№1 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: თმა ძალიან გვიან მეზრდება. თუ არის ისეთი საშუალება, რომ მისი ზრდა დავაჩქარო?
პასუხი: ამისთვის არსებობს თმის ზრდის დამაჩაქარებელი ნიღაბი, რომელიც საკმაოდ ეფექტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრხოა. ნიღაბი კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენოთ: ჯამში დასრისეთ 1 ბანანი, დაამატეთ 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. კარგად გადაურიეთ და მიღებული მასა თმაზე დაიდეთ. დაიმასაჟეთ თავის კანი 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი და ერთი საათი გაიჩერეთ. როცა ეს დრო გავა, დაიბანეთ ჩვეულებრივი წესით.
კითხვა: სახის კანს განსაკუთრებულად ვუვლი. თუმცა, არასდროს მომსვლია აზრად კისრისა და მკერდის არის მოვლა. არადა, რომ ვაკვირდები, ამ მიდამოში კანი საკმაოდ მოეშვა და სახის კანთან შედარებით, ცუდად გამოიყურება. ასევე, დამიბერდა ხელის კანი. რა საშუალება გამოვიყენო, ამ შემთხვევაში?
პასუხი: როდესაც სახის კანის პარალელურად, არ უვლით კისრისა და მკერდის არეს, ეს ნაწილი ხელებთან ერთად, მიუხედავად სახის მდგომარეობისა, ნათლად წარმოაჩენს ასაკობრივ ნაკლოვანებებს, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათზე ლოსიონებითა და ასაკის შესაბამისი პროდუქციით ზრუნვა.