კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა არის პროფესიული ბედნიერება „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ გუნდისთვის

  ბედნიერებაა, გახდე მშობელი. შეუძლებელი არაფერია – ამ ფრაზებს კარგად იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც შეუღია „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ კარი და მის ხელმძღვანელთან, პროფესორ არსენ გვენეტაძესთან უსაუბრია.  ბატონი არსენი ბედნიერების ელჩია და ეს შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ის და მისი გუნდი ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანს – შვილის ყოლის ბედნიერებას განაცდევინებენ.
  არსენ გვენეტაძე – ექიმი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი. პროფესორი ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი-რეპროდუქტოლოგი, „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის“ ხელმძღვანელი:
* კლინიკის სავიზიტო ბარათი
  ჩვენი კლინიკის სავიზიტო ბარათი შეიქმნა ბატონი ზურაბ საბახტარაშვილის თითქმის  ორმოცი წლის საექიმო შრომისა და ჩემი ოცდაერთწლიანი საექიმო პრაქტიკის საფუძველზე. ექვსი წელია, ბატონი ზურაბი აღარ არის და მე მის შესახებ პატივისცემით მინდა ვთქვა: დაიბადა, შექმნა, დააფუძნა და დატოვა მყარი საფუძველი და ნათელი ცოდნა, რომელიც დღეს განვითარდა და ევროპული სერტიფიცირების მაღალი სტანდარტის კლინიკად ჩამოყალიბდა. თუ მკითხავთ, მაინც რა არის კლინიკის მთავარი „გაიდლაინი“, მაშინ გეტყვით – როდესაც პაციენტს ვესაუბრები, ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე მის ადგილას ჩემი ოჯახის წევრს: შვილს, დას, მეუღლეს... რა გადაწყვეტილებასაც ვიღებ, რა თქმა უნდა, ცოდნაზე, პროფესიონალიზმზე  დამყარებულს, მისი მთავარი არსი არის – არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ გაგიკეთონ შენ. ანუ მოეპყარი სხვას ისე, როგორც საკუთარ თავს და შენი ოჯახის წევრს. ვფიქრობ, ესაა  ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი კლინიკის სავიზიტო ბარათიდან.
* შეუძლებელი არაფერია
  სიტყვები ყველაფერს იტანსო, უყვარდა ხოლმე თქმა ბატონ ზურაბს. მაგრამ თუ ეს სიტყვები არის შენი ცხოვრების კრედო, შენი თავისუფლების ველში ამოთქმული სურვილი, რასაც ყოველდღიურად აკეთებ – ეს უკვე სიამოვნების ბედნიერებაა. რაც უნდა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ცხოვრება გამოწვევების მიღებითა და მათი გადაჭრით არის საინტერესო. არასოდეს თქვა არასოდეს... შეუძლებელი არაფერია.... თუ დედამიწაზე ერთმა ადამიანმა შეძლო, ჩათვალე, რომ შენც შეგიძლია – ეს ფრაზაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ხაზია, ჰედლაინს რომ ეძახიან...
* განსაკუთრებული ექიმი –
ბედნიერების ელჩი
  მე ბედნიერების ელჩს მეძახიან და ამას რეალობაში გრძნობენ ჩემი მეგობრებიცა და პაციენტებიც. სულ ახლახან ჩვენი კლინიკის თაოსნობით ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესსაც ერქვა –„შემეცნებით კოგნიტური  ბედნიერება რეპროდუქტოლოგიასა და არპიელში“.  პროფესიული ბედნიერება განსაკუთრებულია. ეს არის ყველა ბედნიერების ხერხემალი. ის, რომ წელს, 24 დეკემბრის მონაცემებით, 455 ორსულობა გვაქვს, 2017 წელს 366 ორსულობა გვქონდა, ხოლო 2018 წელს  – 403, ანუ შარშანდელ მაჩვენებელს უკვე გავუსწარით, ისეთ აღმაფრენას მაგრძნობინებს,  როგორც მე, ისე ჩემს გუნდს, როგორ შეიძლება, ბედნიერი არ ვიყო.
* „ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა“ დღეს
  ეს არის გამართული, სრული სერვისი ერთ სივრცეში, მაღალი ევროპული ხარისხი, ოფიციალურად დადასტურებული სერტიფიცირებით. პირველად ეს სერტიფიცირება 2016 წელს მივიღეთ გერმანიის ლიგის და ასოციაციისგან, რომელიც სამი წლით იყო ვალიდური. ხოლო წელს, როცა რესერტიფიცირება გავიარეთ, კიდევ უფრო მაღალი დონე მოგვანიჭეს. ჩვენი ლაბორატორია წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ ლონდონსა და ჰაიდელბერგში, ანუ ბრიტანეთსა და გერმანიაში აგზავნის გარე კონტროლის ნიმუშებს და ისინი გვიდასტურებენ, რომ ჩვენი ლაბორატორია მაღალი ხარისხისაა. ეს პროფესორ რუსუდან გვენეტაძის დამსახურება და ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მთავარი, მოქმედი სავიზიტო ბარათია. სწორედ ამაზეა დამყარებული ის შედეგები, რომელზეც უკვე მოგახსენეთ – ვგულისხმობ ორსულობების რაოდენობას. კლინიკაში, ასევე, დანერგილია ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე სტანდარტები და აპარატურა. პროფესორმა მარტინ სტილერმა  – ეს ის ექსპერტია, რომელიც გერმანიამ სპეციალურად მოავლინა  რესერტიფიცირებისთვის,  განაცხადა: თქვენი კლინიკა, ამ მონაცემების მიხედვით, რომელიც მე ვნახე, შეიძლება, გახდეს ჰაბი რეგიონში უშვილობისა და მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობისა, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, სადაც ენდომეტრიოზის პრობლემაა. დიახ, ენდომეტრიოზი ნამდვილად  არის სერიოზული პრობლემა. ჩვენი კლინიკა კი 2016 წლიდან მისი კვლევისა და მკურნალობის ევროპული ცენტრია.
* შეცვალე შენი სამყარო, იპოვე შენი ბედნიერება
  ჩვენი ყოველდღიური შრომით, სწორედ, ამ მიზანს ვემსახურებით. ვცდილობთ, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. ახლახან ვიყავით იერუსალიმში, სადაც გაიმართა მსოფლიო კონგრესი ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობის შესახებ.  ამ კონგრესის პრეზიდენტი, პროფესორი აშირ ბაშირი ჩვენი დიდი მეგობარია და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც. ჩვენმა კლინიკამ წარმოადგინა ორი მოხსენება. მე მიწვეული სპიკერის სტატუსით გახლდით. კონგრესზე  ითქვა, რომ ჩვენი კლინიკის შედეგები საუკეთესოა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. არცერთი შეწყვეტილი ორსულობა არ გვქონია იმ პაციენტებში, რომლებიც ჩვენი მკურნალობის შედეგად, არ პი ელის, ანუ  ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ დაორსულდნენ. წარმოიდგინეთ, ეს ის პაციენტები არიან, რომლებსაც 10, 8, 6 შეწყვეტილი ორსულობა ჰქონდათ. ყველა შემთხვევა ცოცხლად მშობიარობით დასრულდა და ეს ისტორიები კონგრესის  ერთ-ერთი მთავარი „ჰეფინეს“ ინფორმაცია იყო.
  ჩვენ ხუთ საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევის პროგრამას ვასრულებთ. მათ შორის, ერთ-ერთში მსოფლიოს თვრამეტი ევროპული კლინიკა მონაწილეობს და ჩვენ მეცხრამეტე ვართ.
  და ბოლოს, განსაკუთრებული სიამაყეა, რომ მესამედ და ზედიზედ, 2017, 2018, 2019 წლებში, ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა კონგრესზე ჩვენი ნაშრომი საუკეთესოდ შერჩეულ პოსტერებს შორის წარმოჩინდა. ევროპის კონგრესმა ერთი და იმავე კლინიკის ნამუშევარი საუკეთესოთა შორის სამგზის დაასახელა.  ეს მარტივად არ ხდება. ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა.
  ყველაზე მთავარი, მაინც, ახალი სიცოცხლის ჩასახვის განცდით მიღებული ყოველდღიური ბედნიერებაა. ეს  უნაყოფო წყვილთა და მთელი ჩვენი გუნდის გამარჯვების სიხარული და ბედნიერებაა. 


скачать dle 11.3