კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 დიმუ მენაბდე: მაგარი „ჩმორი“ ვიყავი, მთელი ბავშვობა მაბულინგებდნენ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დიმუ მენაბდე მაყურებელმა „მასტერშფიდან“ გაიცნო, თუმცა მის პირად ცხოვრებას მანამდეც განიხილავდნენ. პირველად ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა მისი და თინა მახარაძის სიყვარულის შესახებ გახდა ცნობილი. ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, როცა საკუთარ თავს და მისწრაფებებს პოულობს, თუმცა ზუსტად იცის, რომ ნამდვილობა მისთვის ყველაზე მთავარია.
  დიმუ მენაბდე: კულინარიით ვიყავი გატაცებული, მაგრამ „მასტერშეფში“ მონაწილეობაზე არ მიფიქრია. ერთ მომენტში მითხრეს, რატომ არ მიდიხარო, მეც ავდექი და ვცადე. თავიდანვე კარგად აეწყო ყველაფერი. ძალიან კარგი სტაფი ჰყავთ, თან ბევრ მათგანთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს და ვიცი, რომ პროფესიონალები არიან, რაც მომწონს. არ მიფიქრია, ვინ რას იფიქრებდა ჩემზე. ყველა რაღაცას ფიქრობს სხვაზე, ან კარგს, ან ცუდს და ეგ სულერთია ჩემთვის. მომწონდა, რომ შეფები ნახავდნენ ჩემს ნამუშევარს, რადგან კომპეტენტური და რადიკალურად განსხვავებული ტიპები არიან, ამიტომ მათი კრიტიკა და განსაკუთრებით, ნეგატიური შეფასებები ძალიან მაინტერესებს. რაც გემრიელია, ისედაც ვიცი, მაგრამ საით უნდა წავიდე უკეთესი შედეგისთვის, ეს მნიშვნელოვანი რჩევაა მათგან. საქართველოს ფორმატისთვის შეიძლება, უჩვეულო ტიპი ვარ, გახსნილი. ბევრს არ უნდა ან არ შეუძლია ეს. შებოჭილობა და კომპლექსები არსებობს. ნუ იტყლარწებიო, ასეთი კომენტარები მხვდება ხოლმე ჩემთან დაკავშირებით. არ ვიცი, რას ეძახიან ტყლარწვას, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და პირობა დავდე, რომ ვეცდები აღარ გავიტყლარწო (იცინის).
– როგორი მოლოდინი გაქვს?
– წინა პროექტში ვნახე, რომ ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. ასეთ ძლიერად არ მივიჩნევდი თავს. მაგრამ ახლა რაც უფრო და უფრო წინ მივდივარ, მით უფრო მიმძაფრდება ფიქრი: მე როგორ ვერ უნდა მოვიგო?! დაძაბულობაც იზრდება, მეც ვვითარდები, შეფებიც გავიცანი, დროსაც უკეთ აღვიქვამ და მოკლედ, ახლა ველოდები, რომ მოვიგო.
– კულინარიით როდის დაინტერესდი?
– ოჯახში სტანდარტული სამზარეულო არ გვაქვს. დედა უკრაინელია – ის თავისებურ გემოებს ამზადებს. მამას ტექნიკის ყიდვა უყვარს: ელექტროგრილი, ბლენდერი და ასე შემდეგ. ინგლისში რომ ვცხოვრობდით, შაბათ-კვირას ბარბიქიუს ამზადებდა. წავიდოდა და იყიდდა, მაგალითად, „სასისკის“ გასატენ აპარატს. მე იქ ბარში დავიწყე მუშაობა მიმტანად და „გამარჯობა, როგორ ხართ“ მომბეზრდა, ვთქვი, რომ სამზარეულოში მერჩივნა. იქ პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის პრინციპებმა დამაინტერესა. იქიდან რომ ჩამოვედი, ოცი წლის ვიყავი და თბილისში მარტო ვცხოვრობდი. მერე ბარებში დავიწყე მუშაობა და ახლაც მაქვს ამ სფეროსთან შეხება. თან, ხმის ინჟინერი ვარ. ერთი მომენტი კულინარიულ აკადემიაშიც ვსწავლობდი.
– რას უკავშირდებოდა საცხოვრებელი ადგილების ხშირად გამოცვლა?
– დედა უკრაინელია, მამა ქართველი. მე თბილისში დავიბადე.  სამი წელი აქ ვიცხოვრეთ და შემდეგ უკრაინაში გადავედით. თერთმეტ წლამდე იქ ვიყავი და პირველი ენა, რომელიც ვისწავლე, რუსული იყო. მერე ჩამოვედი აქ, ერთ წელიწადში ვისწავლე ქართული და თხუთმეტ წლამდე აქ ვცხოვრობდით. აქ გავლოთდი (იცინის). რადიკალურად „ფეხებზე მკიდია“ დამოკიდებულებაა ამ საკითხისდმი. საქართველოა ქვეყანა, სადაც გრამის მეასედ „ექსტაზზე“ რვიდან ოც წლამდე ჯდები ციხეში. სამაგიეროდ ექვსი წლის ასაკში, შეგიძლია შეხვიდე მაღაზიაში, გამოიტანო ოცი ლიტრი არაყი და არავინ კითხვასაც კი არ დაგისვამს. ასე რომ, არაა ჩემი ბრალი, თუ ცამეტი წლის ასაკში არაყს ვსვამდი. აქ რამეს იმიტომ კი არ ვცვლით, რომ მოქალაქეებისადმი გვაქვს პასუხისმგებლობლობა აღებული, „ფულის ახევა“ „მუღამი“ აქვს სახელმწიფოს.
– 15 წლის შემდეგ რა შეიცვალა?
– მამაჩემის სამსახურის გამო ინგლისში წავედით. ხუთი წელი ვცხოვრობდი ლონდონში, მაგრამ  მე მხოლოდ სამი მახსოვს (იცინის). იქ ვისწავლე ხმის ინჟინერია. რომ ჩავედი, მაშინვე პანიკა ატყდა, სად უნდა ჩამებარებინა. მაგარი „ჩმორი“ ბავშვი ვიყავი (იცინის). მთელი ბავშვობა მაბულინგებდნენ. უკრაინაში ვიყავი „გრუზინი ბავშვი“, საქართველოში რომ ჩამოვედი და ქართული არ ვიცოდი, ამის გამო სულ რაღაც ამბებში ვეხვეოდი. თხუთმეტი წლის ვიყავი, ეზოში რომ ჩავედი და მკითხეს, კაი ბიჭი ხარო? რავი, ხო-მეთქი. დედასაც ვეხმარები, მამასაც (იცინის). ჩემთვის გამოსავალი ყოველთვის მუსიკა იყო. საქართველოში მეგობრებიც მუსიკამ შემძინა, ურთიერთობების აწყობა ყოველთვის მას უკავშირდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე ხმის ინჟინერიის სწავლა. მაგრამ მერე საქართელოში ჩამოვედი. აქ ერთი გოგო მყავდა და ცოლად უნდა მომეყვანა.
– სიყვარულისთვის დაბრუნდი საქართველოში?
– იყო არჩევანი, შეიძლებოდა, ინგლისში დავრჩენილიყავი მარტო, ჩემები სხვა ქვეყანაში აპირებდნენ გადასვლას. ამ თავისტკივილს თავი ავარიდე, ისევ საქართველოში ჩამოვედი ჩემს ლოთ მეგობრებთან და სიყვარულთან. თოთხმეტი წლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. რომ ჩამოვედი უკვე ოცი წლის ვიყავი. ჩემი პირადი რჩევაა, ცოლი არ მოიყვანოთ, სანამ ადამიანთან კარგა ხანი არ იცხოვრებთ. ერთი წელი ვიცხოვრეთ, ბევრი ვიჩხუბეთ და დავიშალეთ.
– რთული იყო?
– ემოციური ტიპი ვარ და რთულად გადამაქვს გულისტკივილი. ვსვამდი, მაგარ მუსიკას ვუსმენდი.
– რატომ გადაწყვიტე აქ ცხოვრება?
– აქ უფრო მარტივია, საკუთარი თავი დატესტო ბევრ რამეში. შეგიძლია, საერთოდ არაფერი აკეთო. ყველას ისედაც „დარხეული“ აქვს და ცოტა ხნით შენც თუ „დაგერხევა“, არავის გაუკვირდება.  ყველა შენ გვერდითაა და „დარხეულების დიდი სასტავი ხართ“.
– მატერიალურად რომ გჭირდება თავის უზრუნველყოფა?
– ძირითადად, მშობლებზე ვარ დამოკიდებული, ჩვეულებრივი ქართველი ვარ, არაფერი განსაკუთრებული (იცინის). მუდმივად რაღაცას ვაკეთებ, არასდროს ვზივარ, მაგრამ ის ფული, რომელიც მე მინდა... მოკლედ საჭიროა მშობლების დახმარება (იცინის). ვფიქრობ, ახლა არის ის პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვპოულობ. ვხედავ, რა მიმართულებით უნდა წავიდე, აქამდე ძებნის პროცესი იყო. კულინარია, მუსიკასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩემი პიროვნებისა და მომავლის ჩამოყალიბებაში. რესტორანს თუ გავხსნი, იქ მუსიკას დიდი ადგილი ექნება. მინდა, არსებობდეს ადგილი, სადაც წახვალ და გემრიელ საჭმელთან ერთად, გემოვნებიანი მუსიკაც დაგხვდება. მგონია, ამ ორის კომბინაცია ჩემთან ახლოსაა და ვხვდები, რომ პერსონაჟი ამ მიმართულებით ყალიბდება. მოკლედ, აქეთ მივდივარ და თან ბევრს ვეწევი.
– აღარ სვამ?
– არა, დავანებე თავი, ხუთი თვეა, არ დამილევია, მომბეზრდა. ერთადერთი, სიგარეტს ვერ ვანებებ თავს. პლანიც მომბეზრდა და დავანებე თავი. ნარკოტიკი ზოგი მომბეზრდა, ზოგი არა. ვთვლი, რომ დამოკიდებულება მხოლოდ ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე კი არა, შეიძლება, საჭმლის მიმართაც გაგიჩნდეს. ხანდახან მოვიხმარ რაღაცებს, მაგრამ მძიმე ნარკოტიკთან და ნემსთან კომუნიკაცია არ მაქვს. არავინ მოწიოთ სიგარეტი, საშინელებაა! საერთოდ, დამოკიდებულება ყველაზე ცუდი რამეა.
– „მასტერშეფში“ გამოჩენამდე განგიხილავდნენ, თინა მახარაძის შეყვარებულობის გამო.
– წელიწადზე მეტი გავიდა დაშორებიდან. სამი წელი ვცხოვრობდით ერთად და ძალიან კარგი იყო.
– მერე რა მოხდა?
– მერე მოხდა ძალიან ცუდი რაღაცები და ძალიან ცუდად ვიყავი. საქართველოში ყველას რაღაცის გამო უნდა შენს საქმეებში ჩაყოს ცხვირი. ეს ბევრ პრობლემას ქმნის. მოკლედ, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ისე განვითარდა ყველაფერი, რომ საბოლოოდ დავშორდით.
– აღარანაირი ურთიერთობა აღარ გაქვთ?
– არა, იმას თავის ცხოვრება აქვს, ამერიკაში ცხოვრობს. სამი წლის განმავლობაში ისე ვცხოვრობდით, რომ ერთხელ არ აგვიწევია ხმისთვის. აბსოლუტური იდილია და ერთნაირი „მუღამები“ გვქონდა. იმდენად კარგი გრძნობა იყო, რომ ახლა საერთოდ არ მაქვს იმაზე ორიენტირი, რომ ახლა ახალი ურთიერთობა დავიწყო. ყველანაირი სურვილი დავკარგე. ახლა სხვა ასაკში ვარ, გავიზარდე, სხვანაირად ვუყურებ რაღაცებს. რეალურად, ხუთი თვის წინ მოვრჩი სმას, მანამდე, დაახლოებით, ერთი წელი, ყოველდღე ვსვამდი (იცინის). არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვების შეწუხება. როცა რეალური სახე დანგრეულია, მომწონს ნიღბები და ალკოჰოლი კარგი ნიღბის მორგებაში მეხმარება.
– მრავალფეროვანი ცხოვრება გაქვს, როგორ ადამიანად ჩამოყალიბდი?
– ვთვლი, რომ ნამდვილი ვარ და ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ. შეიძლება, კარგიც არაა, მაგრამ არ მაწუხებს ჩემი შეცდომები და არასწორი ნაბიჯები. ძალიან მომწონს ის, რისკენაც ვვითარდები. მინდა, ყველა იყოს გახსნილი და მართალი.

скачать dle 11.3