№52 გაიგეთ მეტი საკუთარ თავზე
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

აირჩიეთ მხოლოდ ის, რომელიც თავად გგონიათ სწორი და ამ არჩევნის მიხედვით საკუთარ თავზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ.
იხილეთ ტესტის შედეგები:
ხელი A
ზოგჯერ საკუთარი თავის რწმენა არ გყოფნით, ამიტომაც დიდად არ გიყვართ ადამიანებისთვის გულის გადაშლა. თუ ვინმე შეგიყვარდებათ, მასზე დამოკიდებული ხდებით. კეთილი ხართ და ყოველთვის ზრუნავთ სხვებზე.
ხელი B
ძალიან მეგობრული და კეთილი ხართ. იცით სხვისი მოსმენა და გაქვთ თვისებები, რომლებიც გარშემომყოფთა ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ.
ხელი C
გადამეტებული თვითშეფასება და ეგოიზმი გახასიათებთ. ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავთ და ამბიციის გამო არაფერზე იხევთ უკან. სხვისი მოსმენა კი არც თუ ისე კარგად გამოგდით.
ხელი D
გიყვართ მნიშვნელოვანი საქმეების მომავლისთვის გადადება და ბოლო მომენტში თავის დაძვრენაც არ გიჭირთ. მიგაჩნიათ, რომ პანიკა ყველაფერს ანგრევს, ამიტომ ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი ინარჩუნებთ სიმშვიდეს. ცდილობთ, ნებისმიერ პრობლემას მინიმალური ძალისხმევით გაუმკლავდეთ.
ხელი E
უფრო ცხოვრებაზე დაკვირვება მოგწონთ, ვიდრე მასში აქტიური მონაწილეობა. გირჩევნიათ, ჯერ ყველაფერს შორიდან დააკვირდეთ. ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელი ხართ. ნებისმიერ საქმეს მონდომებით ჰკიდებთ ხელს და წარმატებაც მოდის.