№1 პიროვნული იდენტიფიკაცია
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
იაპონელმა პროფესორმა ისამუ საიტომ შექმნა საინტერესო მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელსაც კოკოლოგია ეწოდება. კოკოლოგიური ტესტები სრულად ახდენს ადამიანის პიროვნულ იდენტიფკაციას.
1. უცნობი ურჩხული შიშს ჰგვრის ქალაქის მაცხოვრებლებს. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოვიდა ის ტყიდან?
ა) მოშივდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ველური ცხოველები შიმშილის დროს ადამიანებთან მოდიან;
ბ) ვიღაცას ეძებს თავისი გუნდიდან, იქნებ პარტნიორს;
გ) ის მხოლოდ ველური ნადირია ტყიდან. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას?
დ) მის ცხოვრებაში რაღაც საშინელი მოხდა და დაბნეულია.
2. იდუმალი თაყვანისმცემლისგან საჩუქრად მანუსკრიპტი მიიღეთ. როგორ ფიქრობთ, რა არის?
ა) ცნობილი მწერლის ბიოგრაფია;
ბ) კომედიური პიესა;
გ) აბსურდის ლიტერატურა;
დ) პოემა სიყვარულზე.
3. გაქვთ ჯადოსნური მარაო. ვისაც დაუნიავებთ, ის ადამიანი გაქრება. ვისზე გამოცდიდით მაგიური საგნის ძალას?
ა) საკუთარ თავზე;
ბ) საყვარელ ადამიანზე;
გ) მასზე, ვინც ყველაზე მეტ პრობლემას მიქმნის;
დ) ვინმე უცხოზე.
4. მეგობრებმა კრუიზში დაგპატიჟეს. როდესაც გემბანზე ახვედით, დაინახეთ...
ა) მშვიდი ზღვა, მზე ანათებს;
ბ) ღამის ზღვა და მთვარის შუქი;
გ) თხელ ნისლში გახვეული ცივი, რუხი ფერის ზღვა;
დ) გამაოგნებელი სილამაზის მზის ჩასვლა.
პასუხები:
1. ურჩხული – თქვენი ცხოვრების მთავარი პრობლემაა.
ა) თქვენ არ ცხოვრობთ ბედნიერებისთვის, მუდმივად ზღუდავთ საკუთარ თავს. უკრძალავთ სიამოვნებას და ითრგუნებით;
ბ) სასიყვარულო ურთიერთობაში და პირად სივრცეში პრობლემები გაქვთ;
გ) გარშემო მყოფები ნერვებს გიშლიან;
დ) გაწუხებთ ის, რომ ვერავინ გიგებთ და თავს მარტოსულად გრძნობთ.
2. საჩუქარი – თქვენი ხასიათის ყველაზე მიმზიდველი თვისებაა.
ა) ყოველთვის დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში;
ბ) ადამიანებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობით იზიდავთ;
გ) ძალიან ორიგინალური ადამიანი ხართ, კეთილი, გულისხმიერი, რომლისგანაც მძიმე მომენტებში მხარდაჭერას ელიან;
დ) რომანტიკული ადამიანი ხართ და ადამიანებსაც ამ თვისებით იზიდავთ.
3. მარაო – როგორ ჭრით პრობლემებს პირად ცხოვრებაში.
ა) თავს ქვიშაში მალავთ და ელოდებით, ყველაფერი თავისთავად როდის მოგვარდება;
ბ) მიდრეკილება გაქვთ, პასუხისმგებლობა საყვარელ ადამიანზე გადაიტანოთ;
გ) პრობლემებს თავს არ არიდებთ, პირიქით, სწრაფად აგვარებთ მათ;
დ) ცდილობთ, თავად არ დაიტვირთოთ და პრობლემები სხვას მოაგვარებინოთ.
4. ზღვა სიყვარულში თქვენი იდეალის განსახიერებაა.
ა) ემოციებით სავსე ხართ. მთავარია, გიყვარდეთ, მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება შემდეგ;
ბ) არ გინდათ, გქონდეთ საიდუმლო საყვარელი ადამიანისგან და მისი მხრიდანაც იგივე დამოკიდებულებას ელით;
გ) გჯერათ, რომ შეყვარებული, უპირველესად, საუკეთესო მეგობარია.
დ) მიგაჩნიათ, რომ ნამდვილი სიყვარული ისაა, რაც რომანებშია აღწერილი.