კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ალაგ-ალაგ მედასავლეთენი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ნუშებს შორის – ბაიყუში

  ქართული პოლიტიკა ფრიად უცნაური მოვლენაა, ამიტომაც ისეც კი მოხდა, რომ  პარტიებმა, რომლებიც ერთადერთ პროდასავლურებად ყოყლოჩინობენ (აი, ბალღობიდანვე განა ხეზე, დასავლეთზე რომ ისხდნენ), ისე შეისისხლხორცეს მათ მიერვე პრორუსულად წოდებული პარტიები, ერთმანეთს თვალშიც რომ ჩაუცვივდნენ, ხელს არ ამოისვამენ.
  შესაძლოა, ამ წრეგადასული სიყვარულის გამოც (უფრორე სკამებისა, ვინაიდან, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ერთად უფრო მეტს მოიპოვებენ), არათუ გაერთიანებულმა, ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმაც კი პირში წყალი ჩაიგუბეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავქალის, ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე (რუსულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუსას), რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღნიშნოს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე იუბილე და მოსკოვში 9 მაისის აღლუმსაც კი დაესწროს.
  ცხადია, რუსულ მედიასაშუალებას მან ინტერვიუ დეკემბრის შუა რიცხვებში მისცა, როდესაც მოსკოვში იმყოფებოდა და ამ ვიზიტსაც თვალი კდემამოსილად აარიდეს მისმა ამჟამინდელმა, თუმცა სიტუაციურმა, ანუ დროებითმა პოლიტპარტნიორებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ თავკაცობით (აბა  – საკუთარ „შვილს“ ხომ არ მოჰკვეთდნენ თავს?!).
  ვინ სად და როდის წავა ან არ წავა, ამას დრო გვიჩვენებს და, მართალია, ქ-ნი ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს საერთო გამარჯვებაა და რაკი ერთად ვიბრძოდით, თუ ნორმალური ადამიანები ვართ, ერთადვე უნდა აღვნიშნოთო, მაინც რთულად წარმომიდგენია: ქართული დელეგაცია ოსურსა და აფხაზურ დელეგაციებს შორის ბაიყუშივით უნდა ჩადგეს, თუ მორცხვად განზე გაიწიოს?!


скачать dle 11.3