კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მერაბ სეფაშვილი: კონცერტი თუ არ მაქვს, ყვირილში „გამოვდივარ“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მერაბი.
გვარი: სეფაშვილი.
პროფესია: მომღერალი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– მახსოვს, ერთხელ თავი დავარტყი ბორდიურს, რკინაზე ვტრიალებდი და ვერ დავინახე. კახელი რომ არ ვყოფილიყავი, ვერავინ „ამაწყობდა“ (იცინის). იმ პერიოდის მიუხედავად, კარგი ბავშვობა მქონდა.
– ადამიანში ვაფასებ...
– პატიოსნებას, რადგან ცხოვრებაში ყველაზე მთავარი წესიერებაა.
– მეშინია...
– ბევრი რამის, მათ შორის სიკვდილის, რადგან არ ვიცი, რა არის.
– რა არის ცოდვა?
– საერთოდ, ადამიანები ცოდვილები ვართ. ეკლესიურად თუ მივუდგებით, ბევრი რამ არის ცოდვა. ისე, ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა.
– მწამს...
– ღმერთის... მწამს, რომ რაღაც ძალა გვიფარავს ადამიანებს და სიკეთეს სიკეთით პასუხობს. სწორედ ამისთვის ცოცხლობს ადამიანი – რაღაც ისეთი გვაქვს შინაგანად, რაც გვაკავებს, ცუდი არ გავაკეთოთ და კარგისკენ გვიბიძგებს.
– მაღიზიანებს...
– როცა ადამიანი თამაშობს და ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი. ჯერ ერთი, „იყიდება“ ასეთი ადამიანი და მერე მეორე – მასთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს. პატარა აღარ ვარ, ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, რომ შევხედავ ადამიანს, მეტწილად არ ვცდები იმაში, თუ როგორია ის. ბევრი „ჭამს“ ამას, მე – არა, უბრალოდ,  ხმამაღლა არ ვამბიობ.
–  რა არის ბედისწერა?
– ის, რაც უფლის მიერ დაწერილია. თავად სიტყვაც გვეუბნება ამას. როგორც ვიცი, ყველა ადამიანის ბედი დაწერილია, იმისიც კი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. მჯერა, რომ ადამიანს ბედისწერა დაბადებიდან დაჰყვება. იტყვიან კიდეც, რომ ადამიანი „ქუდბედით“ დაიბადაო, ანუ მას რაღაც კარგს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ, ადამიანები ვერ ვმართავთ ყველაფერს, გვგონია, რომ რაღაც ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ არა –  რაც არ უნდა მოინდომო, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, თუ უფალს არ უნდა, არაფერი იქნება.
– რისკიანი ხართ?
– საკმაოდ ბევრი რამე გამირისკავს. ჩემს პროფესიაში მიყვარს რისკი, რადგან  ინოვაციებს ვემხრობი. ჩემს რისკს შეიძლება, საზოგადოება  ვერ ხვდებოდა – რაღაც ახალი მიიღეს და მოეწონათ. საბედნიეროდ, გაუმართლებია ამ რისკს.
– შეგშურებიათ?
– კი, მაგრამ კეთილი შურით შემშურებია. უფრო მომდომებია რაღაც. ისე, რომ სხვას არ ჰქონდეს ან მას აქვს და მე რატომ არა, ასეთი რამ არ მქონია.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არა. არ მიმაჩნია სწორად სამაგიეროს გადახდა. ღმერთმა დამიფაროს ისე მოხდეს, რომ სამაგიეროს გადახდაზე ვიფიქრო. ეს არ არის კარგი თვისება. იმ ადამინს, ვინც გიშავებს თავად სამყარო მიხედავს.
– ეჭვიანი ხართ?
– საკმაოდ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს ურთიერთობებსა და ცხოვრებაში. თავად ცხოვრებიდან გამომდინარე ვარ ეჭვიანი, ბევრ ტყუილს შევესწარი... ერთხელ რომ რაღაც შეგემთხვევა, მერე სულ ეჭვებში ხარ.
– ვემალები...
– ჩემს თავს ვემალები, როცა რაღაც არ მომწონს.
– ვემტერები...
– არაფერს, არ მცალია მაგისთვის. ზოგადად, ვემტერები ჩემი ქვეყნის მტრებს, მოღალატეებს. გულწრფელად მძულს ასეთი ადამიანები.
– სიყვარული – ეს არის...
– გრძნობა, რომელიც ადამიანის მაცოცხლებელია. უფალმა ეს გრძნობა თითოეულ ჩვენგანს მოგვანიჭა გაჩენის დღიდან, ყველაზე ცუდსაც კი ოღონდ, უნდა გააღვიძო ის შენში. მას არ აქვს წესები, საზღვრები და ასე შემდეგ. ჭეშმარიტ სიყვარულს დროც არ გააჩნია – არ ქრება.
– ქალს ალამაზებს...
– კაცი.
– როდის ტირით?
– ხანდახან არის, როცა, შენდა უნებურად, ცრემლები მოგდის, ემოციებში ეშვები და თავს ვეღარ აკონტროლებ, სიმღერის დროსაც კი მიტირია.
– როდის ყვირით?
– ემოციების გამოხატვისთვის ხშირად მივმართავ ხოლმე ყვირილს (იცინის). კონცერტი თუ არ მაქვს, ყვირილში „გამოვდივარ“ – სადღაც ხომ უნდა დახარჯო შენი ემოცია.
– მაკომპლექსებს...
– ისეთი ლაღი ცხოვრებით ვიცხოვრე, რომ არასოდეს მქონია რაიმეს კომპლექსი, მაშინაც კი, როცა დაკომპლექსებულ და ჩარჩოებში მყოფ საზოგადოებაში ვცხოვრობდი, მე სულ თავისუფალი ვიყავი. თუმცა, ეს შედარებითია, ისე არ ვარ, რომ სულ მოშვებული ვიყო.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, თუ დააშავე, უნდა აღიარო კიდეც – რა მოხდა მერე. სიამაყე არ არის კარგი თვისება. ყოველთვის  უნდა გქოდნეს იმის თავი, მიხვიდე და ბოდიში მოიხადო.
– ვერიდები...
– პრობლემები არ შევუქმნა სხვას ჩემი ცხოვრებით.
– ვნანობ...
– დრო ძალიან სწრაფად გადის და ბევრ რამეს ვერ ვასწრებ. მალე ბერდება ადამიანი და ბოლოს მოგონებები სიზმარივით რჩება. ვნანობ იმას, რომ რაღაცები არ გავაკეთე სწორად ცხოვრებაში, თუნდაც მეტი სიკეთე ვერ შევძელი.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთი არ არის თეთრი წვერით და რაღაც მსგავსი. ის აბსოლუტურად სხვა სივრცეა. ვერ გეტყვით, თუმცა ძალიან დიდი სიკეთე რომ არის, ფაქტია.
– რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?
– ფეთქებადი ვარ ხოლმე და ეგ ყველაზე მეტად არ მომწონს. ხანდახან მეტი წონასწრობაა საჭირო, თუმცა ბალანსსაც ხშირად ვინარჩუნებ.
– იმედი გაგცრუებიათ?
– სულ სწორი გზით ვერ ივლი. ბევრჯერ წავქცეულვარ და ავმდგარვარ, უბრალოდ, ამას არავის ვახვევ თავს.
– ვოცნებობ...
– ბევრი რამე ვნახე ამ ქვეყანაზე და გულწრფელად მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ყველაფერი კარგად იქნება.
– როდის ზარმაცობთ?
– ხშირად. საქმე თუ დავიწყე, ბოლომდე მივყვები, მაგრამ აი, ის დაწყება მიჭირს და როცა მივდივარ იქამდე, რომ დავიწყო მუშაობა, მაშინ ვიწყებ ზარმაცობას.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ?
– მამამ მითხრა: არ უღალატო მეგობარს. ღალატი ისეთი რამეა, რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ ან შეიძლება ვაპატიო, მაგრამ ვეღარ ვიმეგობრო.

скачать dle 11.3