კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 დანაშაულის პატარა დეტალი

  ინსპექტორის იდეა იყო, დასვენების დღეებში პატარა ქალაქ მარკეტ-ბეისინგში წასულიყვნენ – სკოტლანდ-იარდის ზღურბლს იქით ინსპექტორი  ჯეპი ბუნების დიდი მოყვარული ხდებოდა. კვირას სასტუმროში სადილობდნენ, როცა თავზე ადგილობრივი კონსტებლი პოლარდი დაადგათ.
– მომიტევეთ, ჯენტლმენებო, მაგრამ ინსპექტორის რჩევა მჭირდება.
– მითხარით, რაშია საქმე?
– ლეი-ჰაუსში ერთმა ჯენტლმენმა თავი მოიკლა. დოქტორი ჰაილზი კი ირწმუნება, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.
  ტაფამწვარის მორიგი ულუფა გვერდზე გადადეს და ლეი-ჰაუსისკენ გაეშურნენ. გარდაცვლილს უოლტერ პროტერო ერქვა. იგი მარკეტ-ბეისინგში რვა წლის წინ გამოჩნდა და ლეი-ჰაუსი იქირავა. თავად მხოლოდ ერთი ოთახი ეკავა. სახლს ეკონომი ქალი პატრონობდა, რომელიც თვითონვე ჩამოიყვანა. ქალს  მის კლეგი ერქვა და  სოფელში მის შესახებ  მხოლოდ კარგს ლაპარაკობდნენ. იმ დღეებში ბატონ პროტეროს მისტერ და მისის პარკერები სტუმრობდნენ ლონდონიდან. დილით მის კლეგმა ოთახის კარი დაკეტილი ნახა. ხმა რომ არავინ გასცა, შეშფოთდა და პოლიციას და ექიმს დაურეკა. კონსტებლი პოლარდი და ექიმი ჰაილზი ერთდროულად მივიდნენ. საერთო ძალისხმევით კარის შემტვრევა მოახერხეს და ნახეს, რომ  პროტერო იატაკზე იწვა. მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეჭირა. ერთი შეხედვით, ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ  გვამის დათვალიერების შემდეგ ექიმმა კონსტებლი გვერდზე გაიყვანა და თავისი ეჭვები გაუმხილა.
როდესაც კონსტებლმა თხრობა დაასრულა, ჯეპი და მისი თანაშემწე ლეი-ჰაუსს მიადგნენ. მისაღებ ოთახში ოთხი ადამიანი იყო: მისტერ და მისის პარკერები, მის კლეგი და ექიმი. ჯეპი და ინსპექტორი ექიმთან ერთად ზევით ავიდნენ. პოლარდი ჯეპის მითითებით დაბლა დარჩა, პროტეროს სტუმრებთან.
გვამი ჯერ ისევ ოთახში იყო. ჯეპი მისკენ  დაიხარა.
– შემავალი ჭრილობაა მარცხენა ყურს უკან
– აბსოლუტურად მართალია, – უპასუხა ექიმმა, – ცხადია, იგი ამას თავად ვერ იზამდა. მაშინ მოუწევდა მარჯვენა ხელის, მარცხენა ყურის უკან გადაწვდენა. ეს კი შეუძლებელია.
– მიუხედავად ამისა, როდესაც გვამი აღმოვაჩინეთ, მას პისტოლეტი ჯერ ისევ მარჯვენა ხელში ჰქონდა, ალბათ, შემდეგ ჩაუდეს, – შენიშნა ჯეპმა. ის  იარაღს ათვალიერებდა, – საეჭვოა, აქ თითის ანაბეჭდები ვიპოვოთ.
ჯეპი ოთახს ათვალიერებდა და დროდადრო ჰაერს ყნოსავდა. მერე ისევ გვამზე დაიხარა. თუმცა ჭრილობისთვის არც შეუხედავს. დაინახეს, რომ მისი ყურადღება პიჯაკის სახელოში არსებულმა ცხვირსახოცმა მიიქცია. როცა ჯეპი გვამს მოშორდა ინსპექტორმა დრო იხელთა  და სახელოდან ცხვირსახოცი გამოაძვრინა. ჩვეულებრივი თეთრი ცხვირსახოცი იყო, არანაირი ნიშანი ან ლაქა ზედ არ ჩანდა,  ცხვირსახოცი ისევ სახელოში შეუჩურთა.
ჯეპმა და ინსპექტორმა კარის გასაღების ძებნა დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ.
– ეს საქმეს აიოლებს, – განაცხადა ჯეპმა, – ფანჯარა შიგნიდანაა დახურული, მკვლელი კარიდან გავიდა, დაკეტა და გასაღები თან წაიღო. მას იმედი ჰქონდა, რომ გასაღების არარსებობას ვერავინ შეამჩნევდა და არავის გაუჩნდებოდა ეჭვი პროტეროს თვითმკვლელობაში.
ინსპექტორი დაბნეული იყო. მან კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და ფრთხილად წარმოთქვა:
– ის ბევრს ეწეოდა.
იქაურობა ნამწვავებით სავსე იყო.
– მკვლელობამდე  ეტყობა, მინიმუმ ოცი ღერი სიგარეტი მოწია, – შენიშნა ჯეპმაც, – ყველა ერთი მარკისაა. როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ეწეოდა. აქ საინტერესო აღარაფერია. მოიცა, ეს რა არის? – მან იატაკიდან რაღაც აიღო. პერანგის სახელოს გატეხილი შესაკრავი, – საინტერესოა, ვისია? ექიმო, აქ თქვენი და კონსტებლის  გარდა ვინმე შემოვიდა?
– არა. პარკერები დაბლა იცდიდნენ, – უპასუხა ექიმმა და ეკონომი ქალის მოსაყვანად წავიდა.
–  საინტერესოა, ვინ მოკლა ეს საცოდავი? – დაიწყო ჯეპმა, – ცხადია, ამ სამიდან ერთ-ერთმა. თუმცა, არა მგონია, ეს მის კლეგი იყოს. იმისთვის, რომ ეს გაეკეთებინა, მის განკარგულებაში მთელი რვა წელი იყო. აი, რაც შეეხებათ პარკერებს... საინტერესოა, საიდან არიან და აქ რა უნდათ?
 ამ დროს მის კლეგიც მოვიდა. ჯეპის კითხვაზე განაცხადა, რომ ბატონ პროტეროსთან მრავალი წელი მსახურობდა. მისტერ და მისის პარკერები სამი დღის წინ გაიცნო, როდესაც მოულოდნელად ჩამოვიდნენ, ისინი აქ არავის მოუწვევია და პატრონი მათი ჩამოსვლით კმაყოფილი არ ჩანდა.  პერანგის სამაჯურის სამაგრი,  რომელიც ჯეპმა აჩვენა, მის ბატონს არ ეკუთვნოდა. როდესაც პისტოლეტზე ჰკითხეს, უპასუხა, რომ მის პატრონს იარაღი ჰქონდა. მაგრამ გასროლის ხმა არ გაუგია. მისი ოთახი სახლის მეორე ბოლოში იყო. როცა უკანასკნელად ბატონი  ნახა, მას  ისევ ეღვიძა. საერთოდაც, გვიან წვებოდა. შუაღამემდე კითხულობდა და ეწეოდა.
–  თქვენს ბატონს ღია ფანჯარაში უყვარდა ძილი თუ დახურულში?
– საერთოდ, ფანჯარა ყოველთვის ღია იყო.  
ჯეპმა რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა და გაუშვა. შემდეგ ცოლ-ქმარი პარკერები ცალ-ცალკე დაჰკითხა. მისის პარკერი ისტერიკის ზღვარზე იყო. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მისტერ პარკერი ილანძღებოდა და იმუქრებოდა. ის უარყოფდა, რომ პერანგის სამაგრი მას ეკუთვნოდა, მაგრამ ცოლმა აღიარა, რომ მისი ქმრის იყო. ჯეპმა ეს საკმარისად ჩათვალა, რომ მისი დაჭერის ორდერი მოეთხოვა.
გამოძიება უკვე დასრულებული იყო, როდესაც საქმეში დამატებითი გარემოება გამოჩნდა: – ერთმა მაწანწალამ მოყვა, რომ ლეი-ჰაუზის სახლის ბაღში შევიდა. იქ, დანგრეულ ფარდულში ღამეს ხშირად ათევდა. ღამის 12 საათზე გაიგონა, როგორ ჩხუბობდა სახლის პირველ სართულზე ორი მამაკაცი. ერთი ფულს ითხოვდა, მეორე უარს ეუბნებოდა. ერთ-ერთი მათგანი, სახლის პატრონი მაშინვე იცნო. ანუ, ისე ჩანდა, რომ  პარკერები პროტეროს აშანტაჟებდნენ. ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც პროტეროს ნამდვილი სახელი გაირკვა – ვენდოვერი. წარსულში ფლოტის ლეიტენანტი, 1910 წელს კრეისერ „მერიზოტის“ აფეთქების საქმეში გადიოდა. გამოძიებამ მიიჩნია, რომ პარკერმა, რომელმაც იცოდა აფეთქების საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ, იგი მოძებნა და სიჩუმის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა. ჩხუბის დროს ვენდოვერმა იარაღი ამოიღო, მაგრამ პარკერმა მისი განიარაღება მოახერხა და მოკლა, შემდეგ შეეცადა მომხდარი თვითმკვლელობად წარმოეჩინა.
პარკერი სასამართლოს გადასცეს. ერთ დღეს, როდესაც პროცესიდან ბრუნდებოდნენ ჯეპმა თავი გადააქნია და ჩაიბურტყუნა:
– ასე უნდა იყოს. კი, კი, ზუსტად ასეა. დროა ვიმოქმედო.
იგი ფოსტაში წავიდა და იქვე დაწერილი წერილი კურიერის მეშვეობით სადღაც გააგზავნა. შემდეგ სასტუმროში დაბრუნდა. ოთახში მის კლეგი შემოვიდა. მის გამოხედვაში შიში ჩანდა.
– დაბრძანდით, მადმუაზელ, – მიმართა ჯეპმა, – მე მართალი აღმოვჩნდი, არა? ეს რატომ გააკეთეთ? – რბილად ჰკითხა ჯეპმა, – რისთვის?
– მე  ის მიყვარდა, – უპასუხა ქალმა, – მათ ოჯახში დიდი ხანია, ვმუშაობ. მაშინ სულ პატარა იყო. იყავით გულმოწყალე და დამინდეთ.
– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის დასჯა, თუნდაც ის უკანასკნელი ნაძირალა იყოს.
– ამ ქალმა მოკლა? – ჰკითხა ჯეპს გაოცებულმა და დაბნეულმა ინსპექტორმა.
– არა. მან მართლა  მოიკლა თავი. გახსოვთ, ცხვირსახოცი მისი პიჯაკის მარჯვენა სახელოში? ამან მიმანიშნა,  რომ ცაცია იყო. მისტერ პარკერთან ჩხუბის შემდეგ, ყველაფრის გამოაშკარავებით შეშინებულმა თავი მოიკლა. დილით მის კლეგი ოთახში შევიდა და ნახა, რომ მისი გაზრდილი, რომელიც  ძალიან უყვარდა მკვდარი იყო. ქალი სიძულვილმა შეიპყრო... სიძულვილმა პარკერებისადმი, რომლებიც მისი საყვარელი არსების სიკვდილის მიზეზი გახდნენ. ისინი ამ ქალისთვის ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ და გადაწყვიტა, ისინი დაესაჯა. მარტო მან იცოდა, რომ ვენდოვერი ცაცია იყო. პისტოლეტი მის მარჯვენა ხელში გადაიტანა, ფანჯარა დახურა, კარი ჩაკეტა და გასაღები დამალა.
– ჯეპ  – წამოიყვირა აღფრთოვანებულმა ინსპექტორმა, – მთელი თქვენი ვერსია ერთ პატარა დეტალზეა აგებული – ცხვირსახოცზე.
– და სიგარის კვამლზე. თუ ფანჯარა დახურული იყო და ოთახში ამდენი პაპიროსი მოწიეს, ოთახში სუნი უნდა დარჩენილიყო. იქ პირიქით, ჰაერი აბსოლუტურად სუფთა იყო. აქედან დავასკვენი, რომ ფანჯარა მხოლოდ დილით დაკეტეს. დიდხანს ვიმტრევდი თავს, მკვლელს ფანჯრის დაკეტვა რაში დასჭირდა-მეთქი. მისთვის ხომ უკეთესი იყო, ფანჯარა ღია დაეტოვებინა, იმ შემთხვევისთვის, თუ თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფდნენ, რათა ეფიქრათ, მკვლელი ფანჯრიდან გაიპარაო. მაწანწალას ჩვენებამ ჩემი ეჭვი მხოლოდ დაადასტურა. იმ საუბარს ხომ ვერ გაიგონებდა, ფანჯარა დახურული რომ ყოფილიყო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3