№1 დახეთქილი ქუსლების მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

დახეთქილი ქუსლების სამკურნალო ძირითადი საშუალებაა ვაზელინზე დამზადებული პრეპარატები. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. გააცხელეთ წყალი, დაუმატეთ ბორის მჟავა, გაანაწილეთ შემდეგი პროპორციით – 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე, ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. ფეხის წყლიდან ამოღების შემდეგ, ქუსლებზე წაისვით ვაზელინი და ზემოდან პლასტირი დაიკარით. შეეცადეთ, გაიჩეროთ ღამის განმავლობაში. შეასრულეთ ეს პროცედურა ყოველდღე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
გააკეთეთ სკრაბი 3 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილის, 1 სუფრის კოვზი თაფლისა და 2-3 წვეთი ვაშლის ძმრის ნარევით. უნდა მიიღოთ სქელი მასა. მოათავსეთ ტერფები ნელთბილ წყალში 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ სკრაბით ნაზად მოიცილეთ ქუსლიდან მკვდარი უჯრედები. გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ. პროცედურა ეფექტურია, რადგან ბრინჯის ფქვილი ქერცლავს, წმენდს და მინერალებით ავსებს კანს. თაფლი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც გეხმარებათ აქერცლილი ქუსლის განკურნებაში. ძმარი მჟავაა, რომელიც არბილებს ძველ და მკვდარ უჯრედებს და ადვილად მოსაშორებელს ხდის.
კარგად არბილებს კანს სოდიანი აბაზანები, არც სკრაბი დაივიწყოთ: დაორთქლილი ფეხები კარგად გაიხეხეთ პემზით ან სპეციალური ჯაგრისით. გარქოვანებული კანის დროულად მოცილება აუცილებელია. დახეთქილი ქუსლები დარბილდება და გლუვი გახდება, თუ ყოველდღე, თბილი აბაზანის შემდეგ, ნახეთქებში ზეითუნის ზეთს შეიზელთ. არაჩვეულებრივია დროდადრო კანის ცხიმოვანი კრემით დაზელა. ასეთი მასაჟი გააძლიერებს ქუსლებსა და ტერფებში სისხლის მომოქცევას და ხელს შეუწყობს ნახეთქების შეხორცებას. ეს პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ, მერე კი ბამბის წინდები ამოიცვით.
ჩაასხით ტაშტში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 15 წვეთი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ მაინც ჩაიტარეთ.