კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 20 წლის და ხშირად მერევა სიტყვები. სხვა სიტყვას ვგულისხმობ და სულ სხვას ვამბობ. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: მეტყველების მსგავსი დარღვევის დროს პირველადი შეფასებისთვის აუცილებელია ნევროლოგთან ვიზიტია, რათა ადეკვატურად შეფასდეს მდგომარეობა და გაირკვეს დარღვევის რეალური მიზეზი. ასეთი დარღვევა შესაძლოა, მეტყველების ტემპის აჩქარებითაც  (სწრაფი მეტყველება) იყოს გამოწვეული.
კითხვა: მაინტერესებს, ყოველდღე შვრიის ფაფის დილაობით მიღება სასარგებლოა თუ საზიანო?
პასუხი: შვრია შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც აბრკოლებს კუჭ-ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას, ამიტომ სასურველია, შვრია (ჰერკულესი) პერიოდულად ჩაანაცვლოთ წიწიბურით, ქერით, ბრინჯით...
კითხვა: 4 წლის ბავშვს პირის გარშემო სილურჯე აქვს. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. ბავშვს არაფერი აწუხებს, ძალიან ენერგიულია.
პასუხი: ბავშვი საჭიროებს კარდიოლოგისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას.
კითხვა: ვიტამინი B12-ს (კობალამინს) თუ აქვს ჰორმონების მოსაწესრიგებელი თვისება?
პასუხი: ვიტამინი B12 მონაწილეობს მელატონინის სინთეზში (ძილის ჰორმონი), რომელიც ორგანიზმს ეხმარება უძილობის დაძლევასა და ძილ-ღვიძილის რეჟიმის ცვლილების ადაპტაციაში.
კითხვა: ექიმმა დამინიშნა მაგნეფარი B6 ვიტამინი. ვარ დიეტაზე და მაინტერესებს, ეს ვიტამინი წონის მატებას ხომ არ უწყობს ხელს?
პასუხი: მაგნეფარი B6-ს არ აქვს წონაში მომატების ეფექტი, თუ თქვენ იცავთ სწორი კვების რეჟიმს, აკონტროლებთ საკვებით მიღებულ კალორიებს, ვარჯიშობთ, რაიმე ტიპის ენდოკრინული დარღვევა არ აღგენიშნებათ, მოწესრიგებული გაქვთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება, მაშინ წონაში მომატების შიში ნუ გექნებათ.
კითხვა: ვარ 86 წლის აბსოლუტურად ჯანმრთელი. არასოდეს ლოთი არ ვყოფილვარ,  ახლა დავიწყე დილით 50 გრამი, ვახშმობისას კი 100 გრამი სუფთა, უშაქრო არყის დალევა და მაინტერესებს მავნებელი ხომ არ იქნება?
პასუხი: თუ დისკომფორტი არ გექმნებათ და ამასთან დაკავშირებით რაიმე ჩივილი არ გაგიჩნდათ, დღეში 50, მაქსიმუმ, 100 გრამი სრულიად უსაფრთხო იქნება.
კითხვა: რამდენ ხანში გამოჩნდება ანალიზში C ან B ჰეპატიტით დაინფიცირება?
პასუხი: ჰეპატიტის მწვავე მიმდინარეობისას დაავადება სისხლში 6-8 კვირის შემდეგ გამოვლინდება. ჰეპატიტზე სისხლის ანალიზის ჩატარება მიზანშეწონილია სავარაუდო ინფიცირებიდან 2-3 თვის შემდეგ, რადგან ეგრეთ წოდებული, ინკუბაციური პერიოდის ადრეულ სტადიაზე დაავადება ანალიზით შესაძლოა, არ გამოვლინდეს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3