№1 ეს საინტერესოა

* მე-11 საუკუნეში სამი წლის განმავლობაში ნორვეგიის მეფე იყო ძაღლი.
* გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე ოთხი სამკერვალო გაიხსნა. ერთის აბრაზე ეწერა „საუკეთესო მკერავი დედამიწაზე“, მეორეზე – „საუკეთესო მკერავი მზის სისტემაში“, მესამეზე – „საუკეთესო მკერავი სამყაროში“. ყველაზე მეტი კლიენტი კი იმ სამკერვალოს ჰყავდა, რომელსაც ეწერა – „საუკეთესო მკერავი ამ ქუჩაზე“.