კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№52 როგორ დატოვა სტალინმა ევროპა საწვავის გარეშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინი რომ უდიდესი ორგანიზატორი იყო, ამას ის გრანდიოზული საქმეები მოწმობს, რაც მან არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის მმართველობისას, არამედ ძალაუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე განახორციელა... პუბლიცისტი კირილე როსტოცკი წერს: „იოსებ სტალინი ჯერ კიდევ იატაკქვეშელი „კობა“ იყო, როდესაც უდიდეს ორგანიზატორულ ტალანტს ამჟღავნებდა და სრულიად „ნორჩ“ რევოლუციონერს ხალხთა უდიდესი მასების დარაზმვა და საბრძოლველად გამოყვანა შეეძლო. ამ სიტყვების ნათელი დასტურია 1904 წლის 13-30 დეკემბრის ბაქოს მოვლენები, ანუ „ბაქოს გაფიცვა“, რომელიც 26 წლის იოსებ ჯუღაშვილის მიერ იყო ორგანიზებული და 27 წელი მას (სტალინს) ბრძოლაში შეუსრულდა... ცნობილი რევოლუციონერი, ბაქოში დახვრეტილ 26 კომისართაგან ერთ-ერთი, ალიოშა ჯაფარიძე ყვებოდა: „მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ბაქოს ნავთობსარეწები მთელი რუსული იმპერიის ნავთობის 97 პროცენტს და მსოფლიო ნავთობის 50 პროცენტს აწარმოებდა. აქედან გამომდინარე, მას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ევროპაში, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სარეწების მეპატრონეები – ნობელი, როტშილდი, მანთაშოვი და გუკასოვი კი ზღაპრულად მდიდრდებოდნენ. თუმცა, ასეთი დიდი შემოსავლები არანაირად არ აისახებოდა მუშათა კლასზე და ისინი არა მხოლოდ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, არამედ საკვებიც კი არ ჰყოფნიდათ. მათზე არავინ ზრუნავდა, თუმცა, ეს მრავალეროვანი მუშათა არმია 80 ათას ადამიანს შეადგენდა და მიზერული ანაზღაურების დაკარგვის შიშით ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. იმ პერიოდში, მიუხედავად პატარა ასაკისა, ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრტიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო სოსო ჯუღაშვილი. მას უკვე „ოხრანკა“ სდევნიდა, თუმცა „სოსელო“ წარმატებით ახერხებდა მისი კლანჭებიდან თავის დაძვრენას. პარალელურად კი, „ისკრასა“ და „ბრძოლაში“ პროპაგანდისტულ, რევოლუციურ სტატიებს აქვეყნებდა, თან, კარგად ორგანიზებულ, ღრმად კონსპირირებულ საბრძოლო ჯგუფებს ქმნიდა. სწორედ მან (სტალინმა) მოიფიქრა ბაქოში გაფიცვის მოწყობა, რაც საბოლოოდ ჩვენი დიდი გამარჯვებით დასრულდა და ამაში ლომის წილი, სწორედ, „კობას“ მიუძღვოდა“. ალიოშა ჯაფარიძის მონათხრობი რომ უფრო დავაკონკრეტოთ, უნდა ვთქვათ, რომ ლენინის მომხრე სოციალ-დემოკრატთაგან  პირველად სტალინმა (მაშინ „სოსელომ“, „კობამ“) გაიაზრა, თუ როგორ უნდა დაერაზმა ამიერკავკასია რევოლუციური ბრძოლისთვის და უმაღლეს დონეზე შეასრულა კიდეც...
  ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „სტალინი თავისსავე ძალიან მარტივ და გენიალურ მიგნებებს გენიალურადვე ასხამდა  ხორცს. „კობამ“, სწორად განსაზღვრა, თუ რა ლოზუნგის ქვეშ გაეერთიანებინა ბაქოს ნავთობსარეწებზე მომუშავე  სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მქონე 80 ათასი ჯანმაგარი მუშა, რომლებიც შემდგომ რევოლუციის ჯარისკაცებად გადაიქცნენ. ყმაწვილმა იოსებ ჯუღაშვილმა მოიფიქრა ცნება – პროლეტარული ინტერნაციონალიზმი და ამით გააერთიანა ბაქოელი მუშები. შემდგომ პირადი ქარიზმისა და კარგად ჩამოყალიბებული პროპაგანდის მეშვეობით, ეს უზარმაზარი მასა დაარწმუნა, რომ საჭირო იყო საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. ბოლოს ეს ხალხი ბარიკადებზეც გამოიყვანა და გაამარჯვებინა კიდეც. ერთი მხრივ, 18-დღიანმა მასობრივმა გაფიცვამ და „შტრეიხბეკერთა“ გასადევნად გამოყვანილი პოლიციის რაზმებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ ნავთობმაგნატებს უდიდესი ზარალი მოუტანა, მეორე მხრივ კი ევროპა, ფაქტობრივად, საწვავის გარეშე დარჩა და ნავთობმაგნატებმა გაფიცულებთან შეთანხმება დადეს, მათთვის ყოფის გაუმჯობესებასა და ხელფასის გაორმაგებაზე, რასაც ასრულებდნენ კიდეც. მთელ ამ ბატალიებში 10 ადამიანი დაიღუპა, 40 დაიჭრა. სისხლმა კი კიდევ უფრო მეტად გააერთიანა გაფიცულები და სოციალური უფლებებისთვის მებრძოლნი, მომავალში პოლიტიკური უფლებებისთვის მებრძოლებად აქცია.
  „კობას“  (სტალინს) ბაქოს გაფიცვამ უდიდესი ავტორიტეტი მოუტანა თანამებრძოლებს შორის. ხოლო „ოხრანკა“ კი ცოფებს ყრიდა და მისი ლიკვიდაციის საშუალებებს განიხილავდა. მოგვიანებით, „ოხრანკის“ ყოფილი აგენტი „ჩეკასთვის“ მიცემულ ჩვენებაში წერდა: „ჩვენ („ოხრანკა“) ვიცოდით, რომ ბაქოს გაფიცვის სულისჩამდგმელი იოსებ ჯუღაშვილი, იგივე „კობა“, იგივე „სოსელო“ იყო და ხელმძღვანელობამ მისი მოკვლის ბრძანება გასცა. ოპერაცია ისე დაიგეგმა, რომ „კობას“ მკვლელობა არა წინასწარ დაგეგმილად, არამედ კაზაკებთან და პოლიციასთან მომხდარ შეტაკებაში უბედურ შემთხვევად გამოჩენილიყო. ლიკვიდაცია 21 დეკემბერს უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გააუქმეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ როგორც ჩვენს ხელმძღვანელებს, ასევე, ნავთობმაგნატებსაც უფრო დიდი შეიარაღებული პროტესტის შეეშინდათ, რადგან „კობას“ უდიდესი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა გაფიცულებში“. ბაქოს მოვლენებმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ევროპაში. ამ ამბებს ევროპული პრესა ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე აშუქებდა. გაფიცვამ ბოლშევიკების ავტორიტეტი ძალიან აამაღლა. პირადად სტალინისთვის კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ლენინი აღფრთოვანებული იყო „კობას“ მოქმედებით. მას სპეციალური, დიდი სტატია მიუძღვნა „ისკრაში“ და მასთან პირადი შეხვედრა მოითხოვა... სერგო ორჯონიკიძე თავის დღიურებში წერდა: „სტალინსა და ილიჩს ერთმანეთთან მხოლოდ პირადი მიმოწერა ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ. ემიგრაციაში მყოფმა ლენინმა ფილიპეს (ფილიპე მახარაძე) პირით სტალინი ჟენევაში მიიწვია და პირადი წერილიც გაატანა, სადაც ეწერა: „ჩემო ძვირფასო მეგობარო, დროა, ერთმანეთი პირადად გავიცნოთ, რომ ხელი მაგრად ჩამოგართვათ და თვალებში ჩაგხედოთ. თქვენი საქმიანობით აღფრთოვანებული ვარ და მჯერა, რომ მომავალში ჩვენი გამარჯვებების ავანგარდში იქნებით...“
  1905 წლის 8 თებერვალს, ნიჟარაძის ყალბი საბუთებით, სტალინმა ოთხი ევროპული საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ჟენევაში ჩააღწია და ლენინს შეხვდა. იქ სამი დღე დაჰყო და უკან დაბრუნდა. სწორედ იმ დღეს ჩაეყარა საფუძველი მათ პირად ნაცნობობას. სტალინი ლენინის უახლოესი თანამებრძოლი გახდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩაიბარა ქვეყანა, რომელიც ფეხზე დააყენა და ზესახელმწიფოდ აქცია.“

скачать dle 11.3