძველი მანქანა მყავდა, ნაწილი მჭირდებოდა, ვიყიდე და ძმაკაცმა ზუსტად იგივე მაჩუქა. ისე გამიხარდა, ერთი ნაწილი მანქანას გავუკეთე და მეორე კი, ავდექი და ნაძვისხეზე დავკიდე. ბავშვობაში, ჩვენს ეზოში ნაძვისხე იდგა. ერთ ახალ წელს მოვპარე მამას მანქანა, დავქოქე, გავაქანე და შევასკდი ნაძვს. მანქანის ნაწილები ნაძვის ხეზე ეკიდა და ოჯახის წევრები რომ გამოვარდნენ, შეშინებულმა ვუთხარი: ახალი წელია და ნაძვისხე მოვრთე არ გამიბრაზდეთ-მეთქი (იცინის).
– ამბობენ, წლების მატება ძალიან  მოქმედებს შენზეო, ასეა?
– მე არ მემატება წლები. აგერ უკვე 28 წელია, 22 წლის ვარ. ეს – ხუმრობით, მაგრამ, ზოგადად, კი მოქმედებს წლების მატება, მაგრამ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და არ მივაქციო ყურადღება. იმასაც ამბობენ, კობას მერყევი ხასიათი აქვსო და ეს მართალია. მაგალითად, წლებია, ვფიქრობ და ვმერყეობ, ვინ მოვიყვანო ცოლად – ანჯელინა ჯოლი თუ ქეთრინ ზეტა ჯონსი.
–  ცოტა შორს ხომ არ არიან შენგან ორივე? ისე, გემოვნება კარგი გქონია.
– ისინი კი არიან შორს, მაგრამ მე ვარ ახლოს და ნელ-ნელა მივიწევ წინ. რაც შეეხება გემოვნებას, ქალებთან დაკავშირებით სასწაული გემოვნება მაქვს, არ ვუჩივი, ღმერთმა დამიფაროს.
– სექსი თუ ჭამა?
– ამ კითხვაზე ანეკდოტი გამახსენდა: გურული წამოწოლილია აივანზე, გაიხედა და ცოლმა ქათმებს საკენკი გადაუყარა. მამალი ქათამს პეპლავდა, მიატოვა და გაქანდა საკენკისკენ. გურულმა ჩაილაპარაკა: ღმერთო, ასე ნუ მომაშიებო. ჰოდა, ასე ვარ მეც (იცინის). არა, ჭამაც კარგია, მაგრამ სექსის მერე.
– რატომ დაგაქვს „კორვალოლი“ თილისმასავით სულ ჯიბით? გული გაწუხებს თუ ნერვები?
– „კორვალოლი“ სულ ჯიბეში კი მიდევს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მე დავლიო – ხალხზე ვზრუნავ! ვინმეს რომ ცუდად გაუხდეს გული, ხომ უნდა გავუწიო პირველადი დახმარება? ფაქტობრივად, მოსიარულე აფთიაქი ვარ.
– მახსოვს, ერთი პერიოდი შენზე ხუმრობა დადიოდა: კობა ბარათელი დიეტაზე დაჯდა და ჩაუტყდაო...
– ეს ხუმრობა მე მოვიგონე ჩემს თავზე. დიეტაზე ვიჯექი, ვიჯექი, ვიჯექი და რომ ვერ დავინახე შედეგი, კი ჩამიტყდა. კიდევ მქონდა ერთი ხუმრობა ჩემს თავზე: დიეტაზე მინდოდა დაჯდომა და არავინ დამითმო ადგილი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, დიეტაზე პერიოდულად ვზივარ და ამ ბოლო დროს დავიკელი. იცით, როგორ ვარ? დილით ვარ დიეტაზე, ღამით – არა, მაცივარს ვეპარები. დიეტა, ზოგადად, დილით უნდა დაიცვა და ღამით გეძინოს, ჰოდა, სამზარეულოში რომ წამასწრეს ოჯახის წევრებმა, მაცივარზე ზარი დააყენეს.
– სოციალურ ქსელში დადე პოსტი, სადაც ქართველ ბიჭებს უკრძალავდი ჩინეთში, ბორდელებში შესვლას. ეს აზრი საიდან მოგივიდა?
– დიახ, დავდე სოციალურ ქსელში პოსტი: ქართველ ბიჭებს ჩინეთში, ბორდელებში შესვლას ვუკრძალავ-მეთქი. აბა, მაგენს კიდევ გამრავლება უნდათ? (იცინის).
– ის თუ არის მართალი, მანქანებს კობა თავისი წონის მიხედვით ირჩევსო?
– ადრე მაღალი „ჯიპი“ მყავდა, მაგრამ რომ გავსუქდი, კიბის გარეშე მიჭირდა ასვლა და ამიტომ, შეველიე, გავყიდე და „სედანზე“ გადმოვჯექი. ამაში, ღიპიც მეტევა, თავიც და ფეხიც. სხვათა შორის, რომ გითხარით, მერყევი ხასიათი მაქვს-მეთქი, ეს ტანსაცმელებზეც აისახება – ვიყიდი, ჩავიცვამ ერთიორჯერ, მერე მალე ვიცი „მოყირჭება“ და ვფიქრობ, ვინაა ჩემი ზომის, რომ გავაჩუქო. სიგარეტსაც ვერ ვეწევი ერთი სახისას. მწყინდება ერთი სახეობის გაბოლება. ზოგადად, კი გირჩევთ, არ მოწიოთ და ის ფული, წლის ბოლოს ჩემი ანგარიშის ნომერს მოგწერთ და მე ჩამირიცხეთ.
– დამაინტერესა და გკითხავ: „მოყირჭებულ“ ტანსაცმელს ვის ჩუქნი, შენი ზომის ვინ გყავს?
– მეზობლები, მეგობრები... რაც დავიკელი, აღარ მიჭირს ჩემი ტანსაცმლის გაჩუქება. „ორი იქსელი“ ვიყავი, ახლა „იქსი“ ვარ და მინდა, ისე დავიკლო „ელი“ დავრჩე (იცინის). თუ თლათ არ გავქრი, თლათ უკეთესი. რომ ვამბობ, ჭამის მადა არ მივარგა-მეთქი, არ მიჯერებენ, მაგრამ ფაქტია.
– ვიცი, აზარტული ადამიანი ხარ. რამდენი წაგიგია ან მოგიგია და კაზინოსკენ ხშირად გაგირბის თვალი?
– კი. ნამდვილად აზარტული ვარ და დღესაც ვითამაშე „იაპონური ჯოკერი“. ადრე გამირბოდა კაზინოსკენ თვალი, მაგრამ ახლა თვალს ვარიდებ. ერთხელ, ფაქტობრივად, ერთი თვის ხელფასი წავაგე და მის მერე აღარ შევდივარ. ზოგადად, ნებისყოფა მაქვს და ეს მშველის, თორემ დავიღუპებოდი.
– მეკვლის ფეხის თუ გჯერა და როგორი ფეხი გაქვს თავად?
– ფეხისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მეუბნებიან კარგი ხელი გაქვსო. მიყვარს საყიდლებზე სიარული, „შოპინგი“ და პაჭა-პუჭების ყიდვა. ხანდახან, რაც არ მჭირდება, იმასაც ვყიდულობ. მეორედ რომ მივსულვარ, იაფად მოუციათ და რომ ვკითხავ: რატომ-მეთქი, მეუბნებიან: თქვენ, ბატონო კობა, ისეთი ხელი გაქვთ, რამეს რომ იყიდით, სასწაულად მიგვდის ვაჭრობა იმ დღესო. ნათესავი ყოველ დილით მადგებოდა სახლში და მეუბნებოდა, ოცი თეთრი მომეცი და საღამოს ორ ლარს მოგცემო. მაშინ ორი ლარით სახლს თუ ვერა, მანქანას ყიდულობდი (იცინის). მეუბნებოდა, ისეთი ხელი გაქვს, ფულს რომ მომცემ, მიასმაგდებაო.
– ესე იგი, მეკვლედ თუ დაგპატიჟეს, სახლში ფეხი კი არ უნდა შედგა, პირველად  ხელი უნდა შეყო.
– ჰოდა, ამიტომაა, მეკვლედ რომ დამპატიჟებენ, მარჯვენა ხელით შევდივარ და თავდაყირა გამოვდივარ (იცინის). სხვათა შორის, მეუბნებიან, ისეთი ფორმები გაქვს, თოვლის ბაბუობა მოგიხდებაო. სანამ შვილები პატარები მყავდნენ, თოვლის ბაბუა ვიყავი, ახლა, როცა გაიზარდნენ, თოვლის მამა გავხდი. ახლა გამახსენდა, ერთ ახალ წელს ისე დავთვერი, ზესტაფონში მეკვლედ მისული, პატრულმა რომ გამაჩერა და ვკითხე, რა დავაშავე-მეთქი, მითხრეს: საჭესთან გეძინათო. მადლობები ვუხადე, თორემ მათ რომ არ გავეჩერებინე, მდინარე ძირულა გამაღვიძებდა. მას მერე, ნასვამი აღარ ვჯდები საჭესთან და იმავეს გირჩევთ.

скачать dle 11.3