კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რა საჩუქარი გაუკეთა ვახტანგ ჭაბუკიანმა საბჭოთა ელჩს ამერიკაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  1964 წელს გენიალურ ქართველ ბალერონს, ვახტანგ ჭაბუკიანს წარმატებული გასტროლები ჰქონდა შეერთებულ შტატებში. მისი გამოსვლები ყოველთვის ანშლაგით მიდიოდა და ამერიკელმა იმპრესარიომ გათვალისწინებულზე მეტი ფული იშოვა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ გარდა იმ თანხისა, რომელიც კონტრაქტით იყო დადგენილი და პირდაპირ საბჭოთა ხაზინაში ირიცხებოდა, გენიალური ბალერონისთვის პირადი საჩუქარი გაეკეთებინა. მან  ჭაბუკიანს 5 ათასი დოლარი „ქეშად“ ხელზე მისცა. ეს ამბავი მაშინვე შეიტყო „კაგებემ“ და მოსკოვში გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე საბჭოთა ელჩმა, ანატოლი დობრინინმა ჭაბუკიანი საელჩოში დაიბარა და უთხრა:
– ვახტანგ მიხაილოვიჩ, ხომ იცით, რომ  ჩვენთან დაუშვებელია, რომ ვალუტა ხელზე გქონდეთ. უმეტესი ნაწილი უნდა ჩაგვაბაროთ. გამონაკლისის სახით კი, ნებას გრთავთ, რომ ორასიოდე დოლარი დაიტოვოთ და თქვენი ახლობლებისთვის სუვენირები შეიძინოთო.
  ჭაბუკიანმა დობრინინს უთხრა, რომ დოლარებს მეორე დღეს ჩააბარებდა და საელჩოდან წამოვიდა. გზაში კი ანტიკვარულ მაღაზიაში შეიარა და 5 ათას დოლარად ღირებული უძველესი და უიშვიათესი ჩინური ფაიფურის უზარმაზარი ლარნაკი იყიდა. მეორე დილით კი ამ ლარნაკით დობრინინს მიადგა საელჩოში. ერთხანს ჭაბუკიანი ლარნაკს ათვალიერებდა და მისი სილამაზით ტკბებოდა. შემდეგ კი ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ეს ძვირფასი ლარნაკი დობრინინისთვის საჩუქრად უნდა გადაეცა, მაგრამ   „მოულოდნელად“ ხელიდან „გაუვარდა“ და დაიმსხვრა.
ჭაბუკიანმა იატაკიდან ძვირფასი ლარნაკის ერთი პატარა ნატეხი აიღო, ცხვირსახოცში შეახვია და საბჭოთა ელჩს უთხრა:
– ეს – მე, ჩემი ჰონორარის თქვენგან ნაწყალობევი წილი, დანარჩენი კი თქვენი იყოსო.
ამ შემთხვევის შემდეგ ჭაბუკიანის უცხოურ გასტროლებს საბჭოთა მთავრობამ ტაბუ დაადო.

скачать dle 11.3