№52 ბრძნული აზრები
ილია მეორე: ამ ცხოვრების დედა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია.
ვოვენარგი: სამყარო გაქრება არა იმის გამო, რომ ბევრი ადამიანია, არამედ იმის გამო, რომ ბევრი არაადამიანია.
ჩერჩილი: ვინც კეთილია – თავისუფალია, თუნდაც მონა იყოს; ვინც ბოროტია – მონაა, თუნდაც მეფე იყოს.
ტოლსტოი: ყველაზე ბოროტ კაცსაც ღიმილით უნათდება სახე, როცა ეუბნებიან, რომ ის უყვართ. ალბათ, ამაშია ბედნიერება.
უაილდი: ზნეობა პოზაა, ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.
ლაუბი: დრო არის საათი უციფერბლატოდ.
აკაკი: სადაც სიყვარულია, იქ სიწმიდე მხოლოდ ღმერთია.
ნიცშე: რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად იღბლიანია.
ოთარ ჭილაძე: ლიტერატურა თანაბართა დაპირისპირება კი არა, განსხვავებულთა ერთობაა.
სენეკა: ოჯახის სიმტკიცე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დასძლევს სიყვარული ემოციურ ტანჯვას.
ჭაბუა: ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თორემ, მან რომ თავისი შეცდომა ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება.
ტვენი: ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ორი რამ გჭირდებათ – სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა.
მონტენი: სიკვდილის შიში ცხოვრების შიშიდან მომდინარეობს. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის არ ეშინია, ნებისმიერ დროს არის სიკვდილისთვის მზად.
ისაკ ასური: გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.
კონსტანტინე: სიყვარული იქ მთავრდება, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეიცნობენ.
სტენდალი: რაც უფრო ძლიერი ხასიათი აქვს კაცს, მით უფრო ნაკლები მიდრეკილება აქვს სიყვარულისადმი.
თაგორი: ქალის სიშიშვლეში მეტი სიბრძნეა, ვიდრე ფილოსოფოსთა ტრაქტატებში.