კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№51 როგორ ქმნიდა ზვიად ციკოლია მონაკოს პრინცის საჩუქარს, ოქროს ქვევრ-მანქანას და როგორ მოხიბლა ის მონტე-კარლოში მარინა ხორავამ

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ცოტა ხნის წინ მონაკოში ევროპის საჭადრაკო დაჯილდოება  – „ევროპის ოქროს პაიკი“ გაიმართა, სადაც ევროპის საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ. მათ ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილი ჯილდო – „ოქროს პაიკი“ გადაეცათ. ზვიადის მიერ ქვევრის მოტივებზე შექმნილი ჯილდო კი მონაკოს პრინცს გადასცეს. ზვიადთან ერთად მონაკოში მისი მეუღლე, მარინა ხორავაც იმყოფებოდა, რომელიც მეუღლეს ნებისმიერ საქმეში მუდმივად გვერდში უდგას.
  მარინა ხორავა: ეს ვიზიტი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. შესაბამისად, ჩვენც დავიწყეთ სამზადისი და რა თქმა უნდა, ზვიკომ – პრიზებზე მუშაობა. „ოქროს პაიკი“ ზვიკოს დიზიანით არის შექმნილი, რომელსაც დიდხანს ამუშავებდა, ბევრჯერ შეცვალა. მეც მუდმივად ვიყავი ჩართული და ამ ყველაფრის დაბადება ჩემ თვალწინ ხდებოდა. ღონისძიების იდეის ავტორი თეა ყიფშიძე იყო, ხოლო ღონისძიების მხატვრული მხარე, მთელი ორგანიზება ბასა ფოცხიშვილმა განახორციელა. ზვიკო, პარალელურად, მონაკოს პრინცის ჯილდოზეც მუშაობდა და რა თქმა უნდა, მან ქვევრის თემა გამოიყენა.
– ბოლო პერიოდში ზვიადის შემოქმედებაში ქვევრის თემა განსაკუთრებულად აქტუალურია.
– ზვიკო ძალიან ქართველია, მე ბევრს არ ვიცნობ ასეთ ქართველს.  ქვევრი ერთადერთია, რაც საქართველოს სახელს უკავშირდება, ჩვენი საკუთრებაა, რადგან სხვა ბევრი რამ არ არის ჩვენი საკუთრება. ქვევრის თემა სამკაულებშიც გადაიტანა, პატარა სუვენირებსაც აკეთებს: მანქანა-ქვევრი, ქვევრი-წყალქვეშა ნავი. ახლა აკეთებს ქვევრ-ზარბაზანს, რომელიც ჯერ იდეის დონეზეა. ქვევრი-მანქანა მონაკოს პრინცისთვის გააკეთა – მას გასაკუთრებულად უყვარს მანქანები. ქვევრი-მანქანა ოქროსია, ძალიან ლამაზი შეფუთვით. ცოტა ხნის წინაც ვიყავით მონაკოში და დავათვალიერეთ სპეციალური მუზეუმი, სადაც მონაკოს პრინცის მანქანების კოლექციაა გამოფენილი. შესაბამისად, საჩუქარი ქვევრი-მანქანა, რომელიც პრინცისთვის დამზადდა, ვფიქრობ, იმ ადამიანისთვის, ვისაც მანქანები უყვარს, საინტერესო იქნებოდა. იდეის ინიციატორი იყო „აი გრუპის“ დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომელიც ნამდვილი მეცენატია, კარგი ადამიანი და რაც მთავარია, ძალიან საინტერესო ხედვებით. ეს ადამიანი აკეთებს ქუთაისში ავტოქარხანას, ბათუმში – ინსტიტუტს, სადაც ზვიკო მიიწვია. თეა ყიფშიძის იდეა, საჭადრაკო დაჯილდოებასთან დაკავშირებით, „აიგრუპმა“ განახორციელა. უბრალოდ, დაჯილოდებაზე პრინცი ვერ მოვიდა და თავისი წარმომადგენელი გამოუშვა, მარჯვენა ხელი, ვინც ასეთ სიტუაციებში ცვლის ხოლმე და პრიზი მას გადაეცა. რა თქმა უნდა, პრიზს ყველაფერი ეწერა და შესაბამისად, პრინცი ბევრ ინფორმაციას მიიღებდა. ზვიკო საკმაოდ დიდხანს მუშაობდა პრიზზე, ცვლიდა ხოლმე დეტალებს და ძალიან ლამაზი და საბოლოოდ, საინტერესო გამოვიდა. ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და ლამაზად იყო გაფორმებული, სერიოზული მუშაობა მიდიოდა და სერიოზული შედეგიც დაიდო.  პრიზები გადაეცათ არა მხოლოდ მოჭადრაკეებს, ასევე, იმ ადამიანებს, ვინც თავისი საქმიანობით საჭადრაკო სფეროსთან არიან დაკავშირებული. გარდა ამისა, „აი გრუპს“ და მის დამფუძნებელს, როგორც საუკეთესო მხარდამჭერს  – ანდრია დადიანის სახელობის პრიზი, რომელიც მეოცე საუკუნეში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი იყო.
–  არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი. ალბათ, ის კაბა, რომელიც გეცვა, შენი დიზაინით შექმენი.
– რა თქმა უნდა, ჩემი დიზაინით შევიმოსე. დღემდე ვმუშაობ ამ კუთხით, არ გავჩერებულვარ, მაგრამ ჩემთვის ჩემი დიზაინით საერთაშორისო მასშტაბით ასეთი გრანდიოზული კაბა არ შემიქმნია. ახლა გავაკეთე და პირდაპირ მონაკოდან დავიწყე. ზვიკოს ძალიან უნდოდა განსხვავებული სცმოდა. დრეს კოდი იყო: შავი ან შავ-თეთრი. ზოლებიანი პიჯაკი სურდა, მისი ოცნება იყო, მოსწონდა შავი პიჯაკი ზოლებით და აისრულა ეს ოცნება.
– ზვიკომ სოციალურ ქსელში შენთან ერთად გადაღებული ფოტოც დადო, რომელსაც დააწერა: „ჩემი დედოფალი“. პირად საუბარშიც მითხრა: ძალიან ლამაზი იყო, მონაკოში მისი დანახვისას მოძრაობა ჩერდებოდაო.
– ზვიკო არ ჩარეულა ჩემს ჩაცმულობაში, მენდო, რადგან სულ მეკითხება აზრს. არც იცოდა, რას ვიკერავდი, მხოლოდ ის ვუთხარი, რომ გრძელი კაბა იქნებოდა. სიურპრიზი იყო მისთვის და საღამოს, გაფრენამდე ჩავიცვი, რომ ენახა. თან, ვფიქრობდი: რომ არ მოეწონოს, რა ვქნა-მეთქი. თუმცა ალტერნატივაც მქონდა, ტაფტის შარვალი. კაბას თავისი შლეიფი და ასევე კარკასიც ჰქონდა. კარკასი  დამიწუნა: ძალიან გრანდიოზული იქნებაო. ქუდიც მქონდა სპეციალურად მონაკოსთვის გაკეთებული, მაგრამ ისიც დამიწუნა, რადგან მითხრა, ძალიან ბევრიაო, მეც დავუჯერე. რაც შეეხება კაბას, ჩაცმული რომ დამინახა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, პირი დააღო. არ ვაჭარბებ, პირზე ხელი მიიდო და თვალები დაქაჩა: ეს რა არისო. თავიდან ვიფიქრე: ნეტავ, მოეწონა თუ ძალიან არ მოეწონა-მეთქი. ბოლოს მითხრა: ასეთი რამ არ მინახავს ცხოვრებაში, რეალურად ქალი ასეთი ჩაცმული არ მინახავსო. ჩემგან ცოტა უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ყოველდღე მეუბნებოდა: ასეთი ლამაზი ქალი არ მინახავსო. როცა ადამიანი შეყვარებულია, როგორიც  უნდა იყოს ქალი, მისთვის მაინც ლამაზია. თუმცა, რეალურად ეს კაბა მართლა ძალიან ლამაზია. ყველას მოეწონა მონაკოში, აღიარეს, რადგან მოსასხამიც გავუკეთე, თეთრი ხელთათმანები მეცვა და იმ სიტუაციის შესაფერისი იყო. ვიცოდი, სად მივდიოდი, წლების განმავლობაში სხვებს ვუკეთებდი კოსტიუმებს და შესაბამისად, ჩემთვისაც შესაფერისი გავაკეთე. უბრალოდ, დაქარგვა ვეღარ მოვასწარი, ჩემი ხელით მინდოდა მთელი კოსტიუმი მომექარგა.
– შენ და ზვიკო მონაკოს ხშირი სტუმრები ხართ.  ასეთი გასვლები, ალბათ, აუცილებელია ურთიერთობისთვის.
– მონაკო ძალიან მიყვარს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ოთახში შევდივარ. თავიდანვე ასეთი განწყობა მქონდა და პირველად რომ ჩავედი, ჩემი შეგრძნებები და ემოციები არ გამიმტყუნდა. თითქოს ყველაფერი ძალიან მშობლიურია, თან, მთავარია, ვისთან ერთად ხარ. ზვიკო სადაც თვითონ გრძნობს კარგად თავს, იქ ძალიან კარგი კომპანიონია. თვადახუჭული მივყვები ბოლმე. ძალიან კარგი კავალერია. ასეთი გასვლები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ, ძირითადად, საქმიანი გასვლები გვიწევს ხოლმე. საქმესთან ერთად ბევრს დავდივართ, ვსეირნობთ, ისე ვანაწილებთ დროს, რომ ჩვენთვისაც დაგვრჩეს. წამოსვლის დღეს ძლიერი წვიმა წამოვიდა, ნისლი იყო. ზვიკო მეუბნებოდა: კიდევ კარგი, გუშინ არ წამივიდა, თორემ შენი ფოფოდია კაბით რას იზამდიო. მე წვიმის ქალი ვარ, ზვიკოს ვუთხარი: სანამ წავალთ, მონაკოს წვიმაში გავისეირნოთ-მეთქი და ჩვენს საყვარელ კაფეში დავსხედით, ამანაც ძალიან კარგად იმოქმედა.
– შენ და ზვიკო რომანტიკული ფილმის პერსონაჟებს ჰგავხართ.
– სხვათა შორის, მიწერენ ხოლმე. ერთმა ისიც დამიწერა: თქვენ მუდმივად კამერა უნდა დაგყვებოდეთ, გიღებდეთ, არცერთი წუთი არ არის დასაკარგიო. გაგვეცინა მე და ზვიკოს.
– ზვიკოს ერთ-ერთი პროექტი თვითმფრიანვი „ლიზია“, რომელიც წარმატებულად განახორციელა.
– ზვიკოს თვითმფრინავს იმაზე მეტი შედეგი ჰქონდა, ვიდრე ეგონათ.  მე ვიღებდი ფრენის მომენტს, ისე იფრინა, ყველას  გაუკვირდა. უფრო მაგარი გააკეთეს, ვიდრე ეგონათ. ახლა მეორე „ლიზის“ აკეთებს, უბრალოდ, სხვა ფერის იქნება. თავად აკეთებს ყველაფერს. არასდროს  არავის სთხოვს დახმარებას – ეს საერთო გვაქვს. დღემდე ჩვენით მოვედით. ერთადერთი, „ლიზიზე“ მამუკა ხაზარაძე დაეხმარა.
– თავის ყველა ნამუშევარს შენ გიძღვნის ხოლმე. მხოლოდ თვითმფრინავს ჰქვია „ლიზი“. რატომ?
– „ლიზი“ დიდი ხნის პროექტია. ივას შემდეგ გაჩნდა ზვიკოს ძმისშვილი – ერთადერთი გოგო ციკოლიებში. მეტი გოგო არ ჰყავთ, სულ ბიჭები არიან. ლიზი დაარქვეს და თვითმფინავსაც „ლიზი“ დაარქვა. ბევრი მეკითხება: რატომ ჰქვია ლიზიო. ზვიკომ მითხრა: ჩაფიქრებული მაქვს პროექტი, რომელსაც შენ მოგიძღვნიო.
– როგორც ვიცი, შენი კოლექციის ჩვენება-გამოფენას გეგმავ.
– კი, ვაპირებ. მინდა, რომ ჩემი კოლექცია,  რომელიც 22 წლის წინ გაკეთდა, როდესაც საკუთარი წარმოება მქონდა და ახლა ჩემოდნებში დევს, გავაცოცხლო. საღამოებზე ვათხოვებდი ხოლმე ჩემს მეგობრებს, წამყვანებს. ვაპირებ, სკივრიდან ამოვიღო და გამოვფინო, რადგან დღესაც აქტუალურია და სულ იქნება. შევქმენი ისეთი რამ, რასაც მოდა არ სჭირდება.  

скачать dle 11.3