კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 საქართველოს პირველი დიდი გამარჯვება ფიგურულ სრიალში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა სპორტსმენებმა ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვეს. სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში მსგავი გამარჯვება საქართველოსთვის პირველი იყო.  აღნიშნულ ტურნირამდე ლუკა და ალინა რიგაში გამართულ იუნიორთა კონკურსზე გრან-პრის მფლობელები გახდნენ.
  ლუკა ბერულავა: დავიბადე მოსკოვში  2002 წლის 27 ნოემბერს. 17 წლის ვარ. დაახლოებით, ოთხი წლის ვიყავი, როცა ტელევიზიით გადაცემა ледниковый период-ის პირველი სეზონი გადიოდა. სწორედ ამ გადაცემამ მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა და გამიჩნდა უსაზღვრო სურვილი, რომ ერთ-ერთი წარმატებული ფიგურისტი მეც გავმხდარიყავი. ჩემი მშობლები თავიდანვე ზრუნავდნენ ჩემი და ჩემი დის მომავალზე. გაითვალისწინეს ჩემი უდიდესი სურვილი და ინტერესი ფიგურული სრიალის მიმართ და გადაწყვიტეს შევეყვანეთ სპორტის ამ სახეობაზე.  უბედნიერესი ვიყავი, როცა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ საქართველოს სახელით გამოსვლა შემომთავაზა. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
– რამდენი ხანია, რაც ალინა ბუტაევასთან ერთად წყვილში საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიხარ? გაგვაცანი შენი მეწყვილე... „ჩელენჯერის სერიის“ ტურნირზე ელოდებოდით ოქროს მედალს?
–  ალინა ბუტაევა 14 წლის არის, ქალაქ ყაზანშია დაბადებული. მე და ალინამ წყვილთა კატეგორიაში სრიალი, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ, ხოლო კონკურსებში მონაწილეობა კი – 2019 წლის აგვისტოს თვიდან. ქედმაღლობაში რომ არ ჩამეთვალოს, ველოდებოდით ამ გამარჯვებას, რაც ჩვენი და ჩვენი მწვრთნელების შრომის დამსახურებაა.
– საქართველომ მსგავს კონკურსში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი დებიუტანტებში. რა განცდაა? კიდევ რა წარმატებები გაქვთ სპორტის ამ სახეობაში?
– ამაყი ვარ, რომ საქართველო პირველად წარმოვაჩინეთ ფიგურული სრიალის წყვილთა კატეგორიით და პირველი ადგილი და პირველი ოქროს მედალიც დავიმსახურეთ. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გრან-პრის ეტაპში ქალაქ რიგაში და ქალაქ ზაგრებში, სადაც მოვიპოვეთ ოლიმპიური ლიცენზია, აგრეთვე, მივიღეთ მონაწილეობა „ჩელენჯის“ ორ ეტაპში. ამჟამად თავდაუზოგავად ვემზადებით ოლიმპიადისთვის, რომელიც 2020 წლის იანვარში გაიმართება შვეიცარიაში.
– ფიგურულ სრიალში ბევრი სახიფათო მომენტია. თავად თუ აღმოჩენილხარ მსგავს სიტუაციაში?
– ფიგურული სრიალი ნამდვილად სპორტის სახიფათო სახეობაა. რა თქმა უნდა, ტრავმებიც მიგვიღია, მაგრამ საგანგაშო და სერიოზული არაფერი. ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას.

скачать dle 11.3