კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ახალგაზრდა, წარმატებული ონკოქირურგი – დავით ჯინჭველაძე თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ზოგადი ქირურგი, ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის ქირურგ-ონკოლოგთა ასოციაციისა და ევროპის კლინიკურ-ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ვისცერული ქირურგიის ვიცე–პრეზიდენტი – ბატონი დავით ჯინჭველაძე ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული ექიმია და საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს. განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით უდგება თითოეულ პაციენტს და თუ ერთხელ მაინც მოხვდით მასთან, აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს მეგობრული დამოკიდებულებითა და დიდი პროფესიონალიზმით. აკეთებს ყველა სირთულის ქირურგიულ ჩარევებს როგორც  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი  სიმსივნეების, ისე სარძევე ჯირკვლისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების დროს.
  ძუძუს კიბოს გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, მის პაციენტებს შორის ბევრი ქალბატონია, თუმცა ექიმს კარგად აქვს გააზრებული ონკოლოგიური პაციენტების განსაკუთრებული ემოციები და მათთან მიდგომის საკუთარი მეთოდი, იმისთვის, რომ პაციენტმა იგრძნოს ექიმის მხრიდან ფსიქოემოციური მხარდაჭერა.  
  უცხოეთში მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას ქართველი პაციენტების ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში იყენებს, დღეს „წმიდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის“ გუნდის წევრია. საკუთარი გამოცდილებისა და წარმატების გზაზე ჟურნალ „თბილისელებს“ თავად პროფესორი დავით ჯინჭველაძე ესაუბრა.
  დავით ჯინჭველაძე: სამედიცინო სფეროსთან ოჯახური კავშირი არ მაქვს, ოჯახში პირველი ექიმი ვარ. ეს პროფესია ბავშვობიდანვე მაინტერესებდა. სამედიცინო განათლება უცხოეთში, კერძოდ რუსეთში, ჩელიაბინსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში მივიღე, მოგვიანებით იქვე, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე არსებულ სახელმწიფო განათლების დაწესებულებაში გავიარე ინტერნატურა ზოგად ქირურგიაში, შემდეგ იყო პროფესიული გადამზადება ონკოლოგიაში და შესაბამისი სერტიფიკატიც მივიღე. გავიარე ასპირანტურა ონკოლოგიაში, 2009 წელს კი მომენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმ წელსვე ავიღე უმაღლესი კატეგორიის დამადასტურებელი საბუთი. 29 წლის ასაკში გავხდი ონკოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი კიბოს კვლევით ცენტრში, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.
– თქვენ წარმატებული კარიერა გქონდათ,  საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება და აქ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
– ჩემი უცხოეთში წასვლის მიზანი იყო, მიმეღო კარგი განათლება და გამოცდილება (რაც, სამწუხაროდ, საქართველოში 90-იან წლებში არარეალური იყო), რასაც საქართველოში დაბრუნებული ქართველი პაციენტების ჯანმრთელობისთვის გამოვიყენებდი. დაბრუნების შემდეგ არაერთ კლინიკასთან ვთანამშრომლობდი, მათ შორის სამი წლის განმავლობაში სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“ ვხელმძღვანელობდი ქირურგიულ დეპარტამენტს.
– პირველი ოპერაცია გაიხსენეთ, ღელავდით?
– მახსოვს, პირველად ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავაკეთე. ვიდრე დამოუკიდებლად დავდგებოდი საოპერაციო მაგიდასთან იქამდე ბევრ ოპერაციას ვესწრებოდი, ასისტენციას ვუწევდი ქირურგებს და უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა დაგროვილი, ამიტომ ნაკლებად ვღელავდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღემდე კარგად მახსოვს, ბოლო ლექციებიდან როგორ ვიპარებოდი, რომ საოპერაციოში შევსულიყავი.
– ამჟამად სად მოღვაწეობთ?
– თითქმის ოთხი წელია, „წმიდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში“ ვმუშაობ.
– ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობა, ალბათ, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
– რა თქმა უნდა, ამ პაციენტებს ჩვენგან ძალიან სერიოზული ფსიქოემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ. ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია, ექიმმა კარგად აუხსნას პაციენტს მდგომარეობა, მოსალოდნელი შედეგები და ასე შემდეგ. მათ  ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უნდა იგრძნონ, ამიტომ, სანამ უშუალოდ ოპერაციამდე მივა საქმე, უპირველესია ექიმის ადამიანური მიდგომა პაციენტის მიმართ.
– ძუძუს კიბოს გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრი ქალბატონი მოდის თქვენთან, როგორი გარემო ხვდებათ თქვენს კლინიკაში მოსულ პაციენტებს?
– ძუძუს კიბოს პრობლემით ხშირად მოდიან ქალბატონები, შედარებით იშვიათად, მაგრამ ეს დაავადება მამაკაცებშიც გვხვდება. ამ დიაგნოზს ქალები უფრო ემოციურად უდგებიან, ასეთ სიტუაციაში კი, ისევ და ისევ, დიდია ექიმის როლი.
  ჩვენს კლინიკაში ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა. ინტერიერი – ყვავილები თითქმის ყველგან, ლამაზი სურათები... წინასაახალწლოდ – ლამაზი ნაძვისხე. ძირითადად, თეთრი ხალათის გარეშე მყოფი ექიმები (რითიც ვცდილობთ, ჩვენს პაციენტებს დამატებითი სტრესი ავარიდოთ)  ქმნის მყუდრო და შინაურულ გარემოს ჩვენი პაციენტებისთვის. და ამისთან ერთად – მაღალკვალიფიციური და მზრუნველი პერსონალი.
– რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს კარგი ქირურგი?
– მნიშვნელოვანია, რომ ექიმი, პირველ რიგში, იყოს ადამიანი, რომლის გვერდში დგომას, მზრუნველობასა და მხარდაჭერასაც იგრძნობს პაციენტი. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში არის გუნდური მუშაობა, რასაც პაციენტი ხედავს და გრძნობს. ერთი მხრივ, ეს სასიამოვნოა პაციენტისთვის, ჩვენთვის კი ეს არის ერთობლივი ზრუნვა.
– თითქმის 10 წელიწადია, საქართველოში მოღვაწეობთ, დღეს თუ გაქვთ კავშირი უცხოელ კოლეგებთან და რაში გეხმარებათ ეს?
– რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესები მოითხოვს ჩვენგან შესაბამის განვითარებას. ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს გერმანიასთან, ავსტრიასთან. „პრივატ კლინიკიდან“ ხშირად დავდივარ კონფერენციებსა და კონგრესებზე სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენს კლინიკაშიც ვაწყობთ  საერთაშორისო დონის კონფერენციებს, ჩამოგვყავს უცხოელი კოლეგები. ჩვენს კლინიკას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ვენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან (Vienna General Hospital AKH), იქაური ექიმები ხშირად ჩამოდიან თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ჩვენც ჩავდივართ მათთან.
  მთელი ჩემი ახალგაზრდობა კარიერულ ზრდას დავუთმე, მაგრამ მოგეხსენებათ, სწავლა სიბერემდეო და მუდმივად შემეცნებისა და განვითარების პროცესში ვარ!  

скачать dle 11.3