№1 ბრძნული აზრები
დოსტოევსკი: რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსვლავები, რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოსაა ღმერთი.
ცვაიგი: არცერთმა ექიმმა არ იცის დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ ისეთი წამალი, როგორიცაა იმედი.
ვოვენარგი: საკუთარი წარმატება მის მისაღწევად გაღებული მსხვერპლით შეაფასეთ.
მონტენი: არასდროს შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან.
ჩერჩილი: თუ გსურთ, სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ, გახსოვდეთ, რომ მტრები თქვენი საუკეთესო მასწავლებლები არიან. მათი არსებობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვისწავლოთ ტოლერანტობა, გაგება და მოთმინება.
ბიბლია: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს! ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარს.
ვოლტერი: იგნორირება ადამიანზე ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დამანგრეველი ფორმაა.
ლაო ძი: თქვენზე გავლენას ახდენს ის, ვინც გაღიზიანებთ.
სენეკა: არასდროს განსაჯო ადამიანი მანამდე, სანამ არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით.
ოშო: როცა ადამიანი ტკივილს გაყენებთ, უნდა იფიქროთ, რომ ის თვითონ ძალიან უბედურია.
უაილდი: კარგი მეგობარი ხიდის მოაჯირს უნდა ჰგავდეს, შეიძლება, არც კი შეეხო, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ არ გადავარდები.
ჩეხოვი: დაუჯერეთ ექიმებს, მაგრამ ისწავლეთ სწორად დაარღვიოთ ზოგიერთი მათი აკრძალვა.
განდი: ბედნიერი მაშინ ხარ, როცა რასაც ფიქრობ, რასაც ამბობ და რასაც აკეთებ ერთმანეთთან ჰარმონიაშია.
კონფუცი: მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია, არ გაჩერდეთ.
შანელი: მხოლოდ მას ენდეთ ბოლომდე, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს ხუჭავს.
მენკენი: ქალს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰყვარებია, ყველაფრის მიღწევა შეუძლია.