კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 მოძღვარი გვირჩევს

  კითხვა: ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა უღირსი მოძღვრების თემა. მრევლი დაბნეულია. როგორ უნდა შეინარჩუნოს ასეთ ვითარებაში ქრისტიანმა რწმენა?
  პასუხი: დავიწყოთ იმით, თუ რატომ დადის ადამიანი ტაძარში? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას უყვარს უფალი და მასთან მიახლოება სწადია. თუკი ეს ასეა, მაშინ გავიხსენოთ ისიც, რომ უფალი ადამიანს, უპირველესად, საკუთარი თავის შეცნობასა და ცოდვების მონანიებას სთხოვს. ხოლო თუ საკუთარ თავს კარგად ჩავუღრმავდებით და ჩვენს ცოდვებს დავინახავთ, მაშინ აღარ აღვშფოთდებით და აღარ განვიკითხავთ სხვას, თუნდაც სასულიერო პირს. უფალი თავად მოჰკითხავს იმ ადამიანს, თუნდაც მოძღვარს, ვისაც თქვენ უღირსად მიიჩნევთ. სასულიერო პირს კი უფალი მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს და მეტსაც მოსთხოვს. ნუ განიკითხავთ ნურავის, რათა არ განიკითხნეთ. დაეხმარეთ მოყვასს თქვენი კაცთმოყვარეობით.
  კითხვა: მაქვს პრობლემა, რაზედაც ახლა არ დავკონკრეტდები. შევხვდი ორ მოძღვარს სხვადასხვა ტაძარში და ვესაუბრე. ამის შესახებ ორივემ სხვადასხვა რჩევა მომცა. დაბნეული ვარ.
  პასუხი: ეს სავსებით კანონზომიერი შემთხვევაა. შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად განსხვავებული რჩევები მოგცეთ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ორივემ მიგიყვანოთ. ასეთ შედარებას მოვიტანთ, შესაძლოა, ორმა სხვადასხვა ექიმმა ერთი და იმავე დაავადებას სხვადასხვა მეთოდით უმკურნალოს, მაგრამ პაციენტი ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელდეს.
  კითხვა: სამწუხაროდ, დღემდე მოუნათლავი ვარ. თუ შეიძლება, მითხარით, რომელ ქრისტიანულ საიდუმლოებებში მეკრძალება მონაწილეობის მიღება?
  პასუხი: თქვენ არც ერთ საეკლესიო საიდუმლოებაში არ შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. მოუნათლავი თუ ხართ, ესე იგი, უფალს გაურბიხართ და არ გყავთ მფარველი წმიდანი, მხოლოდ მონათვლის შემდეგ მოგენიჭებათ ყოველივე ამის მადლი. შეეცადეთ მალე მოინათლოთ, რაც თქვენი ხელმეორედ სულიერად დაბადება იქნება. მანამდე კი შეგიძლიათ, დაესწროთ წირვა-ლოცვას იმ მომენტამდე, სანამ მოძღვარი კათაკმეველებს სთხოვს, დატოვონ ტაძარი.
  კითხვა: უფალი მოგვიწოდებს, რომ შევიყვაროთ ჩვენი მტრები. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ამით უფალს ვეწინააღმდეგები?
  პასუხი: მტრის შეყვარება ადვილი ნამდვილად არ არის. გიყვარდეს მტერი შენი, ნიშნავს ამაღლდე ადამიანური ბუნებიდან და დაუახლოვდე ღვთიურ ბუნებას, ანუ დაემსგავსო უფალს, რომელსაც შეურაცხყოფდნენ, გვემდნენ, მას კი ყველა უყვარდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უფალს ვერ გავუტოლდებით, მაგრამ უნდა შევეცადოთ, მტერში შევიძულოთ ის ბოროტი საქციელი და არა თვითონ ადამიანი, რომელიც თავადაც უფლის შექმნილია. მტრის მიმართ სიძულვილი ჩვენვე დაგვაზიანებს. მუდმივად მტრობით დამძიმებული გული თვითონ ადამიანს ამძიმებს და წარმატებაში უშლის ხელს. ამიტომ შეეცადეთ, ბოროტებას სიკეთით უპასუხოთ და თუ ვერ შეძლებთ მათში სიკეთის გაღვივებას, ილოცეთ მათთვის.
скачать dle 11.3