№1 ანეკდოტი
ახალგაზრდა ქრისტიანმა შეკითხვით მიმართა გამოცდილ მორწმუნეს:
– ძმაო, აუცილებელია სრულიად უარვყო წუთისოფელი?
– არ იდარდო, – უპასუხა მან, – თუ შენი ცხოვრება ნამდვილად ქრისტიანული იქნება, წუთისოფელი თავად უარგყოფს შენ.
სხარტულები
* სექსის შემდეგ ქმარი რომ არ გადაბრუნდეს კედლისკენ, ლამარამ დედამისის ფოტო დაკიდა.
* სპორტული ჰოროსკოპი: დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პოზიტიური დღე აქვს – არ თამაშობს.
* ცუდია ბევრი ხუმრობის ცოდნა, როცა საჭიროა მოყოლა, აღარ გახსოვს და როცა სხვა ყვება, აღარ გეცინება.