№1 საკვებისგან დაგროვილი ცხიმებისგან ორგანიზმის გამწმენდი და წონაში სწრაფად დასაკლები დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

ორგანიზმის გასაწმენდად და ამასთანავე, წონაში დასაკლებად წყალი ერთ-ერთი აუცილებელი ინგრენდიენტია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია, ჩაისა და ყავის გარდა, დღეში 1 ლიტრი წყალი მაინც აუცილებლად უნდა მიიღოთ.
პირველი დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ: 1 ლიტრი რძე ან კეფირი – სურვილისამებრ, 1 ვაშლი ან ფორთოხალი, 3 ცალი მოხარშული კვერცხი.
მეორე დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ: 500 მილილიტრი მაწონი, 1 ვაშლი ან ფორთოხალი, 300 გრამი ხორცი.
მესამე დღე
დღის განმავლობაში მიიღეთ: 500 მილილიტრი მაწონი, 1 ვაშლი ან ფორთოხალი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ან ქათმის ხორცი, 100 გრამი უმარილო ყველი.