კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა გამონაკლისი დაუშვეს sweden rock festival-ის ისტორიაში პირველად ელენ ორიენტალის გამო და როგორ იცეკვა მან მსოფლიოში ყველაზე დიდ როკ-ფესტივალზე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ელენ ჩიხლაძისთვის, იგივე ელენ ორიენტალისთვის, გასული წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო. მან კიდევ ერთხელ ითანამშრომლა ცნობილ ტუნისურ როკ-ჯგუფ Myrath-თან და მათთან ერთად ულამაზესი შოუთი პრესტიჟულ როკ-ფესტივალებზე გამოვიდა.
  ელენ ორიენტალი: გასული წელი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ჯადოსნური. გარდა იმისა, რომ ჩემი სკოლის ხელმძღვანელი ვარ, ვცეკვავ, ჩემი სოლო ნომრები მაქვს და ასევე, ვასწავლი ფესტივალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როკ-ფესტივალებზე როკ-ჯგუფ Myrath-თან ერთად გამოვედი. პირველად მათთან ერთად ტუნისში, ძალიან დიდ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. საათნახევრიანი კონცერტი ჩავატარეთ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, 17 კამერა იღებდა, ტუნისის ტელევიზია პირდაპირ ეთერში აჩვენებდა. იმის მერე ვიფიქრე, რომ დამთავრდა და უცებ მათი პროდიუსერისგან წერილი მომდის: ელენ, დაპატიჟებული ვართ Sweden Rock Festival-ზე, Wacken Opeb Air-ზე, ასევე, ტუნისსა და იაპონიაში და თუ გეცლება, რომ წამოხვიდე, რადგან შენისთანა პროფესიონალი გვჭირდებაო. Sweden Rock Festival, Wacken Opeb Air ორივე ძალიან ცნობილი და უდიდესი როკ-მეტალ ფესტივალია. მოკლედ, დავთანხმდი. გაკეთდა ჯადოსნური შოუ: ილუზიონისტი პარიზიდან, ცეცხლოვანი შოუ, მოკლედ, ერთსაათიანი, ძალიან საინტერესო პროგრამა გავაკეთეთ, საკმაოდ დატვირთული და ლამაზი.
– როგორ ჩაიარა ფესტივალებზე თქვენმა გამოსვლამ?
– პირველი იყო შვედენ როკ-ფესტივალი, სადაც შედარებით პატარა სცენაზე გამოვედით. დილით გამოდიან ნაკლებად ცნობილი ჯგუფები, საღამოს – პრესტიჟული ჯგუფები და გვიან კი – ძალიან ცნობილი ჯგუფები. ჩვენ 5 საათზე გამოვედით სიდიდით მესამე სცენაზე. არაჩვეულებრივად ჩავატარეთ კონცერტი. კმაყოფილები მივდივართ ჩვენს ტენტში, გამოვიცვალეთ, ცოტა განვიტვირთეთ, მივულოცეთ ერთმანეთს და უცებ მოდის ვიღაც გოგო, რომელიც გვეუბნება: აიღეთ თქვენი ბარგი და სცენის უკან გადადითო. გაგვიკვირდა: მანამდე ისეთი პატივისცემით გვექცეოდნენ: როგორ გვიყვარხართო. მოკლედ, ავიღეთ ჩვენი ბარგი და მითითებულ ადგილას გადავედით. ცოტა ხნით გამოვედი ხელების დასაბანად და უცებ მოვიდა ვიღაც კაცი: თქვენ ხომ Myrath-თან ხართ, გეძებდით, ძალიან კარგი ამბავი გვაქვსო. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ მეორედ უნდა გამოვსულიყავით. ფესტივალებზე ასეთი რამ არ ხდება, რადგან ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი, გაწერილი, წამია გათვლილი. თან, უნდა გამოვიდეთ დიდ სცენაზე, ფესტივალი უნდა დახუროთო. მოკლედ, შოკში ჩავვარდით, რადგან ათასობით მაყურებლის წინაშე ბოლომდე ვიყავით დახარჯული და ახლა უნდა დავხუროთ ფესტივალი, რომელსაც 50 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება. ყველაზე მნიშვნელოვანი – დახურვაზე უნდა გამოსულიყო ძალიან ცნობილი ჯგუფი „ბეჰემოტი“, რომელიც გოტიკ-მეტალეს უკრავს, ლეგენდები არიან, ეს სტილი თავად შექმნეს. სოლისტი ვერ ჩამოვიდა და მოკლედ, ისინი უნდა შეგვეცვალა. ჩვენამდე უკვე დაუკრა „დიფ ფარფლის“ გიტარისტმა, რიჩი ბლეკმორმა, ჯგუფმა Rainbow და მათ შემდეგ ვინ უნდა გაუშვა ისეთი, რომ მაყურებელი არ გაგიჟდეს. ის ადამიანი, ვინც ჩემთან მოვიდა, თურმე, ფესტივალის პრომოუტერი ყოფილა და თავისი სტაფისთვის უკითხავს: დღეს ვინ მოგეწონათ ყველაზე მეტადო. დღეში დაახლოებით 60 ჯგუფზე მეტი გამოდის. მათ უთხრეს, რომ ორი ჯგუფი მოეწონათ განსაკუთრებულად – ჩვენი ჯგუფი და კიდევ შვედური ჯგუფი. მაგრამ Myrath-ს ჰქონდა მთელი შოუ, თეატრალიზებული, შთამბეჭდავი იყოო და მოკლედ ჩვენ ჩაგვსვეს. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. დაგვეწყო პანიკა: ვიღაცას მაისური სველი აქვს, მე – მაკიაჟი გასაკეთებელი, თავიდან ვაკეთებთ ყველაფერს. თან, კონცერტი უკვე ტენტში კი არა, გაშლილ მინდორზეა, სადაც ხმა იკარგება და არ ვიცი, მუსიკა როგორ უნდა გავიგო. უამრავი ხალხია, ბოლო რომ არ ჩანს. მივხვდი, რომ ისე უნდა გამოვსულიყავი, როგორც არასდროს. პირველი წამი მახსოვს: გამოვედით და ხალხი ჩუმად არის, რადგან არ იყვნენ ჩვენი ფანები, თავის ჯგუფს ელოდებოდნენ. ჩვენი ფანების წინაშე რომ გამოვდივართ ხოლმე, მუდამ დიდი ოვაციებით გვხვდებიან. მეორე კომპოზიციაზე კი მაყურებლები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ – დავიჭირეთ, ჩვენები გახდნენ. საშუალო რევიუც არ დაუწერია არავის, ყველა წერდა, რომ ეს ბენდი ფესტივალის აღმოჩენა იყო. ჩემზეც ბევრი დადებითი დაწერეს, თუმცა, ერთი იყო განსაკუთრებული: დაშოკილი ვარ იმ ხელოვნებით, რომელიც აჩვენა ელენემ საქართველოდანო. შვედეთის შემდეგ ტუნისის ფესტივალზე გამოვედით. თუმცა მანამდე მე ვიყავი ქაიროში, როგორც პედაგოგი – ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აღმოსავლური ცეკვის ფესტივალი, სადაც ჩემი ცეკვით გამოვედი. 2019 წელს 20 წლის იუბილე ჰქონდათ. წლების წინ იქ ვსწავლობდი ვარსკვლავებთან, ლეგენდებთან... ახლა გამოვედი, როგორც პედაგოგი. 2020 წელსაც დაპატიჟებული ვარ. აგვისტოში კი წავედი გერმანიაში, Myrath-თან ერთად Wacken  ფესტივალზე, რომელიც 30 წელია, ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ფესტივალია. მთელი სოფელივით არის, სადაც ბევრი ღონისძიება იმართება. ჩვენ, წესით, დილის საათებში უნდა გამოვსულიყავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც შვედეთში მოხდა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩვენი გამოსვლა საღამოს რვის ნახევარზე გადაიტანეს, რაც ძალიან პრესტიჟულია. ეს არის აღიარება თავად ფესტივალის მხრიდან. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. მაყურებელმა უკვე იცოდა ჩვენ შესახებ და დიდი მოლოდინი ჰქონდათ. უდიდეს ენერგეტიკას ვგრძნობდი მათი მხრიდან. ჟურნალისტებმაც საოცარი შეფასებები დაწერეს და დარწმუნდნენ, რომ ღირსეულად დავიკავეთ ეს ადგილი. შემდეგ იყო ტოკიო. იაპონიაში ძალიან უყვართ მეტალი, როკის ფანები არიან და როკ-ბენდისთვის იაპონიის ტურნე ნიშნავს, რომ ხარისხიან მუსიკას აკეთებ. ამ ფესტივალმაც ძალიან მაგრად ჩაიარა, ფესტივალის ძირითადი სტუმრები ვიყავით. ორი კონცერტი ჩავატარეთ. სასტუმროსთან ჯგუფის ფანები გველოდებოდნენ, დისკებით, მაისურებით. ავტოგრაფებს ითხოვნდნენ. როგორც მათი შოუს ნაწილი, მათმა ფანებმა მეც ძალიან კარგად მიმიღეს.
– ძალიან ლამაზი კოსტიუმები გაქვს. როგორც ვიცი, მათ შექმნაში მეუღლე გეხმარება.
– კოსტიუმებს მე ვკერავ. მაქვს მანათობელი ფრთები, რომელიც ჩემმა მეუღლემ გამიკეთა. იოლია მისით გამოსვლა და უფრო პრაქტიკულია, თან, მალე არ ფუჭდება. კანდელებიც ჩემი მეუღლის გაკეთებულია.  ჩემი მეუღლე მუდმივად გვერდში მიდგას. ის ამაყობს, რომ შემიძლია ამდენი ვაკეთო, გავიდე უცხოეთში, წარმატებით გამოვიდე ამხელა აუდიტორიის წინაშე. მის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ზოგჯერ მქონია ეჭვები: ვარ ამის ღირსი, შევძლებ ამას? შიგნიდან რომ პატარავდები, კვდები – ასეთი მომენტები ხშირად მქონია. ამ დროს ჩემი მეუღლე დაჯდება, მომიდუღებს ყავას და მეუბნება: დაგეწყო ხომ, დალიე ყავა, ჭამე შოკოლადი, ეს ყველაფერი დროებითია. ხომ იცი, რომ მაგარი ხარ, შენ გარდა ამას ვინ გააკეთებსო. ისე ჩამაგდებს ხოლმე აზარტში, ეგრევე ვიბრუნებ სტიმულს. წასულიც, რომ ვარ, სულ გვაქვს კავშირი: აინტერესებს, როგორ ჩატარდა. ძალიან უხარია, რომ ეს ყველაფერი სწორი გზით მიდის და მხოლოდ ქორწილებსა და კონცერტებზე ცეკვა კი არა, ბევრად მეტი შემიძლია.
– გარკვეული პერიოდი ჯანმრთელობის პრობლემებიც გქონდა.
– ხერხემალზე მქონდა სერიოზული ტრავმა, რომელიც რეპეტიციის დროს დავარდნამ გამოიწვია. მეუბნებოდნენ, რომ  ნორმალურად ვერ გავივლიდი, დავკოჭლდებოდი. სამი თვე ვიწექი სპეციალურ კორსეტში. მეუბნებოდნენ, ცეკვა დაივიწყეო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ექიმი არ იქნებოდა მართალი  და შეუძლებელი იყო ეს დამეშვა. ბოლოს გამოკვლევაზე ცნობილ ექიმთან მივედი და ძალიან გაუკვირდა, რომ ასეთი ტრავმის მერე თიაქარიც კი არ მქონდა. ამ ყველაფერში ცეკვა ძალიან დამეხმარა.


скачать dle 11.3